(English) „სახალხო პარტია“ ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თარგმნისაკენ მოუწოდებს

 

„სახალხო პარტია“ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

„ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს სიმტკიცეს და ეჭვი არ გვეპარება, რომ მათი ბრძოლა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, წარმატებით დაგვირგვინდება.

ამ დაპირისპირების მიზეზი გახდა, რუსეთის აშკარა ზეწოლის გამო, უკრაინის ხელისუფლების უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც მოტივირებული იყო იმით, რომ ეს ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა უკრაინის ეკონომიკურ ინტერესებს.

ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება, მოახდინოს ანალოგიური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზეც. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების არაერთგზის განცხადებისა, რომ ის მზად არის, გაუძლოს ყოველგვარ შემოტევას, მისი არაერთგავროვანი ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება არ, ან ვერ დგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მოსალოდნელ საფრთხეებს“, – აცხადებენ პარტიაში.

„სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ენაზე გადათარგმნოს, რათა იგი საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი გახდეს.

„ის მუხლები, რომლებიც საქართველოსთვის საკეთილდღეოა, მივიღოთ, ხოლო ის მუხლები, რომლებიც კამათს იწვევს, ვიკამათოთ, მათ შორის, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შეიძლება, აღმოჩნეს ისეთი პუნქტები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. ან, ყოველ შემთხვევაში, ცოტა მოგვიანებით უნდა მივიღოთ, როცა საქართველო მზად იქნება ამ მუხლების ცხოვრებაში რეალიზებისთვის.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს მსჯელობა და დისკუსია იქნება გარანტია საქართველოს მიერ შეგნებული ევროპული არჩევანის შესახებ დიდი კონსენსუსისა საზოგადოებაში და ჩვენი არაკეთილმოსურნეების ყოველგვარი მცდელობა, დაძაბონ სიტუაცია საქართველოში, ფუჭი გამოდგება“, – აღნიშნავენ პარტიის წევრები.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress