“სახალხო პარტია” ფინანსთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს

giorgadze_mamuka

“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს და მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. აღნიშნულ განცხადებას “ივერიონი” უცვლელად გთავაზობთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრს  ნოდარ ხადურს

   სახალხო პარტიის თავჯომარის
 მამუკა გიორგაძის
                                                                                                       გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო ნოდარ,
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა  და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე
1. რომელი საერთაშორისო კომპანია იყო/არის შერჩეული  ტვირთების მონიტორინგისათვის;
2. რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო დერფნებში(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში 2011 წლის 9 ნოემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  გადაადგილებული ტვირთების  რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ნაზარდი ჯამის მიხედვით თანხებში, და თუ შესაძლებელია  იგივე ნატურალური ზომის ერთეულებში (ტონა, ცალი, მანქანა)
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის წევრების პერსონალური შემადგენლობა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress