gerbebi_Page_6

“პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს პარტიები ფინანსდებიან აბსოლუტურად მიუღებელია”

  • 03 ივნისი 18:11  news.ge

სახალხო პარტია ეხმიანება დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის” პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელფასო დეკლარაციების შესახებ.

“ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის და კანონის შესაბამისად ახდენდეს პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას, მაგრამ თვითონ პრინციპი, რის მიხედვითაც დღეს ფინანსდებიან პარტიები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. მათმა უმრავლესობამ ეს პრივილეგია დაუმსახურებლად და რაც მთავარია სხვისი პოლიტიკური ინტერესების მომსახურებაში, რომელიც ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული და არა საკუთარი შრომის და ბრძოლის ფასად მოიპოვეს. ვრცლად »

gogi

გოგი ლორთქიფანიძე – “სახალხო პარტიის” საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა გახშირდა

interpressnews.ge            12:24 31-05-2014

“სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, გოგი ლორთქიფანიძის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით , სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და მათ შორის, “სახალხო პარტიის” საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა გახშირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს. ვრცლად »

gogi

ახალი ხელისუფალი კატასტროფული სისწრაფით ემსგავსება ძველს

  • 31 მაისი 12:18   news.ge

“სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე, ბოლო დროს, პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა ზეწოლა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების და მათ შორის „სახალხო პარტიის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე, ძალოვანი სტრუქტურების, ოცნების საპარლამენო დეპუტაციის და აქტივისტების მხრიდან, რათა მათ დაწერონ განცხადება და უარი თქვან არჩევნებში შემდგომ მონაწილეობაზე, რაც ავტომატურად იწვევს ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში პარტიული სიის გაუქმებას. ვრცლად »

ალეკო ყიფიანი ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით გამოდის

interpressnews.ge               13:28 30-05-2014

“სახალხო პარტიის” საბურთალოს (ვეძისის საარჩევნო ოლქი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალეკო ყიფიანის განცხადებით , ახალი მოწვევის საკრებულო თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით უნდა გამოვიდეს.  ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” ხელისუფლებას სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს

interpressnews.ge            15:03 29-05-2014

დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკის გაგრძელებაა, – ასე ეხმაურება “სახალხო პარტია” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს.  ვრცლად »

gerbebi_Page_6

საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებოკუპირებული ქვეყანა ვართ

  • 29 მაისი 13:41 NEWS.GE

”სახალხო პარტია” 26 მაისს საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს ეხმაურება.

როგორც “სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში მთავრობის მხრიდან სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნა საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია.

“სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნაში აგრძელებს წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკას – საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებ-ოკუპირებული ქვეყანა ვართ; ვრცლად »

SONY DSC

პრეზიდენტს თუ გააბლატავებენ, პლასტელინია და გაბლატავებული ივლის, თუ დააჩმორებენ – დაჩმორებული

15 კითხვა

13:18 19.05.2014 NEWSPRESS.GE

რუბრიკა ”15 კითხვის” სტუმარია ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე: 

- ბატონო მამუკა, რა გეგმები აქვს ”სახალხო პარტიას” თვითმმართველობის არჩევნებზე?
- სამწუხაროდ, საქართველოში დღეს თვითმმართველობის ჩამოყალიბება არ მიმდინარეობს. პრაქტიკულად ამოვარდნილია ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი – სოფელი. რატომღაც მიაჩნიათ, რომ სოფელი არის ადგილი, სადაც შეიძლება მხოლოდ მეურნეობა განვითარდეს და მას როგორც ინსტიტუტს, საზოგადოებრივ წარმონაქმნს თავისი ტრადიციებით, წარსულით, მომავლით, არ აღიქვამენ. სოფელი იგნორირებულია. მეორე საკითხია ის, რომ ფაქტობრივად, ბოლომდე არც კი ვიცით რას ვირჩევთ: კანონში საკრებულოების, ხოლო ბიულეტინში – თვითმმართველი თემის არჩევნები წერია. ეს ერთი შეხედვით ვიღაცას შეიძლება უმნიშვნელო საკითხად ან დეფინიციის აღრევად მოეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში ასე არაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ, რომ უნდათ დღევანდელი საკრებულოები, ვრცლად »

რისთვის გარბის პუტინი ჩინეთში?

არც ჩინურ-რუსული ურთიერთობების ისტორია ჩინეთის გასაბჭოებიდან (1949 წ.) დღემდე, არც მისი განმსაზღვრელი ფაქტორები და არც მისი მომავლის პროგნოზი უცნობი არ არის. 1952 წელს სტალინმა მილიონი ჩინელი `მოხალისის~ მონაწილეობით წააგო კორეის ომი, მაგრამ აგრძელებდა მას იმის გამო, რომ იცოდა: როგორც კი შეწყდება სსრკ-ჩინეთის ერთობლივი `ცხელი~ კონფლიქტი დასავლეთთან, თავს იჩენენ ღრმა დაპირისპირებები სსრკ-სა და ჩინეთს შორის. ასეც მოხდა. სტალინი მოკლეს, კორეაში ხელი მოაწერეს მშვიდობას ამერიკული მხარის პირობებით, ჩინეთს სსრკ-მ დაუთმო ფაქტობრივად დაკავებული მისი სტრატეგიული პოზიციები _ პორტ-არტური და დალნი. 1955 წლიდან უკვე შედარებით ფართოდ ცნობილი ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” მოსახლეობას “აფხაზეთობას” ულოცავს

23-05-2014

“სახალხო პარტია” საზოგადოებას “აფხაზეთობას” ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშიებით “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს , რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “გასულ წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, 23 მაისი – სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედაც გამოცხადდა. ვრცლად »

“სახალხო პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატი სასწავლო პროცესის შეწყვეტას ითხოვს

 23-05-2014

“სახალხო პარტიის” მიერ წარდგენილი უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ექიმი გოგი ფესვიანიძე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს.  ვრცლად »

Powered by WordPress