ეკლესიის რეიტინგი “ოცნებასაც” აშინებს

mamuka

შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 11/02/2014
ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.

_ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ ვითარებას და იმ განცხადებებს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ფონზე საქართველოში ისმის?
_ სოჭის ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზეა საქართველო თავისი ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხში. თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთს დასჭირდა ასეთი ღიმილისმომგვრელი საბაბების მოძებნა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობა არ გაეღიზიანებინა და მეორეს მხრივ, საკუთარ მოსახლეობაშიც სათქმელი ჰქონოდა, ღრუბლებით დაფარა საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ დაკარგული არაფერია. ზოგიერთი პოლიტიკოსის ნიჰილისტური დამოკიდებულება და ხელჩაქნეულობა უნდა აღიკვეთოს. გვაქვს იმედი, შესაძლებლობა სართაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, თუ ჩვენც გავაქტიურდებით და ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ, შედეგი ნამდვილად იქნება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთი მხრივ, თუნდაც ნაციონალები, უაზრო ისტერიკაში ვარდებიან, მეორე მხრივ, `ოცნების~ წარმომადგენლები – უაზრო დათმობების პოზიციას ამჟღავნებენ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ შემუშავებულიყო სწორი ფორმა ამ ურთიერთობებისა და ამ გზით შედეგის მიღწევა. ამ სწორი ფორმის გამომხატველი გახლავთ მისი უწმინდესობა და საქართველოს ეკლესია, რომელიც თბილად, მაგრამ პრინციპულად ელაპარაკება ყველა მხარეს და შესაბამისად, პრაქტიკულად დაიცვა საქართველოს ინტერესები ყველა პუნქტში. დაწყებული იქედან გამომდინარე, რომ საეკლესიო ტერიტორია არ შეზღუდულა საქართველოში, რუსეთი აღიარებს საეკლესიო მთლიანობას ქართული სახელმწიფოსი და დამთავრებული იმით, რომ ბევრ შემთხვევაში, იგივე პერევის მაგალითი და სხვ., და სამოქალაქო საკითხებშიც კი, უწმინდესის ყველა წინადადება იქნა გათვალისწინებული. ნუთუ, არ შეიძლება, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავსი მექანიზმები დაინერგოს? ვისწავლოთ პატრიარქისაგან, რომ ყველას ვესაუბროთ, ყველასთან გვქონდეს კონტაქტი, მაგრამ პრინციპების დათმობის გარეშე მკაფიო პოზიციით, მკაფიო დამოკიდებულებით. თუნდაც რამდენიმე წლის წინ, რუსეთში გამგზავრებამდე, 2011 წლის მოვლენებზე ვსაუბრობ, სინოდმა მიიღო დადგენილება, რომ 1801 წლიდან რა ქმედებებიც რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელდა, უკანონოდ გამოცხადებულიყო ანუ ეს გადაწყვეტილებები ცნობილიყო კანონგარეშედ და ა.შ. მიუხედავად მკვეთრი პოზიციისა, მის უწმინდესობას ადამიანური ურთიერთობის ის ეტიკეტი არ დაურღვევია, რომელიც არ აძლევს საშუალებას, ერთი მხრივ, რაიმე გაუბედონ, მეორე მხრივ, დაცულია საქართველოს ინტერესი. არ შეიძლება, რომ ეს ქართველ პოლიტიკოსებშიც დაინერგოს. არ შეიძლება, მტერს ვუთხრათ, რომ მტერია და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდე, რასაც აკეთებდა ნაცმოძრაობა. მეორე უკიდურესობა, ამ შემთხვევაში _ `ოცნება~, რომელიც ყველაფერზე უკან იხევს და რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის და შეურაცხყფის ფაქტებს ყველანაირად ამართლებს.
_ პირველი პირების მხრიდან, მათ შორის, პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
_ რატომ იყო ერთაერთი სწორი გადაწყვეტილება?! ან თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რატომ ვიღაცამ არ განმარტა სათანადოდ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა; რატომ არ შეიძლებოდა, უფრო მკვეთრი, მსოფლიოსთვის გასაგები პოზიციით მიგვეწოდებინა ეს ყოველივე; რატომ არ შეიძლებოდა, თუნდაც ოლიმპიურ სოფელში, რაღაც ჯგუფის საპროტესტო აქცია ყოფილიყო. სულაც არ იყოს სჭირო ეს ხელისუფლების სახელით გაკეთებულიყო. პროტესტი შესაძლებელია საზოგადოების სახელით ყოფილიყო გამოთქმული. ხომ შეიძლება რომ კონსესუსით, ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე მოვიფიქროთ, ეს ერთი მომენტი; და მეორე: რატომ იყო ეს უალტერნატივო გადაწყვეტილება? თან მეუბნები, რომ ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება. საჯარო დისკუსიაში განგვეხილა ყველა ვარიანტი, იგივე პასიური ბოიკოტი და აქტიური ბოიკოტი, ჩასვლის დროს რაღაც გარკვეული პროტესტები. თუ მარგველაშვილს თავის თავის იმედი აქვს, ჩავიდეს სოჭში და ჩაისცვას მაისური, წარწერით `რუსეთი ოკუპანტი~. რატომ არ შეიძლება ეს? თუ ეს შენ არ შეგიძლია, გარკვეულმა ჯგუფმა გააკეთოს, ოლიმპიურმა კომიტეტმა ან რომელიმე სპორცმენმა. მე შენ გეტყვი და ოქროს ცვენას ველოდებით სოჭის ოლომპიადიდან.
_ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთთან ქვეწოლის ტოლფასია. იგივე გაიმეორა საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატმა გოგა ხაჩიძემაც. ასეა?
_ უკვე ამაზრზენი ხდება ერთიდაიგივე ბუდუდან აფრენილი ორი ბარტყის უაზრო კამათი ერთმანეთთან. `ნაცები~ და `ოცნება~ უაზრო რადიკალიზმში ეცილებიან ერთმანეთს, სინამდვილეში ერთმანეთს აცოცხლებენ. მათ უნდათ, ქართული საზოგადოება გაყონ რადიკალურ დაპირისპირებულ ბანაკებად. რატომ, ხომ შეიძლება ყველამ ჩვენ-ჩვენი არგუმენტები დავდოთ და ჩვენი პოზიციები. იგივე თუნდაც ნაცმოძრაობა, რომელიც თავის აზრს ერთადერთ უაპელაციო ოპოზიციურ აზრად წარმოაჩენს, ეს ხომ ბოლშევიზმია. ეს არის ბოლშევიზმი, რომ ორივე მხარე პრაქტიკულად თავის ქმედებებში არაფრით განსხვავდება ბოლშევიზმისგან იმიტომ, რომ არ უშვებს ალტერნატივას. თუ აქამდე ქვეყანას ნაცმოძრაობა მარტო ანგრევდა, აღარ ეყო ნაცმოძრაობის რესურსი, ნდობა, ადამიანები ამ ანტიქართულ საქმეს და ახლა `ოცნება~ და ნაცმოძრაობა ერთობლივად ახორციელებენ ამ მიმზიდველ დრამატული სპექტაკლების მიღმა იგივე საქმიანობას, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ამის ნათელი მაგალითია, რომ ყველა სიტყვაზე კინკლაობენ. უაზრო სიტყვებზე ეკინკლავებიან ერთმანეთს ზეწოლაა თუ ქვეწოლა და ა.შ. მაგრამ უმთავრეს პრინციპულ საკითხში, ქვეყნის ინტერესების რეალური დამცველთან _ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ორივე კარგად ჭიკჭიკებს ერთიდაიმავე პოზიციაზე. სწორედ იგივე ივანიშვილის, ღარიბაშვილის, სააკაშვილის თუ სხების გამონათქვემები რატომღაც ეკლესიის საწინააღმდეგოდ ემთხევა ერთმანეთს; რატომღაც იმ ინსტიტუტის მიმართ ემთხვევა ერთმანეთს, რომელიც დღეს ყველაზე უფრო მეტად ფართოდ გაშლილად წარმოაჩენს ხალხის ნებას და საქართველოს ინტერესების დამცველს და იმ პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული ეს ერთობლივი ქმედებები და ერთიანობა, რომელიც არ ჯდება იმ სპეკტაკლში, რასაც `ოცნება~ და ნაცმოძრაობა გვთავაზობს. თუ ამ პარტიების იგნორირება ხდება, მათი რეიტინგის, მათი შესაძლებლობების გამო, ვერაფერს უხერხებენ მისი უწმინდესობის მაღალ ავტორიტეტს და ეკლესიის მდგომარეობას და ამიტომ ახლა მთელი ძალა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართეს. ე.ი. ყველაფერზე კამათობენ, გარდა ამ საკითხისა. ამ საკითხში ძირითადად ეთანხმებიან ერთმანეთს და ორივე მხარეს აღიზიანებს ეკლესიის მაღალი რეიტინგი და უწმინდესის ავტორიტეტი. აღარც მალავენ, გამოდიან და ამბობენ, ეკლესიას ყოველთვის ხომ არ ექნება ასეთი მაღალი რეიტინგი, მერე რას აპირებთო. ხომ ხედავთ, უკვე რა ღია ტექსტებით საუბრობენ ეს ადამიანები.
_ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კუთხით პატრიარქის მკვეთრი პოზიციის შემდეგ ხელისუფლებამ გარკვეულად უკან დაიხია. თქვენ ანტიქართული ნაბიჯები ახსენეთ. ამ ჭრილში განიხილება თვითმმართველობის რეფორმა? რა ნაწილში დაიხია ხელისუფლებამ უკან თუ საერთოდ დაიხია?
_ გარკვეულწილად უკან დაიხია ხელისუფლებამ, მათ შორის, ნაცმოძრაობამაც. ამ საკითხში ისინი ერთნი არიან ისევე, როგორც ყველა ანტიქართულ გეგმაში. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართული საზოგადოების ჯანსაღი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალიების და საზოგადოების წარმომადგენლების აზრი. ხელისუფლებამ ჩვენი პოზიციის იგნორირება მოახერხა, მაგრამ ვერაფერი უქნა ისეთ მძლავრ ინსტიტუტს, როგორიც საქართველოს ეკლესიაა და იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. სამართლებრივად საქართველოს დაშლის პრობლემა ამ ეტაპისთვის რომ არ არის ეს მისი უწმინდესობის უდიდესი დამსახურებაა. სამაგიეროდ, კანონპროექტის მიხედვით, არის ხვრელები, პოლიტიკურად მომზადებულ იქნას პროცესი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების საკითხი განახლდეს. ე.ი. ნაღმები კიდევ ჩაიდო. ისარგებლეს იმით, რომ უშუალოდ კანონპროექტის განხილვაში საპატრიაქრო მონაწილეობას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, მაინც დატოვეს ეს ნაღმები. დღეს საქართველოს დაშლისგან ეკლესიამ გადაგვარჩინა და მისი უწმინდესობის მკაფიო პოზიციამ. ასეთივეა მისი უწმინდესობის პოზიციები ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სხვა თემებზე წამოვიდა საუბარი და მიჩქმალეს ის ნაწილი, სადაც მისი უწმინდესობა ქართულ საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არ დამთავრებულა იდეოლოგიური ბრძოლა მარქსიზმ-ლენინიზმის და ათეიზმის კრახთან ერთად. დღეს ახალი გამოწვევებია, ახალი საბრძოლო ორიენტირებია. რატომღაც ამაზე ყურადღება არ გამახილდა, ისევე როგორც არ გამახვილდა მისი უწმინდესობის პოზიციაზე: ჩვენ ევროპელები ვართ, ევროპისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ პრინციპულად უნდა დავიცვალთ ქართველი ხალხის მართლმადილებლური ღირებულებები და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესი. რატომღაც არ გამახვილდა ამაზე ყურადღება და ჩვენ ამის მიზეზი ვიცით. უბრალოდ, ჯანსაღი დამოკიდებულება არც ხელისუფლებას აწყობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და არც ნაცმოძრაობას. მათ გეგმაზმიერად მიჰყავთ საქართველო უკრაინული ვარიანტისკენ, სადაც უკვე ლოგიკურად სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან რთული ხდება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ევროკავშითან პარაფირებული ხელშეკრულება ქართულად ნათარგმნიც კი არ არის. აშკარაა, რომ მოსახლეობას უმალავენ, რა წერია ამ დკუმენტში. იქნებ დავიწყოთ ამ დოკუმენტის გარშემო დიალოგი, თუ როგორც იანუკოვიჩმა ხელმოწერამდე ერთი კვირით ადრე განაცხადა პროტესტი და მერე გაახსენდა, თურმე რა საშიში მუხლები იყო ამ კანონპროექტში. მოდი, ეს კანონპროექტი ახლა შევისწავლოთ. ვნახოთ, რა წერია, რისი მიღებაა კარგი საქართველოსთვის და რისი მიღებისთვის არ ვართ დღეს მზად; ან რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ, ის, რაც ქართული ცნობიერების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გაგრძელდეს საუბარი, მოლაპარაკება ევროკავშირთან და ჩვენს ცივილიზაციურ პარტნიორ ევროპასთან ერთად არ ვიყოთ. ოლიმპადამაც დაადასტურა, რომ მხოლოდ ეს ცივილიზაცია იცავს საქართველოს მთლიანობას, მისი ტერიტორიების არაღიარებას. მაგრამ ხელისუფლებას ასეთი ჯანსაღი პროცესი არ აწყობს, რადგან ნაცმოძრაობასთან ერთად, აპირებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისკენ არ იქნება მიმართული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, დავუჯეროთ მის უწმინდესობას, რომელიც გვეუბნება, შევისწავლოთ ეს საკითხები, გავაანალიზოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რა დილემაც დღეს უკრაინაში დგას. ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნხდებით. ისეთ არჩევანს მივიღებთ, რომელიც ორივე შემთხვევაში საქართველოს დააზარალებს. ჯერ კიდევ გვაქვს დრო მოვემზადოთ და შეგნებული არჩევანი გავაკეთოთ.
_ რადგან პატრიარქზე ვსაუბრობთ, ექსპრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, ეკლესიას სიყვარულით ვაკრიტიკებო. უნდა ვიფიქროთ, რომ წლბის მანძილზე ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან გაგრძელდება?
_ გამორიცხულია, რომ ეკლესიის ან უწმინდესობის მხრიდან იყოს დაპირისპირება, მაგრამ ეს ვიღაცეებს არ ასვენებს. ანტიქართული ქმედებების განხორციელების გზაზე, ისინი სწორედ ეკლესიას ეჯახებიან, რადგან ეკლესია ამის საშუალებას არ იძლევა. საყდრისის მნიშვნელოვანი თემა, `ხუდონჰესი~, თვითმმართველობის ან ევროკავშირთან ხელშეკრულების განხილვის თემა და ბევრი სხვა თემები, ეს ის საკითხებია, რომელიც უნდათ მიჩქმალონ საკუთარი კერძო ინტერესების თუ სხვა სახელმწიფოებთან ვალდებულებითი ინტერესების გამო ხელისუფლებას და ნაცმოძრაობას უნდა გაატარონ და ეკლესია ამის საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამიტომ ფუნქციონალურად ეჯახებიან ეს ადამიანები ეკლესიას. ეკლესია დამცველი საქართველოს ინტერესებისა, როგორც გოდოლი, როგორც ძელქვა ქართული ინტერესებისა და ეს ძალები ასკდება ამ ძელქვას და მადლობა ღმერთს, რომ ასე მყარად დგას საქართველოს ეკლესია. მაგრამ არ ასვენებთ, პიროვნულ პლანში არ ასვენებს ზოგიერთ მათგანს რეიტინგის თვალსაზისით და რა ქნას მისმა უწმინდესობამ, მისი რეიტინგი 50 წლიანი ყოველდღიური მოღვაწეობის შედეგია. როგორც ჩანს, ეს არ ასვენებდა არც სააკაშვილს და არ ასვენებს არც ივანიშვილს იმიტომ, რომ როცა ვინმეს გაფეტიშებაზე იწყებ საუბარს, მაშინ, როდესაც შენ თვითონ, როგორც გურუ, ზიხარ და აკონტროლებ მთავრობას, პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს, ყოველ შემთხვეაში მისი მხრიდან მაინც არ შეიძლება გაფეტიშებაზე საუბარი. ეს ერთი მომენტი და მეორე, რომელზეც ყურდღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს. მისი უწმინდესობის, ეკლესიის მოღვაწეობა არის იქეთკენ მიმართული, რომ რაც შეიძლება ფართოდ იქნეს წარმოდგენილი საქართველოში თავისუფალი პიროვნებები. მათ შეეძლოთ სიტყვის თქმა. ხელისუფლება მერკანტილური გარიგებების გზით მიდის. კოაბიტაცია გრძელდება უფრო დიდი მასშტაბით. ამ ვითარებაში ეკლესიის პოზიცია მათთვის მიუღებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: თუნდაც ისეთ სფეროში, როგორიც არის საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან. მათ შეუძლიათ იგნორირება გაუკეთონ ქართველი ხალხის, ამათუ იმ დამოუკიდებელი ჯფუფის პოზიციას, მაგრამ იგნორირებას ვერ უკეთებენ მისი უწმინდესობის პოზიციას. აი, ეს დამოკიდებულება უწმინდესის მიმართ, ალბათ გარკვეულწილად პასუხია სწორედ იმაზე, რომ თავისი პოზიციით, თუნდაც ევროკავშირთან დაკავშირებით, პატრიარქმა მისდაუნებურად, ამათი, არცთუ საქართველოს მიმართ კეთილისმყოფელი აზრები ბუნებრივად ამხილა. ეს არის პასუხი იმაზე, როგორ შეაცვლევინა აზრი ხელისუფლებას თუნდაც რეგიონალიზმთან დაკავშირებით. აი, ეს ინტერესებია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ბრძოლას და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. აქ ქართულმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress