jibuti

ხალხმა თავის გადასარჩენად საკუთარი მიწა-წყალი მიატოვა

ინტერვიუ პროფესორ მიხეილ ჯიბუტთან

ბატონო მიხეილ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემოვიდა – დაუმუშავებელ მიწებზე სანქციების დაწესების თაობაზე, როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივას?

“დავიწყოთ იქიდან, რომ თავად სასჯელებით საქმის გაკეთების პრინციპი ამორალურია მაშინ, როცა ქვეყანაში გარდამავალი ეტაპი არ დასრულებულა. ეს საკითხი ყოვლად გაუმართლებელია, რადგან თავად მიწის რეფორმა დაუმთავრებელია და არ არსებობს კოდექსი, სრულფასოვანი კანონმდებლობა ქვეყანაში.   სანქციების შემოღებას თუ ხელშეკრულებითი ხასიათი არ აქვს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაუკუღმართებულ მიზნებს შეიცავს.  როდესაც ხელშეკრულება იდება, მაშინ შეიძლება რომ ამა თუ იმ პირს, არ შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლო, ანუ ჯარიმა დაეკისროს. ვრცლად »

SONY DSC

რატომ არის ქართველისთვის ტირანიაში ცხოვრება კომფორტული და რატომ გვირჩევნია თავისუფლებას ძლიერი პატრონის ყოლა, მამუკა გიორგაძის აზრით

2015-01-19 “თბილისელები” 
ნინო წულუკიძე 

ეროვნება – ქართველი.

საცხოვრებელი ადგილი – თბილისი.

პროფესია – ინჟინერ-მშენებელი (ჰიდროტექნიკოსი).

მთავარი პროფესია – პოლიტიკა.

ოჯახი: ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

მამუკა გიორგაძე: საქართველო და ქართველები ვართ კაცობრიობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. განსაკუთრებულობა არ ნიშნავს ვინმეზე კარგი იყო ან ცუდი. საქართველო არის ტერიტორია, რომელიც უფალმა ქართველებს მოგვცა და პირველყოფილობიდან დღემდე მივიყვანეთ. შევქმენით კულტურა, რომელიც შეესაბამებოდა ჩვენს ცივილიზაციას; გვაქვს სპეციფიკური, ჩვენთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები, ტრადიციები და შეხედულებები, რომლებითაც ვავსებთ სამყაროს მთლიანობას. მრავალ ათას ერს შორის ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ერი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო და ასეთი ბევრი არ არის – გაეროს მონაცემებით, სულ რაღაც ორასის ფარგლებშია და მათ შორის ვართ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს შემქმნელი ერი. მსოფლიოში სულ თოთხმეტი ანბანია და ამ თოთხმეტს შორის ერთი ქართულიც გახლავთ. მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში შევიტანეთ კულტურის სერიოზული ძეგლები… ზოგადად, ერი არ იზომება იმით, თუ რა სიდიდის ტერიტორია უკავია მას ან რამხელა ჯარის გამოყვანა შეუძლია ბრძოლისას; არც რიცხობრივი რაოდენობაა მნიშვნელოვანი. ერის სიდიდე იზომება თავისი შენატანებით მსოფლიო ცივილიზაციაში და ამ მხრივ საამაყო ნამდვილად გვაქვს. მეტსაც გეტყვით, კოსმოსშიც არსებობს „ქართული ნაკვალევი“ – „ჩაკრულოა“ კოსმოსში გაგზავნილი. ყველაფერ ამისგან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურენტუნარიანი და კაცობრიობისთვის საჭირო ერი ვართ – კაცობრიობას უკვე მივეცით ბევრი რამ და, ცოტა ფეხზე რომ დავდგებით, კიდევ უფრო საინტერესო გავხდებით მისთვის – ამისი იმედი მაქვს.

– რაში ვჭირდებით კაცობრიობას და რით შეიძლება ვიყოთ მისთვის საინტერესო? ვრცლად »

kedia

სპირიდონ კედია – სიტყვა დამფუძნებელ კრებაში 1919 21 03

(სახალხო პარტია – გაკვეთილი ასწლიანი ისტორიით, ვიცით შედეგები, შევადაროთ თანამედროვე რეალობას და ახლა მაინც გავაკეთოთ სწორი დასკვნა)

