“სახალხო პარტია”-”დროა, თაროზე შემოდებულ საქმეებს მიეცეს მსვლელობა”

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” აღნიშნავს, რომ ცნობილი გახდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვანა შშ მთავრობის მიმართ იმ პირთა დასჯაზე, რომელთა ბრძანებითაც ხდებოდა ადამიანების წამება.
-”აღნიშნული განცხადება გამოწვეული იყო აშშ-ს სენატის ანგარიშით, რომელშიც განხილული იყო მსგავსი ფაქტები.
ამ მოხსენებას შეშფოთებით შეხვდნენ დიდ ბრიტანეთშიც.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ასევე მისცეს სამართლებრივი შეფასება ახლო წარსულში მსგავს დანაშაულებებში მონაწილე თანამდებობის პირებისა თუ უშუალო შემსრულებლების ქმედებებს, მითუმეტეს, რომ ამის შესახებ საქართველოს მთავრობას გაერომ უკვე მიუთითა. დროა, თაროზე შემოდებულ საქმეებს მიეცეს მსვლელობა და არამარტო აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხდეს ფილტრაცია, არამედ პროკურატურა, შსს და სასამართლო გაიწმინდოს წამებაში მონაწილე თუ წამების ფაქტების დამფარავი პირებისაგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაწინაურებულებიც კი არიან.
შეშფოთების საფუძველს ამძაფრებს ისიც, რომ წამებაში მონაწილე ადამიანების, ძველი რეჟიმის ოფიციალური თუ არაოფიციალური (მაგ”ზონდერები”, “ნასეტკები” ციხეში)თანამშრომლების დაუსჯელობა, დღესაც ამ უკანონო ქმედებების განხორციელებისთვის დამატებით სტიმულირებას (ცთუნებას)იწვევს ან ინდივიდუალური ანგარიშების გასწორებისკენ უბიძგებს დაზარალებულ ადამიანებს, რაც არასტაბილური გარემოსა და საზოგადოების პოლარიზაციის ხელისშემწყობი ფაქტორი გახდება”-აცხადებს პარტია.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress