Archive for November, 2014

giorgadze-1

რატომ გადაფარა სააკაშვილი-ახალაიას შესახებ ჩანაწერმა ევროსაბჭოს რეზოლუციაში თურქი-მესხების დაბრუნებისა და რეგიონული ენების დაცვის ვალდებულებები

2014-10-13  ნინო ხაჩიძე   “თბილისელები” 13.10.14 თუმცა დიდი მითქმა-მოთქმაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილის გამო, უნდა აგონ თუ არა პასუხი ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ჩადენილი დანაშაულებების გამო (თუკი დაუმტკიცდებათ), სამაგიეროდ, თითქმის არავის გაუმახვილებია ყურადღება იმ საკითხზე, რომ ევროპარლამენტმა შეგვახსენა, რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირების დროაო, რის ვალდებულებაც, რატომღაც, ავიღეთ. მეორე მხრივ, არაკეთილმოსურნენი სათავისოდ ცდილობენ ამ ქარტიის განმარტებას [...]

mamuka

ხელისუფლებამ სოციალური ვალდებულებები უნდა შეასრულოს!

თამარ ნინიძე “ახალი თაობა” 17.09.14 ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან _ ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ თურმე მასაც უსმენენ, პორტატული აპარატურა ვერ აღმოაჩინეს, ვერ პოულობენ, აბრალებს ნაციონალებს, რომ ისინი უსმენენ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? _ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უსაფრთხოებაზე მათი პირადი ცხოვრების დაცულობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ამიტომ ნაციონალები ფლობენ ამ აპარატურას, უცხო ქვეყნის [...]

gerbebi_Page_6

საკონსტიტუციო სასამართლოს დანაშაული მიუძღვის

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო, კონსტიტუციის ასოსა და სულისკვეთების არსის მიზანმიმართულ გაყალბებაზე დაყრდნობით, საქართველოს კანოონმდებლობაში არსებული ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელე¬ბის უფლებაზე, საქართველოში საკუთრებაში ჰქონდეთ მიწა, დამყარებულია სამ ძირითად სიყალბეზე. ამათში ყველაზე ფართოდ გამოყენებული (მრავალ ეპიზოდში განმეორებული) არის ის, რომ _ ა) სასამართლო ან ლიტონი სიტყვით [...]

SONY DSC

პლასტელინი ივანიშვილისკენ თითის გაშვერას ვერ გაბედავს!

10-11-2014, 13:04 iverioni.com.ge რატომ არის მარგველაშვილი პლასტელინი, გარდაუვალია თუ არა ალასანიას უნიათო და კორუმპირებულ მმართველად წარმოჩენა და სად იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესი – „ივერიონს“ „სახალხო პარტიის“  თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა -ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებს. თქვენი აზრით, ხელოვნურად გართულებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ ალასანიამ გარისკა და ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო? [...]

giorgadze-1

მთავრობამ “ნაციონალებს” მისცა რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება

11-11-2014, 13:07   “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე “ივერიონის” პრესკლუბში ბაჩო ახალაიას დღეს გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა , რომ სწორედ მთავრობამ მისცა “ნაციონალებს” რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება.

giorgadze_mamuka

თავდაცვის სამინისტრო არ არის კოდაკის თეატრი, რომ იქ ფოტოსესია ტაშით და წითელი ხალიჩით მოაწყო

‘’სახალხო პარტიის’’ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე  ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან ირაკლი ალასანიას ემოციურ გაცილებას ეხმიანება  და აცხადებს, რომ ,,შიდა კოალიციური პრობლემები სახელმწიფო პრობლემად იქცევა“. ამასთან, მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანიამ საკუთარი პოლიტიკური სიმტკიცის გამოვლინება ვერ მოახერხა.

gerbebi_Page_6

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითონვე გადაიყვანა სამართლებრივი დავა პოლიტიკურ სიბრტყეშ

6-11-2014, 21:28  iverioni.com.ge    ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას “სახალხო პარტია” ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.     -”სახალხო პარტია ეხმაურება, ამ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ სახეზეა მცდელობა საზოგადოებაში მოხდეს ზოგადად დასავლური ფასეულობების და ქვეყნის საგარეო ვექტორის დისკრედიტაცია, ხოლო შიდა კოალიციური პრობლემების სახელმწიფოებრივ პრობლემად გადაქცევა, იდეის ან კურსის საკუთარ თავთან იდენტიფიცირება და ამ პროცესებში საზოგადოების ჩათრევა [...]

gerbebi_Page_6

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც საკუთრების ობიექტის გასხვისება დაშვებულია, მაგრამ ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით შემოღებულია გარკვეული შეზღუდვები. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ და საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეუზღუდავად, თავისუფლად შეძენის (მიღების) უფლება აქვთ მიწადმოქმედის სტატუსის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს. ყველა სხვა შემთხვევაში [...]

gerbebi_Page_6

სრულვყოთ კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“

პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., პროფესორი ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი სადღეისოდ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ფართო-მასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელება სოფლის მეურნეობის აღორძინე-ბის¬თვის, რა თქმა უნდა მისასალმებელია. მაგრამ, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს გარკვეული საშიშროება იმისა, რომ არასწორი კონცეპტუალური მიდგომების გამო, ამ მიზნით გაწეული ფინანსური დახმარების შედეგები იქნება დაბალი ქმედითუნარიანობის მქონე, ან სულაც უკუშედეგის მომტანი, [...]

gerbebi_Page_6

უანბანო სტრატეგია. გულწრფელი თუ მოჩვენებითი?

სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტი ჩვენ, ჯანსაღი და წელგამართული გლეხობა ვართ პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტ., სტუ პროფესორი ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი საქართველოს აგრარულ სფეროში შექმნილი კრიზისის დაძლევის აუცილებ¬ლობა ობიექტურად მოითხოვს საგანგებო ღონის¬ძიებების განხორციელებას, რისთვისაც მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის სისტემური განვითარების (რომელსაც თამამად შეიძ¬ლება ეწოდოს სოფლის გადარჩენის) სტრატეგია. ქვეყნის მრავალდარგოვანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადი და [...]

Powered by WordPress