ვანდალიზმი დასჯას საჭიროებს

gerbebi_Page_6

გიორგაძე მამუკა, კოღუაშვილი პაატა, ნათაძე ნოდარ, ჯიბუტი მიხეილ

 საყდრისის ოქროს საწარმოს აფეთქება, რომელიც (ფაქტობრივად უალტერნატივო აზრით) თარიღდება მეოთხე ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჩვენის ხედვით, მოიცავს რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობას.

1.დანაშაული ცივილიცაზიის წინააღმდეგ. განადგურებულია (ოფიციალური მოტივაციის თანახმად – ეკონომიკური მოგების მიზნით) ერთ-ერთი ყველაზე ადრეული (ან – ყველაზე ადრეული) საწარმო ამ დანიშნულებისა მსოფლიოში. ძეგლის დათარიღებაში და მისი დანიშნულების იდენტიფიკაციაში ძალიან დიდი როლი ეკუთვნით გერმანელ არქეოლოგებს, რომელნიც რამდენიმე წლის მანძილზე მონაწილეობენ სამუშაოს შესრულებაშიც და დაფინანსებაშიც. ჩაატარეს ექსპერიმენტი: სავარაუდო ტექნოლოგიით მოცემული მასალით (ქანით) მიიღეს ოქრო. საყდრისის ოქროს საბადო არსებობდა ა.წ. 12 დეკემბრამდე. შაბათ დილით,  13 დეკემბერს  დანხორციელდა ორი აფეთქება. დღეს ამ ადგილზე ექსკავატორები და ბულდოზერები მუშაობენ.

ძეგლის დანგრევა მომხდარია კანონსაწინააღმდეგოდ. კანონში დასახელებულია კონკრეტული ინსტანცია, როლის ნებართვა აუცილებელია არქეოლოგიისათვის საშიშ სამუშაოთა დასაწყებად, და განსაზღვრულია სათანადო პროცედურა. კულტურის მინისტრმა გიორგაძემ საკუთარი ინიციატივის დონეზე შექმნა საკუთარი პარალელური ინსტანცია და ამ უკანასკნელის დასკვნით დაუშვა ძეგლის გამანადგურებელი სამუშაოები. თვითნებურად გააუქმა ობიექტის სტატუსი, როგორც არქეოლოგიური ძეგლისა.

3   კულტურის მინისტრ ოდოშარიას  მოქმედება მოიცავს თაღლითობის ელემენტს, მან „კომისიის“ სახელით შექმნა ჯგუფი მეცნიერული ექსპერტიზის უფლებამოსილებით, რომელიც შეადგინა არა იმ ოპტიმალური ინტელექტუალური და პროფესიული რესურსებით, რომლებიც საართველოში არსებობდა, არამედ ჯგუფი დააკომპლექტა პარიტეტის პრინციპით – „ხუთი თქვენი კაცი (ისტორიკოსები და არქეოლოგები), ხუთი „ამათი“ საწარმოს მომხრე კაცი (გეოლოგები)“. ამით ოდიშარიამ ჯგუფის მუშაობას მისცა არა არგუმენტთა კონკურენციის ფორმა, არამედ მხარეებს შორის გარიგების ფორმა. ამ 10 კაცს თავისი პოზიციის გამაგრებისათვის კიდევ მე11-ე (თავისი) კაცი დაუმატა. კანონი ამ შემთხვევაშიც უგულვებელყოფილ იქნა.

4   ჩადენილია დანაშაული საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ. სპეციალისტთა გათვლით, მსოფლიოში უძველესი (ან ერთი უძველესთაგანი) ოქროს საწარმო თავისი ნატურალური სახით იმგვარი ტურისტული ობიექტია, რომელსაც ძალუძს მნიშვნელოვანი შემოსავლის მოტანა პრაქტიკულად უსასრულო დროის მანძილზე. ამ უნარს ობიექტი ინარჩუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ნატურალურია, ანუ სწორედ იმ წერტილშია, სადაც ოქროს იპოვებდნენ, და ეს კლდე, რომელსაც ტურისტი ხედავს, სწორედ ის კლდეა, რომელსაც 5 000 წლის წინანდელი მუშა ხელს ჰკიდებდა. ტურიზმის ობიექტს მოეთხოვება რომელობრივი იგივეობა იმასთან რაც იყო, და არა მსგავსებითი იგივეობა, ვთქვათ, წარმოდგენა ასლის სახით. სამუშაოთა მწარმოებელი რუსული კომპანია აყენებდა თავხედურად აბსურდულ წინადადებას – იმას, რაც ღირებულია, მუზეუმში გადავიტანთ. ხომ დახერხეს სფინქსი და გადაიტანეს სხვა ადგილას, როცა ასუანის წყალსაცავის მოწყობა დასჭირდათ. ამ არგუმენტის აბსურდულობა მდგომარეობს შემდეგში : სფინქსი მატერიალური საგანია, ამიტომ მიში გადატანა შესაძლებელია, გვირაბი ანუ ხვრელი, კლდეში გამოკვეთილი სივრცე, თავისი სამუშაო სივრცის ჩათვლით, მატერიალური საგანი არ არის, ამიტომ ვერ გადაიტანება გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთლიანად მოვჭრით კლდეს, მინიმუმ  20x25x70 მეტრის მოცულობით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

5   ფინანსურის გარდა ჩადენილია ზნეობრივი დანაშაული ქართველი ერის წინააღმდეგ. ქართველი ერი რომ ერთ-ერთი ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერია, არავისთვის სადავო არ არის. ქართული ცივილიცაციისა და კულტურის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ე.წ. მატერიალური კულტურა. ამ უკანასკნელის ერთ დარგზე – არქიტექტურაზე – გვაქვს მოხდენილი გამონათქვამი თანამედროვე მეცნიერული კავკასოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლისა ნიკოლოზ მარისა: ეს არქიტექტურა მოწმობსო „ნა შტო სპასობენ გენიი ნებალშოგო გრუზინსკოგო ნაროდა კაგდა იმუ ურივკამი დაიუტ ვოზმოჟნოსტ ტვორით“. ქართველი ერის თავმოყვარეობისა და სიამაყისთვის დიდად ღირებულია ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი ძეგლით დასტურდება მისი უნარიანობა ტექნიკური ინოვაციის სფეროში. საყდრისის ოქროს საწარმო ამგვარი უნარის ერთ-ერთი (არც თუ მრავალრიცხოვანი) ილუსტრაციაა. მისი მოსპობა ქართველი ერისთვის განუზომელი მორალური ზიანის მომტანია.

6    რამდენადაც ჩვენ ვიცნობთ იმ „ექსპერტთა“ ტექსტებს, რომლებიც გიორგაძემ მოიწვია, რათა ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ძეგლის ღირებულება, შეგვიძლია სრული პასუხისმგერბლობით ვთქვათ: ამ ტექსტებში მკაფიოდ შეინიშნება არა მარტო იმგვარი „ლოგიკური ნახტომები“ ანუ აზროვნების წესის დარღვევები, რომელიც ადამიანს შეიძლება უცაბედად მოუვიდეს, არამედ ისეთებიც, რომლებიც უცაბედად ვერავის მოუვა. ეს გვაძლევს საფუძველს ეჭვისათვის, რომ რუსულმა კომპანიამ მიმართა პირდაპირი ან არაპირდაპირი მოქრთამვის მეთოდს, რათა ქართველ მეცნიერთათვის თავისი სასარგებლო დასკვნა გამოეტყუებინა.

7  და ბოლოს, ცნობილია ორი რამ: ა) რუსული ეკონომიკა კონკრეტული კომპანიების ჩათვლით იშვიათად მუშაობს სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე და, შესაბამისად, სახელმწიფო აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ბ) რუსული სახელმწიფო ისტორიულად, დღეს და განჭვრეტად მომავალში დაინტერესებულია საქართველოს და ქართველი ერის შეძლებისდაგვარად სრული დაკნინებით, რათა მოიცილოს პოტენციური მეტოქე და წინააღმდეგობის გამწევი მისთვის  გოესტრატეგიულად  საინტერესო ამიერკავკასიის ფლობაში. ამიტომ კანონიერია ჩვენი ეჭვი, რომ კომპანიის აბსურდულად თავხედურ მოქმედებაში ჭეშმარიტებისა და ცივილიზაციური ინტერესების საწინააღმდეგოდ მონაწილეობს რუსული სახელმწიფოს აგრესიული დავალებაც (რომელიც თავის მხრივ დანაშაულებრივია).

