რისთვის გარბის პუტინი ჩინეთში?

არც ჩინურ-რუსული ურთიერთობების ისტორია ჩინეთის გასაბჭოებიდან (1949 წ.) დღემდე, არც მისი განმსაზღვრელი ფაქტორები და არც მისი მომავლის პროგნოზი უცნობი არ არის. 1952 წელს სტალინმა მილიონი ჩინელი `მოხალისის~ მონაწილეობით წააგო კორეის ომი, მაგრამ აგრძელებდა მას იმის გამო, რომ იცოდა: როგორც კი შეწყდება სსრკ-ჩინეთის ერთობლივი `ცხელი~ კონფლიქტი დასავლეთთან, თავს იჩენენ ღრმა დაპირისპირებები სსრკ-სა და ჩინეთს შორის. ასეც მოხდა. სტალინი მოკლეს, კორეაში ხელი მოაწერეს მშვიდობას ამერიკული მხარის პირობებით, ჩინეთს სსრკ-მ დაუთმო ფაქტობრივად დაკავებული მისი სტრატეგიული პოზიციები _ პორტ-არტური და დალნი. 1955 წლიდან უკვე შედარებით ფართოდ ცნობილი გახდა ჩინეთის `შეტევითი~ პოზიციების გააქტიურება სსრკ-ს მიმართ _ პირველ ხანებში, `იდეოლოგიურ~ თემებზე. `ცივი ომის~ წლებში სსრკ-სა და ჩინეთს შორის, გარეგნული უპირობო კომუნისტური სოლიდარობის ფონზე, `მუშაობდა~ ჩუმი მეტოქეობის ფაქტორი. მუნჯი კითხვა იყო: ვის ჩათვლის დასავლეთი თავის პოტენციურ შესაძლო მოკავშირედ ვის წინააღმდეგ _ სსრკ-ს ჩინეთის წინააღმდეგ თუ, პირიქით, ჩინეთს სსრკ-ს წინააღმდეგ? ჩინეთის აქტიური შეტევითი ტაქტიკა კუნძულ დამანსკისთან დაკავშირებით, რომელშიც დიდი სისხლი დაიღვარა, შემდეგში (და, სათანადო წრეებში, ალბათ მაშინაც) ინტერპრეტირებული იქნა, რო¬გორც ჩინეთის მხრიდან დასავლეთისათვის იმის მინიშნება, რომ იგი რუსეთთან სამა¬რადისოდ გადაბმული ურყევი მოკავშირე არ არის, არამედ მასთან კონფლიქტ¬ზე წამსვლელიცაა. მართლაც, ამის შემდეგ დაიწყო აშშ-სა და ჩინეთს შორის აღარარსებული ურთიერთობების თანდათანობითი გაცოცხლების პროცესი. რუსე¬თის ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ტენდენცია _ რომ დასავ¬ლე¬თის მიერ განი-ხილებოდეს, როგორც მისი სულისკვეთებისა და ზოგადცივი¬ლი¬ზაციური ზრახ¬ვე-ბის მოზიარე აზიის კონტინენტზე _ ათწლეულთა მანძილზე თვალ¬სა¬ჩინო იყო და არის. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი წინააღ¬მდე¬გი არ არის, გარკვეული აზრით, თამაშობდეს მზარდი ჩინური ძალის საპირ¬წო¬ნის როლს დასავ¬ლე¬თის კონსერვატიული ინტერესების შესაბამისად. სხვა სიტყვე¬ბით: მას შემდეგ, რაც სსრკ-მა წააგო ორმოცწლიანი ცივი ომი დასავლეთის წინა¬აღ¬მდეგ, მისი ნომრით მეორე გეოსტრატეგიული ოცნება არის ის, რომ დასავლეთს მიეტმასნოს მოკავშირედ ჩინეთის წინააღმდეგ, ანუ: რუსეთი ცდილობს იმისვე მინიშნებას დასავლეთისთვის, რაც მას კუნძულ დამანსკის ეპიზოდით ჩინეთმა მიანიშნა რამდენიმე ათეული წლის წინ, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.

