სახალხო პარტია – ხაჯინბას განცხადებასთან დაკავშირებით

gerbebi_Page_6

ყოვლად მიუღებელია  ექსპლუატაციის  ხარჯებს და  რუსეთში გატანილი დენის ფულს 20 წლის განმავლობაში იხდიდეს ჩვენი მოქალაქეები! 

ისტორია ცალსახად მეტყველებს, რომ ოკუპანტებთან და  მათგან მხარდაჭერილ სეპარატისტებთან  გაუაზრებელ დათმობებზე წასვლა და წინასწარვე კაპიტულანტურ პოზიციაზე   ყოფნა, თუ მის სამსახურში არ დგახარ, თავიდანვე წამგებიანია.

,,სახალხო პარტია“ ამ მარტივ ჭეშმარიტებას  შეახსენებდა მაშინდელ ხელისუფლებას და ჯერ კიდევ 1994 წლიდან  მოუწოდებდა  არ  წასულიყო რუსეთთან და  სეპარატისტებთან  უარგუმენტო დათმობაზე და ,, ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტრო ენერგია არ ექცია სეპარატისტული რეგიონისათვის და რუსეთისთვისაც, ეგზომ საჭირო და თან მუქთა შემოსავლის წყაროდ.  თან ისე, რომ ამ მოვლენას არანაირი დადებითი ზეგავლენა გამოეწვიოს  ოკუპირებულ რეგიონში  მძევლად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. 

გასული საუკუნის 90 წლებიდან მოყოლებული „ენგურჰესის“ რეაბილიტაციაზე საქართველომ 100 მილიონ დოლარზე მეტი ისესხა და დახარჯა (საერთაშორისო დახმარებებზე არაფერს ვამბობთ).  აფხაზეთში ერთი კილოვატი ელექტოენერგია მხოლოდ 2 თეთრი ღირს  (შეადარეთ ჩვენს ფასებს)  „ენგურჰესიდან“ უფასოდ წაღებული ელექტროენერგიის 20 პროცენტს აფხაზები რუსეთში კრასნოდარის მხარეში ჰყიდიან. ყოვლად  მიუღებელია  ექსპლუატაციის  ხარჯებს და  რუსეთში გატანილი დენისფულს 20 წლის განმავლობაში იხდიდეს ჩვენი მოქალაქეები!   

ამ საკითხის დღემდე ასეთი სახით მოტანა არის შევარდნაძის და ნაცმოძრაობის ხელისუფლების, მინიმუმ ანტისახელმწიფოებრივი პოზიციისა  და დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგი.

ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მაინც უნდა მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და   ჩამოაყალიბოს პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ გვინდა ვიფიქროთ,  რომ თანმდევ კორუფციულ სქემებში დღევანდელი ხელისუფლება წინანდელების  მსგავსადაა დაინტერესებული.

მინიმუმ, ის შეიძლება სპეკულაციის საბაბი მაინც გამოვაცალოთ.  რადგანაც ენგურჰესის მთავარი, ყველაზე ღირებული და შრომატევადი  ნაგებობა _კაშხალი და   ნედლეული – წყალი ,  ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშაა,   შესწავლილი უნდა იყოს,  თუნდაც ნაკლები სიმძლავრის სატურბინო სადგურის და წყალგამყვანი გვირაბების მოწყობის საშუალებაც (მით უმეტს, რომ რეგიონში სხვა ჰესების მშენებლობებიც იგეგმება და შეიძლება მათზე მიბმა), რაც საბოლოოდ მოუსპობს სეპარატისტებს ამ თემაზე სპეკულირების საშუალებას.

ასევე საინტერესოა, რუსების მიერ ხაჯინბას პირით გაკეთებული ეს განცხადება ხომ არ არის ,,ხუდონჰესის“ მშენებლობიდან  წინა ხელისუფლებასთან ფარული გარიგებით მიღებული მათი ინტერესის შესაძლო ამოვარდნაზე პასუხი.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress