giorgaze_26_maisii_

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია -  მომდევნო ინციდენტამდე  ვიძირებით  ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ვრცლად »

SONY DSC

რატომ ასაღებენ ხატმებრძოლეობასა და დეზერტირობას ეროვნულ ღირებულებებად

თითქოს ის არ გვეყოფოდა, პოლიტიკური პროცესი რომ უთავბოლოა და პოლიტიკოსები ხან ვის აწყდებიან და ხან – ვის, ოღონდაც სამომავლოდ სკამები გაინაღდონ და ხელისუფლების ნაგლეჯები (იმის მომსწრენიც კი გავხდით, რომ ჯაშუშობაში ბრალმდებლები და ბრალდებულებიც კი დამეგობრდნენ, ისევე, როგორც პრორუსი და პროდასავლელები), რომ უფრო შორსაც წავიდა პროცესი: „გირჩი“ მაქარაშვილი ლამისაა ეროვნულ გმირად შეირიცხოს (აქვე შეგახსენებთ, ეს ის მაქარაშვილია, რომელიც პირდაპირ ეთერში მარიხუანას ეწეოდა და შემდეგ ამბობდა, ჩემი იდეალი ქაქუცა ჩოლოყაშვილიაო), ხოლო ახალქართული ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელებად ის ახალგაზრდები, რომლებიც სასამართლოში ჯერ „ბიძინას რაო…“ (ავბედითი „ბადრის რა“ პერიფრაზი) ყვიროდნენ, შემდეგ კი – „შავლეგოს“ მღეროდნენ (ქაქუცასა და „შავლეგოს“ ამ ამბავში ჩართვა ბადებს ეჭვს, რომ მიზანი გაუფასურების მცდელობაა ერთისაც და მეორისაც). მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ეროვნული ღირებულებების ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლების მექანიზმსა და მიზნებზე. ვრცლად »

mamuk

გაგვაგებინეთ რაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში?!

ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ  საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი  „წარმოადგინა“.  იგი  მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად.

წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი,  სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, მედიაში გავრცელებული თეზისებით შეგვიძლია გავაანალიზოთ. თუმცა, უცნობია კონკრეტული პუნქტები ვრცლად »

პაატა

არ დავუშვათ კოოპერატივების მარცხი

პაატა კოღუაშვილი,  სტუ   პროფესორი

აგროეკონომიკია – მეცნიერებათა   დოქტორი

        

შენიშნები და წინადადებები კანონპროექტზე „სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

კანონი სასოფლო-ამეურნეო კოოპერატივის შესახებ მიღებული იქნა 2013 წელს. მასში განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი ნორმები და სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, როგორც ამ პროცესის მაკოორდინირებელი და მაორგანიზებელი მთავარი უწყების დაარსება. აღნიშნული კანონის პროექტის განხილვა (რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ), მიმდინარეობდა სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობით. ვრცლად »

mamuka mamuka

„გინდა პროპორციულით შეგიტანია გოდრით დეპუტატი, გინდა – მაჟორიტარულით“, – მამუკა გიორგაძე მიმდინარე პროცესებზე

„ივანიშვილმა გააცოცხლა ეს მკვდარი პოლიტიკური ჯგუფები“, – „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს:

_ ქართული პოლიტიკური ცხოვრება ჯანსაღი პოლიტიკური სივრციდან დიდი ხანია გასულია. თითქმის შეუძლებელია, საღი აზრის მოსმენა. სამწუხაროდ, ორ სუბიექტს შორის პოლარიზებული და დაპირისპირებული სივრცეში ვართ და შვიდი წელია, წაჯექ–უკუჯექობას ვხედავთ. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ. „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ უკვე მერამდენედ ტეხავს ერთმანეთს ხერხემალში. საზოგადოება კი კვლავ დახურული პროცესების მაყურებელია. აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ვეღარც საზოგადოების ორგანიზებას ახერხებს და ვეღარც მუხტი შემოაქვს. არაფრისმომცემი ქმედებებია. ვრცლად »

gerbi

სახალხო პარტიის განცხადება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით

ბოლო დღეებს მოვლენებმა ცალსახად დაგვანახა, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია რეალური პოლიტიკური სისტემა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, მუდმივად საგანგებო რეჟიმში იმართება, ეს კი დროდადრო საჭიროებს ხელოვნურად კრიზის შექმნას, მონოპოლისტი მმართველის კარიზისების დამძლევად წარმოსაჩენად.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ფაქტი და, განსაკუთრებით, მისი განხორციელების ფორმა ამ მახინჯი სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს და რამაც უკვე დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას. ვრცლად »

deda elene

ძვირფასო ადამიანებო, დაფიქრდით სიყვარული გამოძრავებთ თუ ანგარება?! – დედა ელენე!

“რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია…”

ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება დასნეულდა,  მიიდრიკა ცოდვისკენ და მოწყდა თავის შემოქმედს – ღმერთს; გაწყდა მადლისმიერი კავშირი შემოქმედსა და ქმნილებას შორის. დაუძლურდა სული, შავ ლაქებად დაილექა მასზე ყოველნაირი ცოდვა. შეძრწუნდა ადამიანი, ცოდვის მონობაში აღმოჩნდა, არასწორად გამოიყენა ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება. შეეწყალა იგი უფალს, აღუთქვა მას გამოხსნა და დაუდგინა ცხოვრების წესი – სჯული, რომლის საფუძველიც 10 მცნებაა. ერთ–ერთი ამ ათისგან, მე–6 მცნება შეგვაგონებს – „არა კაც–ჰკლა“. ჩვენ ყურადღებას მასზე შევაჩერებთ. ვრცლად »

მამუკა აააა

რატომ ებრძოდა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ნოე ჟორდანიას მთავრობით დაწყებული

უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ეკლესიაზე შეტევა პერმანენტული და ციკლურია. ამჯერად მორიგი ციკლია დაწყებული და მასში სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ჟურნალისტებმა, ჩვეულებისამებრ, ტრადიციას არ უღალატეს და ცეცხლს, ცხადია, ნავთი დაასხეს. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც იმას განიხილავს, რა უთხრა არქიმანდრიტმა მომღერალს და რომელია უფრო უგვანი, რატომ ლაპარაკობს მეუფე ძველი ბიჭივით და რატომ მოითხოვენ, ძირითადად, ათეისტები პატრიარქის გადაყენებასა და სინოდის დაშლას. ერთი სიტყვით, ყველა იმ სიმძიმის ქვას ისვრის, რამდენის აწევასაც ერევა. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ პროცესის მიზანსა და შედეგებზე. ვრცლად »

SONY DSC

უმორჩილესი თხოვნა წმინდა სინოდის წევრებს

მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, მოკრძალებით მოგმართავთ საქართველოს ეკლესიის მრევლის წევრთა ჯგუფის სახელით.

10 ნოემბერს სატელევიზიო ინტერვიუს დროს მღვდელმსახურება შეჩერებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ მეუფე პეტრედ წოდებულმა  სასულიერო პირმა, მთლიანად ამხილა საკუთარი თავი -  ტელეეთერიდან ულევი სიცრუე, ბოღმა და ცილისწამება გადმოანთხია, რაც  ბოლო წვეთად იქცა ეკლესიის მრევლის მოთმინების ფიალაში. იგი  ყოფილ სემინარიელ მალხაზ სხილაძესთან (რომელიც თავის თავს მღვდელს უწოდებს) ორკესტრირებით ცდილობს სინოდის დისკრედიტაციას და მის წევრთა შორის შუღლის ჩაგდებას, რითაც საქართველოს ეკლესიაში შფოთი შემოაქვს. ვრცლად »

giorgadze-1

მისი უწმიდესობა და ეროვნული მოძრაობის აღმავლობა

უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს თავი იმ ერს, რომელსაც უფალმა ძნელბედობის ჟამს ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის აზროვნების დიაპაზონის სიდიდემ, მოვლენების შეფასების სიზუსტემ და ერის ცხოვრების კრიტიკულ მონაკვეთებში აქტიურმა მონაწილეობამ ურთულეს პერიოდში ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი. მან განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა ეკლესიის ავტორიტეტი არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ სხვა სარწმუნოების ჩვენს მოქალაქეებშიც და საერთაშორისო სარბიელზეც ანგარიშგასაწევ ძალად გახადა იგი.

ვრცლად »

Powered by WordPress