ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი „წარმოადგინა“. იგი მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად.
წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი, სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, მედიაში გავრცელებული თეზისებით შეგვიძლია გავაანალიზოთ. თუმცა, უცნობია კონკრეტული პუნქტები მოდიფიცირებული ვარიანტისა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული შეხვედრის განხილვის საგანი გახდა. ჩვენ მხოლოდ „მოლაპარაკების“ მონაწილეთა ინტერვიუების ფრაგმენტებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მათში ადვილად იკითხება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესი და სახელმწიფოებრივი საფრთხეები, რომელიც მის დამკვიდრებას შეიძლება მოჰყვეს.
როგორც ცნობილია, საუბარი მიმდინარეობდა მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული 73 მაჟორიტარის არჩევის წესზე, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნას ითვალისწინებს.
განვიხილოთ ინიციატივის ძირითადი ასპექტი. მაგალისთვის, 6-მანდატიან ერთ ოლქში, რომელიც „იქმნება არსებული 6 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით“, ყოველ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია წარადგინოს „არაუმეტეს იმდენი კანდიდატისა, რამდენიც აირჩევა შესაბამისი მრავალმანდატიანი ოლქიდან“ ანუ, 6. ე.ი. ვდაობთ, ერთიდაიმავე ტერიტორიაზე არსებულ მრავალმანდატიანი ერთი ოლქიდან განაწილდეს 6 მანდატი თუ თითო მანდატი ერთმანდატიანი 6 ოლქიდან.
ბუნებრივად დგება კითხვა: ამაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში და დავიდარაბა?!
როცა ვიცით, რომ რაც უფრო დიდია ტერიტორია ანუ, გაერთიანებულ ოლქში, პროცესების ორგანიზებაში „ოცნებას“ თავისი სახელისუფლებო, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამო (რომლის უკანონოდ გამოყენების მაღალ ალბათობას ოპოზიცია სწორად აფასებს) ყველა სხვა სუბიექტან შედარებით (ნაწილობრივ „ნაცმოძრაობასაც“) უდიდესი სასტარტო უპირატესობა ენიჭება.
სხვა პარტიების მაჟორიტარებს, რომელთაც ერთ კონკრეტულ ერთმანდატიან ოლქში თავისი პირადი ცნობადობითა და ავტორიტეტით კიდევ შეეძლო კონკურენცია გაეწია ორივე სუბიექტისთვის, გაერთიანებულ მრავალმანდატიან ოლქში, გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, არჩევნებისთვის საჭირო ფინანსები, ტექნიკური საშუალებები და მედიარესურსი არ გააჩნია, იძულებულს ხდიან უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან მოძებნონ გზა „ოცნების“ ან მისგან პარტნიორად შერჩეული სუბიექტისკენ.
გავიხსენოთ, 2016 წელს მთელი ოპოზიცია ამ არგუმენტით აკრიტიკებდა „ოცნებას“ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გამსხვილების გადაწყვეტილების გამო.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ ექვსივე ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებისთვის ცალ-ცალკე 50 % – იანი ბარიერის გადალახვაა აუცილებელი, მრავალმანდატიან ოლქში უბრალო უპირატესობაც საკმარისია მანდატის მოსაპოვებლად. მარტივი არითმეტიკაა – გაერთიანებულ 6 მანდანტიან ოლქში ოცნების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა არსებულ თანაბარი რაოდენობის თავის 6 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 35-40% რომ აიღოს ექვსივე გავა. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1-2 მანდატისთვის ბრძოლა ერთდროულად ექვსივე ერთმანდატიან ოლქში რომელ პარტიასაც შეეძლება ფაქტობრივად ცნობილია.
ოპოზიციის გათვლა იმაზე, რომ მათი წარდგენილი ვარიანტით პარტიული მაჟორიტარის მანდატი პარტიული სიიდან გასულ დეპუტატთა რაოდენობას გამოაკლდება თავის მოტყუების სულელური მცდელობაა. ეს შეზღუდვა მაღალი პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკურ ელიტას ეხება, თორემ საქართველოში ფსევდოდამოუკიდებელი მაჟორიტარების წარდგენა გავრცელებული პრაქტიკაა (მაგ. სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში) და ოცნებას თუ დასჭირდა არ იკადრებსო ნამდვილად ვერ ვიტყვით. შესაბამისად, „ოცნებას“ ეძლევა პოტენციური კანდიდატების მიზიდვისა და მათით მანიპულირების საშუალება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალ ემოციურ ფონზე მიმდინარე პროცესი ემსახურება ხელისუფლებისა და მისგანვე შერჩეული სპარინგ-პარტნიორის ინტერესებს და კოაბიტაციის ახალი ფორმით განხორციელებას.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ მსგავსი ვითარება 1999 წელს – როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ „ვერ გაუძლო ოპოზიციად წოდებულების აქტიურობას“ 7 % – იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ბოლო 20 წლის ტრაგიკული მოვლენები განაპირობა. მაშინაც და დღესაც პროცესების მშვიდობიანი განვითარების მსურველი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნენ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების ლამაზად შესაფუთად.
ხალხის გაბითურების იმ თამაშის მონაწილენი დღესაც მთავარ როლებზე გვევლინება და, როგორც ჩანს, მზად არიან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადასადგმელად.
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე 9.12.2019