“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს: 22-12-2014 “ივერიონი”
-”როგორც ცნობილი გახდა ქარელის რაიონში გზის მშენებლობისას ხელისუფლებამ ჩაიდინა მორიგი ვანდალური აქტი – ძირფესვიანად მოთხარა 6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი ყორღანები და გაანადგურა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები.
ხელისუფლებამ, რომელიც საყდრისის შემთხვევაში აპელირებდა იქ დასაქმებულთა ბედზე, საავტომობილი გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების კარიერის ტერიტორიის სამშენებლო კომპანიისთვის კანონიერად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვით გადასაცემად არც შეიწუხა თავი და ამ ქმედებით კიდევ ერთხელ ჩააფურთხა ჩვენ ხალხს სულში.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ნიკა ანთიძემ ხელი მოაწერა ,,თბილისის პანორამის” პროექტს. ამ პროექტის ასე დამტკიცება, ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვებისა და სპეციალისტთა აზრის გაუთვალისწინებლად, არის მორიგი ნაბიჯი, როგორც მათ გონიათ, ღირსება დაკარგული ერის წინააღმდეგ.
,,სახალხო პარტიამ” ,,ხუდონჰესის” მსენებლობასთან და სხვა აქუალურ თემებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აქტიურობის პარალელურად, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს და საკითხის ასე წარმართვამ გაამართლა _ ხელისუფლებამ ზოგიერთ კერძო ეპიზოდში გადახედა თავის გადაწყვეტილებას.
ამ ვანდალურ აქტებზე კი როგორ მივმართოთ ვინმეს?! ეს ხომ ჩვენი ყველას სირცხვილია. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი გამოფხიზლებაა და იმ ბოლო შერჩენილი ღირსებით ხელისუფლებას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.!