”სახალხო პარტიის” განცხადება დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან და არც ერთი მონაწილე კანდიდატისგან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორისა.
Archive for September 1st, 2013
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით
“აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი”
წმიდა ილია მართალი(ჭავჭავაძე) სათაური “საპარიარქოს უწყებანის” რედაქციისა # 10 4-11.04.2007 IX ტომი ოც ტომად ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობროიბისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა, დიდი და პატარა ღაღადებს: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა [...]
სპ. კედია – იმედის საფუძვლები
სპ. კედია საქართველოს გუშაგი # 2 ეს მეთორმეტე ახალი წელიწადია. თერთმეტი მისი წინაპარი შავი და ულმობელი იყო ქართველი ხალხისათვის. მტარვალის მძვინვარებამ საზღვარი არ დაიდო _ მთელი საქართველო გააგოლგოთა. არც სული დაუტევა უწამებელი, არც ხორცი, არც კერა დაუნარჩუნა წაუბილწავი, არც ეკლესია. არც ზნეობა დაინო, არც ტრადიცია; მამაპაპეული მიწა-წყალიც არ დაზოგა: მისი ერთი ნაჭერი გაასაჩუქრა; დანარჩენზე უცხო [...]
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ემსახურება
ახალი თაობა 1.03.2007 რატომ ჩავაბარეთ მთელი ეკონომიკა რუსეთს რატომ ჩავაბარეთ მთელი ენერგეტიკა რუსეთს? შორენა კოკორაშვილი – ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან _ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად აფხაზეთში დაძაბულობამ იმატა. როგორ ფიქრობთ, ბაღაფშისა და ხაჯიმბას მომხრეებს შორის დაპირისპირება სადამდის მიაღწევს? _ არ გამოვრიცხავ, დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდოს, მაგრამ ეს იქნება ლოკალური ბრძოლა. არავისთვის გასაკვირი არ არის აფხაზეთის ხელისუფლების კონტროლი. [...]
კოკოითი ამ ხელისუფლების საქმეს აკეთებს 2007
ახალი თაობა 25.07.2007 საქართველოს დაშლა ოფიციალურად დაიწყო შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, კოკოითის ბოლო მუქარის ტონს როგორ შეაფასებდით და საერთოდ, იმ პროცესებს, რომლებიც ამ რეგიონთან დაკავშირებით ვითარდება? _ კოკოითის ტონი და მოქმედებები, გამონათქვამები, არანაირად არ არის საინტერესო სერიოზული პოლიტიკისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კოკოითი არც არასდროს წარმოადგენდა რაიმე მნიშვნელოვან [...]
დავით გარეჯის სამხედრო წვრთნები (სკანდალი) 2011
ყოველკვირეული ჟურნალი გუმბათი #13 28.03-3.04.2011 დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო წრთვნები დაიწყეს დავით გარეჯის სამხედრო წვრთნები (სკანდალი) შორენა კოწოწაშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება. ორიოდე კვირის წინ გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი, სადაც ნიკა ვაჩეიშვილი გარეჯელი ბერების საქმიანობით პროკურატურის დაინტერესებაზე საუბრობდა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საქართველოს [...]