საქართველოს სახალხო პარტია გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, სახეზეა ფაქიზ რელიგიურ გრძნობებზე თამაშის მცდელობა და ქვეყნის ცივილიზებული სამყაროს წინაშე შეუმდგარ და არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენისა, რომელთანაც პარტნიორობა შეუძლებელია.
Archive for February, 2014
სახალხო პარტიის პოზიცია საქართველოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზების შესახებ – 2009 წ
ვითარების შეფასება [...]
სახალხო პარტიის მიმართვა ქართული და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი – 2010 წ
2010 წ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება _ ეჭვმიტანილია და, ფაქტობრივად, მხილებულია იმაში, რომ იგი მართულია უცხო ძალების, სახელდობრ, რუსეთის მიერ, რის გამოც მისი პოლიტიკა უპირისპირდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, _ არალეგიტიმურია, სახელდობრ, ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ტოტალურად გაყალბებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, და _ [...]
ხელისფლება განაგრძობს ”ნაციონალური მოძრაობის” პრაქტიკას
NEWS.GE 25 თებერვალი “თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დაახლოებით 13.000 ადამიანი მუშაობს. მოხელეთა ეს რაოდენობა აშკარად ხელოვნურად არის გაზრდილი ფუნქციების დუბლირების, საარჩევნო სტაფისა და ერთგული პარტიული ფუნქციონერების დასაქმების ხარჯზე,” ამის შესახებ “სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
25 თებერვალი – საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება
NEWS.GE 25 თებერვალი “სახალხო პარტიის” ლიდერ მამუკა გიორგაძეს, მიაჩნია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება. მისი თქმით, ეს ოკუპაცია გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთს ფიზიკურად აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, არამედ, უფრო მეტად იმაში, რომ ის სახელმწიფოებრივი სისტემა და მენტალიტეტი, რაც მოიტანა ამ ოკუპაციამ, დღემდე უცვლელი [...]
(English) „სახალხო პარტია“ ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თარგმნისაკენ მოუწოდებს
„სახალხო პარტია“ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. „ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს სიმტკიცეს და ეჭვი არ გვეპარება, რომ მათი ბრძოლა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, წარმატებით დაგვირგვინდება.
გიორგაძე: „ქართული ოცნების“ მთავრი სლოგანი ამ არჩევნებში იქნება – „დავასაქმებთ მხოლოდ ჩვენიანებს!
NEWS.GE 21 თებერვალი 14:08 „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზოგიერთი მიმართულებით პროგრესისა, მმართველმა კოალიციამ უმეტესწილად ვერ გაამართლა ამომრჩეველთა მოლოდინები, ვერ შეძლო წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის დაძლევა და არათუ ვერ შეძლო ძველი სისტემის მანკიერი ზნე-ჩვეულებებისგან გათავისუფლება, არამედ, ზოგი მიმართულებით გადააჭარბა კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“. „ამის ნათელი გამოხატულებაა ქვეყნის ვ
გოგი ლორთქიფანიძე – „პოლიტიკურად აქტიურმა საზოგადოებამ თვითორგანიზება უნდა მოახერხოს“
NEWS.GE 21 თებერვალი „სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში არაერთგვაროვანი პოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი. „მიუხედავად შედარებითი პროგრესისა, „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე ვერ შეძლო წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარი მანკიერი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი; მთავარ ოპოზიციურ ძალად მონათლული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწინდებური ცინიზმითა და აგრესიით განაგრძო ქმედებას ძალაუფლების დასაბრუნებლად, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალები ვერ [...]
ეკლესიის რეიტინგი “ოცნებასაც” აშინებს
შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11/02/2014 ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ ვითარებას და იმ განცხადებებს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ფონზე საქართველოში ისმის? _ სოჭის ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზეა საქართველო თავისი ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხში. თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთს დასჭირდა ასეთი ღიმილისმომგვრელი საბაბების [...]
პასუხად “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” მემკვიდრეებს 19.12.2010
`ღმერთო მომეცი მე სიბრძნე და თავშეკავება, ოღონდ ახლა არა. ნეტარი ავგუსტინე გრძელდება ორგანიზებული და მართვადი დიდი გეგმის განხორციელება, რომელსაც საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ჰქვია. სწორედ ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთ ეპიზოდთან გვქონდა საქმე, როცა I არხის ეთერიდან (პროგრამა `დიალოგი) საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას ჰქონდა ადგილი, ინსტრუმენტად კი ამ საქმეში ნაცადი სახეები [...]