მაგრამ რომელია ორივე ამ კომუნისტური ზესახელმწიფოს _ რუსეთისა და ჩინეთის _ ოცნება ნომერი პირველი, რომელიც, იგულისხმება, მათ ურთიერთობაში გაბატონდება, თუკი მისი რეალიზაციის იმედი გაუჩნდებათ? ესაა ძველთაძველი, ტრადიციული და ფუნდამენტური მიზანი: `ერთობლივი ძალით მოვუგოთ ზეგან¬ვი¬თა¬რებულ დემოკრატიულ დასავლეთს, მოვიგოთ (სისხლიანი ან უსისხლო) მსოფ¬ლიო ომი _ წავართვათ მას ბატონობა დედამიწაზე, რომელიც მას დღეს აქვს~. რო¬გორც კი რუსეთის და ჩინეთის გულში ამ იმედის ნაპერწკალი გაკრთება, მა¬ში¬ნათ¬ვე დავიწყებას მიეცემა მათი ყველა სხვა რაგინდარა მწვავე წინააღმდე¬გო¬ბები ერთმანეთს შორის, ისინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთერთგულ მოკავ¬ში¬რე¬ებად იქცევიან. ამით არის განპირობებული, სხვათა შორის ის თითქოსდა პარა¬დოქ¬¬სა¬ლუ¬რი (უცნაური) ფაქტიც, რომ რუსი საზოგადოებრიობა უემოციოდ შესცქე¬რის ჩი¬ნე¬ლების მიერ რუსული შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის დემოგ¬რა¬ფი¬ული ათვისების საკმაოდ სწრაფ პროცესს. ჩინელები რუსებს, ასე თუ ისე, თავისიანებად მიაჩნიათ სწორედ იმიტომ _ და მხოლოდ იმიტომ, _ რომ მათში ხე¬და¬ვენ პოტენ¬ცი¬ურ თანამებრძოლებს ჭეშმარიტად საძულველ მოწინააღმდეგესთან _ დასავლეთთან _ მიმართებაში.
ბუნებრივად ჩნდება აზრი: ხომ არ არის რუსეთის დღევანდელი დიქტატორის, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ ადრეული წლების ჰიტლერთან შედა-რებუ¬¬ლი¬¬სა და `პუტლერად~ წოდებულის, `გადაორიენტირება~ დასავლეთიდან აღ-მო¬¬სავ¬ლე¬¬თისაკენ (სახელდობრ, მისი `სარეკორდოდ ნაყოფიერი~ ვიზიტი ჩინეთ¬ში) იმის ნიშანი, რომ რუსეთისა და ჩინეთის გულში ზემოხსენებული იმედის ნაპერწ-კა¬ლი გაცოცხლდა? ანუ: ხომ არ მოვიდა ის დრო, რომ ჩინეთის ეკონომიკის რამ-დე¬ნიმე ათწლეუწლის მანძილზე მიმდინარე სწრაფმა ზრდამ (10% და ზემოთ), რუსეთის ჯიბეში მუქთა `ნავ¬თობდოლარებისა~ და `გაზდოლარების~ გაჩენამ ე.წ. `აღმო¬სავლეთის ბანაკს~, ფუ¬ტუ¬რო `ევრაზიული კავშირის~ ფორმით ზედაპირულად ურთიერთშეწებებულს, სა¬შუა¬ლება მისცა დასავლეთს შეეტოქოს? ამ კითხვის პასუ¬ხია `არა~ იმ უბრალო მი¬ზე¬ზით, რომ პუტინის ამ სვლას სხვა სავსებით საკმარისი ახსნაც აქვს: რუსეთის აგ¬რესიული პოზიციის შედეგად ეს სახელმწიფო იზოლაცი¬ა¬ში მოდის დასავლეთ¬თან და ეს იზოლაცია დროში სტაბილურად მზარდი ჩანს. პუტინი, მსოფლიოს თვალწინ, დასავლეთისთვის თითქოსდა `გამომწვევ~ დემონს¬ტ¬რა¬ტიულ ნაბიჯებს დგამს (ფაქტობრივად _ მხოლოდ თავისივე, რუსი მოქალაქის თვალში. დასავლეთი ამით არ ტყუვდება). `სანქციების~ შიშს არ იმჩნევს და ნახევ¬რად ხუმრობით იკ¬ვეხ¬ნის `ნატოს დავახრჩობთო~, მაგრამ მთავარ აგრესიულ ნაბიჯზე _ უკრაინაში ჯა¬რის შეყვანაზე _ ვერ მიდის (ოპტიმალური მომენტი უკვე გააცდინა). ვერც წავა. რუ-სეთისა და ჩინეთის ერთობლივი საბრძოლო პოტენციალი პუტინის ჩინეთში ჩასვ¬-ლით და ხელშეკრულების დადებით არ იზრდება და ვერც გაიზრდება. მთა¬ვა¬რი ფაქტორი ერთია და მუდმივია: ურთიერთობების გამწვავება დასავლეთსა და აღ¬-მოსავლეთს შორის ერთი მხარისათვის _ რუსეთისა და ჩინე¬თი¬სათვის _ არის მხო¬¬ლოდ ყოველმხრივი დაძაბვისა და გადაძაბვის ფაქტორი, მეორი¬სათ¬ვის კი, და¬სავ¬ლეთისთვის იგი არის საბრძოლო თვითმობილიზაციის, ანუ სტრატეგიულ მიზნებზე საკუთარი პოტენციალის გადაორიენტირების ფაქტორი, სხვა სიტყვით _ ინდუსტრიული და სამეცნიერო-კვლევითი ბუმის ფაქტორი. რეალური და საქმიანი სამსჯელო რუსეთსა და ჩინეთს შორის სადღეისოდ არის რუსული ენერგომატა-რებლების ჩინეთისთვის მიყიდვის დაწესებული ფასის თემა. მაგრამ ამ თემაზე ახალი გადაწყვეტილებებისთვის რაიმე საკვანძო თარიღი არ დამდგარა (აქამდელ ხელშეკრულებას ჯერ ვადა არ გაჰსვლია). ამგვარად, პუტი¬ნის ვიზიტი თავის ჯერ კიდევ ეჭვს ქვეშ მყოფ მოკავ¬შირესთან, ჯერჯერობით, პირწმინდა პროპაგანდისტულ ბლეფად რჩება.
