Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category

mamuka 123

სახალხო პარტია – დღეს ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება

თბილისში ვიზიტის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ: „ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, …რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი”. გამოკვეთა პოლიტიკური ამოცანაც – პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემს „პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი [...]

ბათუ

კიდევ ერთხელ ჰესების მშენებლობის შესახებ

ადგილობრივი მოხმარებისა თუ საექსპორტო პოტენციალისათვის ელენერგიის წარმოების აუცილებლობა, სადავო თემა არაა. ეშმაკობა სხვა საკითხშია. ისე მიდის ლობირება კერძო ჰიდროეექტროსადგურების მშენებლობაზე, რომ არ არსებობს ენერგეტიკის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმა, სადაც გაწერილი იქნებოდა შესაბამისი კვლევებით დადგენილი მეცნიერული დასაბუთება, წლების მიხედით თუ რა მოხმარება და მის დასაკმაყოფილებლად რა სახის ახალი, თუ რეკონსტრუირებული სიმძლავრეები იქნება საჭირო. ჰესების მშენებლობის ლობირების [...]

giorgaze_26_maisii_

ეკლესიის ღიად გამოცხადებული ნგრევის მორიგი მცდელობა!

მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველოს ეკლესია თავისი ბუნებრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით დააპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ან ქვეყნის საჭირბოროტო საკითხის შესახებ განცხადების გაკეთებას შეეცდება, ამა თუ იმ თითიდან გამოწოვილი საბაბით, აბსურდული თემებითა თუ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟებით, ბინძური მეთოდებითა და ბოლშევიკური გზნებარებით, მის წინააღმდეგ ხორციელდება აგრესიული შეტევა.

mamuka mamuka

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

სახელმწიფოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი პოლიტიკური აქტორი მიდის, ეს ან დიდი უპასუხისმგებლობაა ან ვიღაცას ემალება. დამატებით ეჭვებს აჩენს საკუთარი ქონებით მანიპულაცია. ქვეყნის ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე მოქალაქე თუ მართლა რეალურად დააპირებდა პოლიტიკიდან წასვლას, მაშინ მას მკაფიო განმარტება უნდა გაეკეთებინა იმის შესახებ რა მოსდის: – მასზე აწყობილ ვერტიკალს – ფინანსური ნაკადებს და [...]

gia

გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური პატიმარი. თანამოაზრეებთან ერთად 1979 წლიდან დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღდგენა და 90-იანი წლებისთვის ქვეყნის მომავალი ლიდერის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივანი, ქრისტიანულ დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი

germanuli_modeli_

საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

დღეისთვის მიმდინარეობს პირველი ტურის შედეგების დადგენა და მეორე ტურის არჩევნებისთვის მზადება. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თავისი აქტიურობა. პოლიტიკური ღონისძიებების შეზღუდვას სჭირდება კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საარჩევნო პროცესის შეჩერება. მის გარეშე ვერანაირ აქტიურობას ვერც ერთი სხვა აქტით ვერ შეაჩერებ ვერანაირი საბაბით, ვერც პანდემიის [...]

mamuka mamuka

,,იბრძოლეს” იმისთვის, რომ დარჩენილიყო „ი გ ი ვ ე“!

ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით საქართველოში არჩევნებს პოლიტიკურად ნეიტრალური დაწესებულების ნაცვლად მმართველი პარტია ატარებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის აპარლამენტო არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, გააყალბა .“სახალხო პარტიას“ ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულება გააჩნია. ამ უკანონობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქართველ ხალხთან ერთად „სახალხო პარტიაც“ გახლავთ. მაგრამ, ამ მომენტში ეს არ არის მთავარი – ეს უკვე მომხდარი ფაქტია. [...]

mamuka 123

სამწუხაროდ, იგივე კვლავ გაგრძელდება!

ქართველი ხალხის გაბითურების მორიგი  დრამატული საგა „წარმატებით“ ხორციელდება! დარჩა სპექტაკლის ეფექტურად დასრულების საბოლოო ეპიზოდი. თამაში რომ არ გაიშიფროს  მეორე ტურამდე  ცოტა პროტესტი და ხელისუფლების გინებაა  საჭირო – პროცესებს მთლად „სექსის“ სახე რომ არ მიეცეს და ორივე „მთავარი“ მომქმედი  სუბიექტის მიერ მიღებული სიამოვნება და კმაყოფილება ყველასთვის თვალსაჩინო არ გახდეს!  აბა, გაბითურებულების დასანახად „სექსისშემდგომ“ სიგარეტს ერთად ხომ [...]

მამუკა 32

ბავშვებს მაინც დაანებეთ თავი!

კვლავ გრძელდება იგივე. საარჩევნო უბნების უმეტესობა სკოლებში და ბაღებშია განლაგებული და კომისიის წევრების უმეტესობა პედაგოგები არიან, რაც მათ პოლიტიკური ჯგუფების განსაკუთრებულ ინტერესთა არეალში აქცევს. ყველა ხელისუფლების პირობებში, არჩევნების წინ, ძლიერდება სასწავლო დაწესებულების ხელმძღანელებსა და პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე გავლენების მოსაპოვებლად.

gerbi

სახალხო პარტია, პროგრამული თეზისები – იგივე რომ არ გაგრძელდეს

საარჩევნო სუბიექტი „სახალხო პარტია“ წარმოადგენს ორი პოლიტიკური ორგანიზაციის – სახალხო პარტიის და საქართველოს სახალხო ფრონტის საარჩევნო გაერთიანებას პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ერთიანი სიით. „სახალხო პარტია“ პარლამენტში ნიშნავს პარლამენტში ეროვნული ანუ ეროვნული სამართლიანი თავდამკვიდრების ამოცანით მოტივირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაბრუნებას!

Powered by WordPress