Archive for the ‘გამოცემები მასალები მოგონებები’ Category

ლოგო

შ. კალანდაძე ბოლშევიზმის ფსიქოანალიზი – ივერია #8 1956 პარიზი

თანამედროვე ფსიქოლოგიურ აღმოჩენებს, ქვე-ცნობიერებასთან დაკავშირებით, აუწონავი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეთიკისათვის, ესთეტიკისათვის, რელიგიის ფილოსოფიისათვის და საზოგადოთ კულტურის ფილოსოფიისათვის. კაცობრიობის სულიერ სალარომ ერთხელ კიდევ შეიძინა ახალი მეთოდოლოგიური ხერხი ვებერთელა მნიშვნელობის. ხერხი მეტად მჭრელი და დიდი ეფექტური ღირებულების. მეტად სამწუხაროა, რომ ის არ იქმნა გამოყენებული იმ ბრძოლისათვის, რომელსაც თავისუფალი მსოფლიო აწარმოებს კომუნისტურ მონობის წინააღმდეგ.

ლოგო

რუსული კომუნიზმისაგან მსოფლიოს დაცვისათვის. “ივერია” #8 02. 1956 პარიზი

წარსული წლის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მრავალი და მნიშვნელოვანი ფაქტები წამოიჭრა საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე. რუსებმა უჩვეულო ცხოველმყოფელობა და უტაქტო აქტივობა გამოიჩინეს, როგორც ახლად განთავისუფლებულ აზიის ერთა (ინდუსები, ბირმანელები, პაკისტანელები, კაშმირელები, ავღანები) ისე იმ ქვეყანათა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქვეყნებს დამოუკიდებლობა მიანიჭეს. ამგვარივე უტაქტობის პერსპექტივების წინაშე დგანან აფრიკისა და აზიის ტერიტორიაზე მობინადრე ქვეყნებიც: ეგვიპტე, ისრაელი, სირია, ლიბანი, [...]

კვინიტაძე

ს ი ტ ყ ვ ა წარმოთქმული ელ. პატარიძის მიერ მთავარსარდალ ღენ. კვინიტაძის საფლავთან. – ივერია #14 1971 პარიზი

თანამემამულენო! უცხო, მაგრამ ჩვენთვის მეორე სამშობლოდ ქცეულ, კურთხეულ საფრანგეთის მიწას ვაბარებთ ჩვენი ძველი თაობის ფრიად ღირსშესანიშნავსა და უკეთილშობილეს ადამიანს, რომელიც უმწიკვლოდ, უანგაროდ და მამულიშვილურის უღრმესი შეგნებით ემსახურა მის სამშობლოსა და ერს და ჭეშმარიტად დიდი ქართველის სახელი დაიმსახურა. თავისუფალი საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, ღენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებამ, ერის საბედიწერო და უმძიმეს მომენტში [...]

ლოგო

50 წლისთავი შ. კალანდაძე – ივერია #14 1971 პარიზი

…მავანსა და მავანს, უკეთუ იმდენი ვაჟკაცობა არ აღმოაჩნდება, რომ გულწრფელად იყოს! – ნამუსი მაინც აღმოჩენოდეს იმდენი, რომ არ იცრუოს! მუხრან  მაჭავარიანი. „ლიტ. საქ. „მხოლოდ ამნაირად“ 1.1.71. სახელმწიფოთა ურთიერთობაში კეთილსინდისიერება და სათნოება იშვიათი ხილია, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში დიოგენის სანათურით საძიებელია მეორე მაგალითი, რომ დახმარებისა და კაცთმოყვარეობის სამოსელში იმდენი მზაკვრობა, ღალატი და ვერაგობა მოთავსებულიყოს, რამდენიც რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებაში [...]

ლოგო

ელიზბარ მაყაშვილი – დამსხვრეული ილუზიები? ივერია #14 1971 პარიზი

ჩვენსა მამულს, სისხლით ნამულს, ვინც შავი დღე მოაჩვენა თეთრი რუსი და წითელიც ორივ ღმერთმა შეაჩვენა.                            გაზეთ „სამშობლოს“ 1970 წლის აპრილის ნომერში მოთავსებულია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის გიგლა ჯანგველაძის წერილი „დამსხვრეული ილუზიები“. კითხულობ კაცი ამ წერილს და გიკვირს, გენანება, გეცოდება; გულწრფელია მისი ავტორი? კარნახით [...]

ლოგო

რუსული პოლიტიკის გასაგებად – ივერია #8 1956 პარიზი

რა ჟამს სახლმწიფო კაცის დიდს ღირსებებს: ჭკუას, ნიჭსა და გამოცდილებას ისტორიის ცოდნა და მეხსიერება არ სჭარბობს, ეს ღირსებები მყისვე ნაყოფ გამოუღებლად რჩებიან და ზედმოყოლილი სახელმწიფო კრიზისის საშიშ ფორმებში ისახება. ასე იყო წინამორბედი (1914-1918) ომის დროს. ასევე განმეორდა უკანასკნელი მსოფლიო (1939-1945) ომის დროს და ამავე სახით ვითარდება მოვლენები კარზე მომდგარ მესამე მსოფლიოომის წინა პერიოდში. ეროვნული ინტერესების [...]

ლოგო

ივერია #14 მაისი და თებერვალი – პარიზი

ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და რთულ ისტორიაში, შეუძლებელი თუ არა, ფრიად ძნელია ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის თარიღების დადგენა როგორიც არის 1918 წლის მაისი და 1921 წლის 21 თებერვალი. 26 მაისს, საქართველო, რომელიც არც იურიდიულად, არც გეოგრაფიულად არ არსებობდა, არამედ უბრალოდ, რუსეთის იმპერიის გუბერნიების სახელს ატარებდა, ვით სასწაულებრივ მკვდრეთით ამდგარი, ყოველმხრივ ორგანიზებულ ერის სახით, მსოფლიოს წინაშე წარსდგა და [...]

ლოგო

კ ლ დ ე # 1 – 1912 წინასიტყვაობის მაგიერ

„გააჩაღეთ ეკონომიური მუშაობა, მოაწყეთ სახალხო ეკონომიური ორგანიზაციები, ჩაუყარეთ ამ შენობას მკვიდრი საფუძველი; მასთან ერთად ეცადეთ, რომ ეს მუშაობა უსათუოდ ნაციონალურ ფარგლებში ისახებოდეს, შემდეგში თვითონ გაძლიერებული ხალხი მოიპოვებს დროს და საშუალებას, გამოიჩინოს თავი“… აი, მოკლედ, მძლავრი შინაარსი პოლონეთის ხალხის მოძრაობისა მე-XIX საუკუნის დამლევს.

gia

ახალი ძალა – მოამბე 6 11.07.1988

                                 `ვფიცავ… მთელი ჩემი მორალური და                                    ფიზიკური ძალა მოვახმარო სამშობლოსა                           [...]

გოგი ლორთქიფანიძე-თვითმმართველობის არჩევნები ინტერესთა კონფლიქტის გამო უპრეცედენტო იქნება

NEWS.GE 04.03.2014 სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ანალოგიური პროცესების პროვოცირების მცდელობა საქართველოშიც იქნება. “მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია, იმის თაობაზე, რომ რუსული ვექტორის გააქტიურების შემთხვევაში, ისინი ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი მთავარი იარაღი ამ [...]

Powered by WordPress