ჩვენი განზრახვაა იმის მიღწევა, რომ ა) რუსულ კომპანიას „ენერჯი-გოლდს“ სასამართლოს წესით დაეკისროს როგორც მატერიალური ზარალის ანაზღაურება, რომელიც (ეს ანაზღაურება) თავისი მაშტაბით ისტორიის არდავიწყებად რაოდენობას უნდა აღწევდეს. ამისთვის უნდა მიემართოს საერთაშორისო სასამართლოს. ბ) საქართველოს სამართალკდამცავი სისტემის საშუალებით სათანადო კონსტანტაცია და სათანადო სასჯელი უნდა შეეფაოს ქართველ დარგობრივ სპეციალისტებს, რომელთა მოქმედებებში მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩანს. ჩვენ ვითვალიწინებთ იმას, რომ თანასწორი მიზღვის პრინციპი ( „კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ“) ყოველთვის გამოყენებადი ვერ იქნება, ძაღლი რომ გვიკბენს, ჩვენ კბენით არ ვპასუხობთ. თუმცა ძეგლს ვერ გავაცოცხლბთ, ჩვენი პარაქტიკული მიზანია რუსულ კომპანიასაც და ქართველ არაკეთილსინდისიერ ექსპერტებსაც ისტორიისათვის დასამახსოვრებელი მასშტაბის მატერიალური ტვირთი დაედოს. ამასთან ერთად, იმ ადგილას, სადაც საყდრისის ღირსშესანიშნავი ძეგლი არსებობდა და აღარ არსებობს, უნდა დაიდგას ძალმომეობის მემორიალი, სადაც იქნება ვრცელი ტექსტი მსოფლიოს მრავალ ენაზე, რათა ტურისტი მობრძანდეს და იხილოს, ერთის მხრივ ანაქრონისტული იმპერიალიზმის უკიდეგანო ბოროტმოქმედების ნიმუში, აგრეთვე ამ იმპერიალიზმს აყოლილი სპეციალისტების უპრინციპობის ნიმუში, მეორე მხრივ კი ამომწურავი მეცნიერული აღწერილობა განადგურებული ძეგლისა იმ ტექნოლოგიური პროცესის ჩათვლით რომელიც ნავარაუდევია როგორც ამ საწარმოს მუშაობის მეთოდი.

ხსენებულ ანტიკულტურულ დივერსიაში მონაწილე დამნაშავეთა რიცხვს ეკუთვნიან როგორც წინა,  ისე დღევანდელი  ხელისუფლების მეთაურები და თანამდებობის პირები.

მათი ადეკვატური დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით საზოგადოების მენტალური და მსოფლმხედველობითი ჯანმრთელობის დაცვის ამოცანის გვერდაუვალი მოთხოვნაა. თავს უფლებას ვაძლევთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი სუბიექტური შთაბეჭდილებაც ეკრანზე დანახულ ორ უმთავრეს დამნაშავეზე: ჩვენ შეგვზარა მათმა უტიფარმა თავდაჯერებულობამ საკუთარ დაუსჯელობაში, რომელიც სხვაგვარად ვერ აიხსნება თუ არ მათი დამნიშვნელებისაგან მიღებული მყარი გარანტია, რომ მათ კანონი ვერ შეეხებათ (მხედველობაში გვყვანან გიორგაძე და ანთაძე. ამ უკანასკნელმა ეკრანზე საუბარში, სხვათა შორის, სრულებით ანეკდოტური უსწავლელობაც გამოავლინა: აღმოჩნდა რომ იგი ვერ ასხვავებს ერთიმეორისგან სიტყვებს „მცნება“ და „ცნება“)

მოვუწოდებთ საზოგადოებას ენერგიული ბრძოლისაკენ რათა აღნიშნული დამამცირებელი დანაშაული   ჩვენი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩეს.

საქართველოს ეროვნული მიმართულების პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკონსულტაციო საბჭოს სახელით

“რეზონანსი” 20.12.2014

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress