-”რამოდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, მეორეს მხრივ, “თავისუფალ დემოკრატების” შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური ფაქტის შეფასებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელმა ადამიანმა, შეიძლება, საქმის კეთების [...]
Archive for December 27th, 2014
“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს.
პლასტელინი სიცივეში მაგრდება, მაგრამ “მიჯირყვნის” შემდეგ კვლავ მორჩილი ხდება
“სახალხო პარტია” სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. -”პრეზიდენტადწოდებულმა მარგველაშვილმა გამოთქვა მზაობა რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის განსახილველად პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად. ,,სახალხო პარტიამ” წერილობით მიმართა, რომ ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში წარუდგენდა პარტიის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, რომელთა ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებშიც აისახა, მაგრამ მისი რეალიზება არ [...]
“შეწყვიტოთ ამაზრზენი სპეკულაციები და იმოქმედეთ კანონით!”
“სახალხო პარტია” სამძიმარს უცხადებს უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს და კიდევ ერთხელ უდასტურებს თავის თანადგომას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ყველა ერს და ადამიანს. პარტია განცხადებას ავრცელებს: -”ქართველმა ხალხმა იცის ამ ღირებულებების ფასი და მათი დაცვისთვის დაღუპულ ადამიანთა პატივისცემა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახეზე გვაქვს მოცემულობა _ ზავით შენიღბული კაპიტულაცია, [...]