ადგილობრივი მოხმარებისა თუ საექსპორტო პოტენციალისათვის ელენერგიის წარმოების აუცილებლობა, სადავო თემა არაა.
ეშმაკობა სხვა საკითხშია.
ისე მიდის ლობირება კერძო ჰიდროეექტროსადგურების მშენებლობაზე, რომ არ არსებობს ენერგეტიკის განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმა, სადაც გაწერილი იქნებოდა შესაბამისი კვლევებით დადგენილი მეცნიერული დასაბუთება, წლების მიხედით თუ რა მოხმარება და მის დასაკმაყოფილებლად რა სახის ახალი, თუ რეკონსტრუირებული სიმძლავრეები იქნება საჭირო.
ჰესების მშენებლობის ლობირების უკან, მათი მომავალი მეპატრონეები დგანან და სწრაფი (მშენებლობიდან, რომელიც ჩვენთან რატომღაც 2.5-ჯერ ძვირი ჯდება), ისე განგრძობადი (ტარიფიდან, სადაც ინვესტიციის თანხა იდება და მისი ამოღების შენდეგ აღარ ხდება მასში შესაბამისი ცვლილება) ფულის შოვნის გარდა სულ არ აინტერესებთ ქვეყნის ის ,,ენერგოდამოუკიდებლობა”, რითაც დღეს წარმატებით ცდილობენ პოპულისტობას.
საქმე კი იმაშია, რომ დღეს თუ რამე მწვავედ აკლია ჩვენს ენერგოსისტმას, ეს არა პიკური დატვირთვებისთვის ჰესებიდან გამომუშავებული დენია, არამედ სისტემის მდგრადობისათვის ბაზისური სიმძლავრე შესაბამისი პარამეტრებით (რაოდენობა, ხარისხი, გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ.),
ჰესების და სხვა განახლებადი ენერგოობიექტების პოტენციალი, ბაზისური სიმლავრის შექმნის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული მკაცრად განსაზღვრული გეგმის შესაბამისად.
ჩვენი ხედვით, დასავლეთ საქართველოში უნდა აშენდეს თბოელექტროსადგური, რომელიც მოიხმარს ბაქო-ჯეიხანის იმ ჩვენს წილ დღემდე აუთვისებელ უფასო გაზს, რომლის გაზსაცავის მშენებლობისათვის გერმანიის მთავრობას 270 მლნ € გრანტი აქვს გამოყოფილი.
,,სახალხო პარტიას” ასევე აქვს ხედვები ,,ენგურჰესის” მეტად გმოყენებაზე, არსებული სხვა სიმძლავრეების რეკონსტრუქციასა და იმ სხვა საკითხებზე, რომელთა განხორციელებით შესაძლებელი გახდება ტარიფის გაუზრდელად ჭეშმარიტი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა.
ვთვლით, რომ სწორედ ამ საკითხებზე უნდა წარიმართოს სპეციალისტთა მსჯელობა და ბოლოს აისახოს ენერგეტიკის განვითარების ერთიან გეგმაში.
მამუკა გიორგაძე
ბათუ ჭუმბურიძე