`დამფუძნებელი კრების წევრნო! არასოდეს ასეთის სიმკაცრით არ გამოთქმულა წინააღმდეგობა სინამდვილესა და იდეოლოგიას შორის. ის გარემოება, რომ ჩვენ დამფუძნებელ კრებაში 127 მეტი სოციალისტი ზის, ხოლო სინამდვილე ძალას გვატანს სახელმწიფოს აღსაგებად საღი ბურჟუაზიული საფუძვლები და მეთოდი ვიხმაროთ, _ ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ სურვილი და დიდი რწმენაც უძლურია სოციალიზმის დასამყარებლად და სინამდვილის გარდასაქმნელად. ეს გარემოება თანაც გვეუბნება, რომ საჭიროა გადავხედოთ წარსულ გზასა და მოქმედებას. ამ წარსულის გადახედვა და გადასინჯვა ქართველმა ხალხმა თქვენ დაგავალათ ბ.ბ. დამფუძნებელი კრების წევრნო. ვრცლად »

gerbebi_Page_6

სოზარ სუბარმა მარიკა ბაღდავაძეს სამსახურის დატოვებაში ხუთასი დოლარი შესთავაზა – 2006.03.27

თბილისელები #13 2006, 27 მარტი _ 2 აპრილი

ეროვნულმა მოძრაობამ არაერთი ადამიანის პორტრეტი ჩამოაყალიბა. მარიკა ბაღდავაძეც ერთ-ერთი მათგანია. პროკლამაციებს ღამით აკრავდა, რადგან თავისუფლება სწყუროდა. ციხეზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუმცა იქ საკუთარი სურვილით წავიდა, რადგან ცხოვრება გამოცდა იყო, ბრძოლა კი _ არჩევანი და კიდევ ტიციანი… ყველაზე მწარედ მაინც 9 აპრილი ახსოვს, რადგან ფეხმძიმედ იყო და მოწამვლის შემდეგ ბავშვი დაიღუპა. ორი წლის შვილიც მოეწამლა, ხოლო დეიდა, ზაირა კიკვიძე, დაეღუპა. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კი მისი ღვაწლი ხუთას დოლარად შეაფასა და სამსახურიც დაატოვებინა. ოთხი შვილის დედა, მარიკა ბაღდავაძე, დღეს ლოგინს არის მიჯაჭვული. ციხეში გატარებულ ახალგაზრდობის წლებზე გული სწყდება, რადგა ყველასგან დავიწყებულად გრძნობს თავს. თუმცა ამბობს, რომ წარსულში არაფერს შეცვლიდა. იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ციხის მკაცრ რეალობაში, სადაც ძილის უფლებაც კი არ ჰქონდა და სადაც ყოველი დღე ტყუპებივით ჰგავდა ერთმანეთს, ქალბატონ მარიკას გავესაუბრეთ.

_ ქალბატონო მარიკა, თქვენი პატიმრობა ეროვნულ მოძრაობას უკავშირდება. გაიხსენეთ, როგორ ჩაებით ამ პროცესებში და, საერთოდ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ვრცლად »

SONY DSC

`ხელისულება ნაცმოძრაობის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს – 2 აგვისტო 2014

ახალი თაობა 2014, 2 _ 3 აგვისტო, #181 /გულიკო ბალაძე/

სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მომხრე საზოგადოების ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ უფრო ადრე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, ზოგი ამბობს, ადრე რომ აღძრულიყო სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, შესაძლებელია, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში ქვეყანას ხელი შეშლოდა. ზოგს იმედი აქვს, სააკაშვილს დააპატიმრებენ და ის ისეთ რამეებს მოჰყვება, რაც ახლა ვიცით, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება. ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ გარისკა და ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, რომელსაც თავი ყოვლისშემძლე ეგონა, პასუხისგებაში მისცა.

პარტიას `სახალხოს~ ლიდერი მამუკა გიორგაძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, საკმარისი არ არის, უნდა მოხდეს რეჟიმის შეფასება.
_ ბატონო მამუკა, თუ ხედავთ კავშირს ბოლო დროის მოვლენებს, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების ჩატარებას, სამთავრობო ცვლილებებსა და, ბოლოს, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას შორის? ვრცლად »

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს.

-”რამოდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა   და,   მეორეს მხრივ, “თავისუფალ დემოკრატების” შეხვედრებისა  და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური ფაქტის შეფასებაა.

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელმა ადამიანმა, შეიძლება, საქმის კეთების სურვილად ჩაუთვალოს აღნიშნულ პერსონებს ეს აქტიურობა და აღფრთოვანდნენ კიდეც “ქვეყნის ინტერესების დაცვაში” გამოვლენილი  ასეთი თავგამოდებისთვის, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მკაცრად უარყოფითი შეფასება მისცა ამ ფაქტს.    თუმცა გამოთქმა – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, – ისევ მართლდება.  ვრცლად »

gerbebi_Page_6

პლასტელინი სიცივეში მაგრდება, მაგრამ “მიჯირყვნის” შემდეგ კვლავ მორჩილი ხდება

“სახალხო პარტია” სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

-”პრეზიდენტადწოდებულმა მარგველაშვილმა გამოთქვა მზაობა რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის  განსახილველად პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის,  არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად.

,,სახალხო პარტიამ” წერილობით მიმართა, რომ ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში წარუდგენდა პარტიის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, რომელთა ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებშიც აისახა, მაგრამ მისი რეალიზება არ განხორციელდა (ამიტომაც აღვმოჩნდით ამ მდგომარეობაში ).

მარგველაშვილმა მასთან შეხვედრაზე მიიწვია მხოლოდ ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც დაშვებულია  ”შუაგაკრეფილ”  სქემაში (“ნაცმოძრაობა” კი განსაკუთრებული პატივით”). ვრცლად »

gerbebi_Page_6

“შეწყვიტოთ ამაზრზენი სპეკულაციები და იმოქმედეთ კანონით!”

“სახალხო პარტია” სამძიმარს უცხადებს უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს და კიდევ ერთხელ უდასტურებს თავის თანადგომას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  მებრძოლ ყველა ერს და ადამიანს. პარტია განცხადებას ავრცელებს:

-”ქართველმა ხალხმა იცის ამ ღირებულებების ფასი და მათი დაცვისთვის დაღუპულ ადამიანთა პატივისცემა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახეზე გვაქვს მოცემულობა _ ზავით შენიღბული კაპიტულაცია, რომელიც გამარჯვებად შემოგვასაღეს; ანექსიის ლეგალიზება;  დაღუპული ქართველი მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა, დაცლილი ათობით სოფელი; რუსეთისთვის დატოვებული მილიარდობით ლარის ღირებულების შეიარაღება და ტექნიკა და დასჯილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც რუსებისთვის გადასაცემი შეიარაღებისა და ტექნიკის ნაწილი ტყეებში გადამალეს; კონტრიბუციის სახით დათმობილი  დღემდე გასაიდუმლოებული კაბალური მემორანდუმი ენგურჰესის თაობაზე, რუსული კაპიტალისათვის თელასისა და სხვა ენერგოობიექტების, თბილისის წყლის, კაზრეთის ოქროს,  სხვა სტრატეგიული ობიექტები.  ვრცლად »

giorgadze-1

ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის

მამუკა გიორგაძე: “ივანიშვილის და ქვეყნის ინტერესები ერთი და იგივე არ არის”
ახალი თაობა #305 25.12.2014
შორენა კოწოწაშვილი
რატომ შეიყვანეს საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფში ფე-ეს-ბეს აგენტი და რატომ აიგივებენ ივანიშვილის პირად ინტერესებს საქართველოს ინტერესებთან, ამ საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან.
_ ბატონო მამუკა, ფაქტია, საკამოდ უარყოფითად ფასდება ხელისუფლების ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამის მიუხედავად, რატიფიციურებულია ასოცირების ხელშეკრულება. რა შეგიძლიათ თქვათ, ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობაზე და საერთოდ, პოლიტიკურ პროცესზე? ვრცლად »

gerbebi_Page_6

სახალხო პარტია:-”ხელისუფლებას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება!”

“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს:  22-12-2014 “ივერიონი”

-”როგორც ცნობილი გახდა ქარელის რაიონში გზის მშენებლობისას ხელისუფლებამ ჩაიდინა მორიგი ვანდალური აქტი – ძირფესვიანად მოთხარა  6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი ყორღანები და გაანადგურა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები.

ხელისუფლებამ, რომელიც საყდრისის შემთხვევაში აპელირებდა იქ დასაქმებულთა  ბედზე, საავტომობილი გზის მშენებლობისთვის   საჭირო  ინერტული მასალების კარიერის  ტერიტორიის   სამშენებლო კომპანიისთვის კანონიერად,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვით გადასაცემად  არც   შეიწუხა თავი    და  ამ ქმედებით   კიდევ ერთხელ ჩააფურთხა ჩვენ ხალხს სულში.   ვრცლად »

Powered by WordPress