ამ ძალიან ვრცელ თემას აქ ვერ გავაგრძელებთ. არსებითი, რაც უნდა იცოდეს ქართველმა საზოგადოებამაც და რუსული პოზიციების სოკოებივით მომრავ¬ლე¬ბულ¬მა პროპაგანდისტებმაც, ის გახლავთ, რომ მითი `რუსეთი თავისი რესურსები¬თურთ `თვითკმარია~ და იზოლაციისა არ ეშინიაო~, ძალიან ზერელე ბლე¬ფია. რუსეთს მსოფლიო სასიცოცხლოდ სჭირდება, პირველ ყოვლისა, როგორც მზარდი ტექნოლოგიების წყარო. მეორეც, ენერგოდოლარებმა რუსეთი მდიდარ სახელმწი¬ფოდ არც გახადეს და ვერც გახდიან: სიმდიდრე, სტრატეგიული თვალ¬საზრისით, დღეს სხვა არა არის რა თუ არ მაღალი კვალიფიკაციის მშრომელი ძალის (ინტე¬ლექ¬ტუალურის ჩათვლით) დიდი მასა.
ჩვენი ქვეყნისათვის რეალური საშიშროება დღეს რუსულ-ჩინური ალიანსის გაცოცხლება-განვითარებაში კი არ ძევს (რომე¬ლიც ვერ შედგება), არამედ სხვაგან. თავის მთავარ ფრონტებზე (მსოფლიო პლუს, დღესდღეობით, უკრაინა) წარმატების არანაირი შანსის არმქონე პუტინი დიდი ალბათობით არის წამსვლელი ავანტუ¬რა¬ზე საქართველოში, სადაც მას უნიკალუ¬რად მრავალრიცხოვანი მმართვე¬ლი აგენ¬ტუ¬რა ჰყავს. რუსეთის ამასწინანდელი `ინფორმაცია~, რომ პანკისის ხეობაში თავ¬მოყ¬რილია სირიიდან წამოსული 87 ისლამისტი მებრძოლი, რომელთაც თითქოს ჩეჩნეთში გადასვლა უნდათ, არის საქართველოზე დარტყმის პროპაგანდული მომ¬ზა¬დება. შევახსენებთ საზოგადოებას: რუსეთის საზღვარი პანკისის მონაკვეთზე (და ბევრად უფრო ფართოდაც) გაუვალია. სააკაშვილის მმართველობის დროს რომ იქით ვიღაცა (არ ვიცი ვინ. ამას ხაზს ვუსვამ) ოც კაცამდე რაზმის `გადასვლას~ გეგმავდა, ეს იყო რუსული პროვოკაცია შემდეგი გეგმით: ისინი ამ ოცთაგან, ვინც შეთქმულების მო¬ნა¬წილე არ არის, ადგილზე განადგურდებიან. ისინი, ვინც შეთ-ქმუ¬ლების მონა¬წი¬ლენი არიან, ანუ გეგმის კურსში არიან, ჩაჰბარდებიან რუ¬სებს და `იჭიკ¬ჭიკებენ~ რუსეთის მიერ დაწერილი ნოტებით. სახელდობრ, მათი `მოწმობა~ იქნება: `ქართ¬ვე¬ლებმა და მათმა დასავლელმა მეგობრებმა მოგვამზადეს და რუ¬სეთ¬ში სატეროროდ გამო¬გ¬ვიშვეს~. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მასობრივი დარტყ¬მა საქართველოზე ტრადიციული გზებით, დესანტით და ყადორის უღელ¬ტე¬ხილით.
ამიტომ: ვიყოთ ფრთხილად! ბატონო მგეგმავებო, ქართველების ჩათვლით _ იცო¬დეთ, რომ გხედავთ!

ნოდარ ნათაძე
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და
უშიშროების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე
22 მაისი 2014 წ.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress