interpressnews.ge 13:28 30-05-2014
“სახალხო პარტიის” საბურთალოს (ვეძისის საარჩევნო ოლქი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალეკო ყიფიანის განცხადებით , ახალი მოწვევის საკრებულო თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით უნდა გამოვიდეს.
ყიფიანის თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთების იურიდიულ მფლობელად საქართველოს საპატრიარქო უნდა გამოცხადდეს.
“დღეს საკმაოდ ბუნდოვანია თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების იურიდიული სტატუსი. ახალი მოწვევის თბილისის საკრებულომ უნდა აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე და მოახერხოს ის, რომ თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების მართლზომიერ მფლობელობაში – სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე მოხდეს საკუთრების უფლების აღიარება და აღნიშნული მიწის ნაკვეთების იურიდიულ მფლობელად გამოცხადეს საქართველოს საპატრიარქო”, – აცხადებს ალეკო ყიფიანი.