Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category

სოფლის ვერ გადარჩენის სტრატეგია

გამოხმაურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ  „საქართველოს         სოფლის  მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე (2012—2020წ.წ.)” სახელმწიფოს სტრატეგია არის მოქმედების ძირითადი მიმართულება, წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი. მიღებული სტრატეგია, მით  უმეტეს, ოფიციალურად გაცხადებული, რომელმაც უკვე მოახდინა, სახელმწიფო აპარატისა და საზოგადოების ძალისხმევის ორიენტირება სათანადო მიმართულებით, მთავრობისთვის გარკვეულწილად სავალდებულოც ხდება. რაციონალურად დაბალენსებული სასოფლო-სამეურნეო სტრატეგია  წარმოადგენს იმ საყრდენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არსებული [...]

რისთვის იღვრება ქართული სისხლი ავღანეთში

დღეს საქართველოში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო ნატოს ISAF-ის ოპერაციაში? ანუ რატომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მით უმეტეს _ ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტიგენტით წარმოდგენილნი (ამჟამად 936 ჯარისკაცი და 749 კიდევ დამატებით ემზადება წასასვლელად), თან _ გამორჩეულად სახიფათო და რთულ უბანზე, ჰელმანდის პროვინციაში…ყოველი მეომრის დაღუპვა (და უკვე, სამწუხაროდ, თექვსმეტია ასეთი. ღმერთმა [...]

ლორთქიფანიძე: პარლამენტი აგრძელებს კოჰაბიტაციად მონათლულ „პინგ-პონგს“

NEWS.GE 06.03.2014 სახალხო პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ რეგიონებში, მერობის კანდიდატისთვის საკრებულოს წევრად კენჭისყრის აკრძალვის ნორმის შეტანა საარჩევნო კოდექსში, იურიდიულად კარგად შეფუთული პოლიტიკური უმსგავსობაა, რომელიც მიმართულია კოჰაბიტაციად მონათლული ,,პინგ–პონგის” გასაგრძელებლად. „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის, საკუთარი კანდიდატის მერის პოსტზე წარდგინებაზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თქვა უარი, ოდნავ მაინც კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის – 26.07. 2010

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალი: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს [...]

ვინც დადუმდა როდესაც შეეძლო და უნდა ელაპარაკა ის განიხილება მომხმრედ! – 2012

  ქართველთა    სიძლიერე    მიწასთან მარადიულ  ურთიერთობაშია რომაული სამართლის ეს სენტენცია საგანგებოდ გამოვიტანეთ სათაურში, რათა ამით ხაზი გავუსვათ შექმნილი ვითარების უკიდურეს სიმწვავეს. მეტის დაყოვნება აღარ შეიძლება, კატასტროფა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. სადღეისოდ დამღუპველი პროცესების აპოლოგეტობას ცოტა თუ ბედავს, უმრავლესობა დუმს და ჰგონია, რომ პილატეს პოზიციაში ყოფნით თავს დაიძვრენს. სწორედ მათ გასაგონად სათქმელია ის, რომ “ვინც დადუმდა [...]

gerbebi_Page_6

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? – 21.10.2009

ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი. საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად [...]

პედაგოგიკის საფუძვლები – წმ. ილია მართლის მიხედვით

დღვევანდელ დღეს, როცა ადამიანებს ჩვენს აზრებსა და შეგრძნებებში დაკარგული გვაქვს სულიერ სამყაროსთან კავშირი, ჩვენთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს ჩავწვდეთ თუ რა არის ადამიანის არსება, რა დანიშნულება აქვს ამ არსებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე და რა ელის მას გარდაცვალების შემდეგ. საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს მისწრაფება გაიბას ძაფები, აღდგეს კავშირი ღმერთთან და ამ გზით შესაძლებელი გახდეს დედამიწაზე სწორი ურთიერთობა. სწორედ ჯანმრთელი [...]

სააკაშვილმა 26 მაისი ჩაწიხლა – 27.05.2011

ახალი თაობა  #124  27.05.2011 შორენა კოწოწაშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახალხო კრების აქცია ფაქტობრივად გეგმის გარეშე მოქმედებდა და ის სათანადოდ ორგანიზებული არ იყო. გიორგაძე არ მალავს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკურ კურსს არ იზიარებს, თუმცა აქციებს ესწრებოდა, რადგანაც მიაჩნია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს. რა გამოკვეთა 25 მაისს, ღამით, აქციის დარბევით სააკაშვილმა და [...]

ვულოცავ სააკაშვილს: მან მართლმადიდებლობისათვის დევნილი პატიმრები გაიჩინა!

გვესაუბრება სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე: _ იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა მოხდა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში”, უნდა გავიაზროთ, როგორ ებრძოდნენ მართლმადიდებლობას საქართველოში. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში მორწმუნეებს პირდაპირ ხვრეტდნენ! შემდეგ მრევლს, მართალია, კედელთან არავინ აყენებდა, მაგრამ თუ ღიად მორწმუნე იყავი, ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდი, ვერც სამსახურეობრივ კარიერას მოიწყობდი, უცხოეთში გამგზავრებაზე რომ არაფერი ითქვას!

მიწა ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი სივრცე

რუბრიკა _ ღია წერილი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირება, იმის გამო, რომ საქართველოში  არ  აღირიცხება  მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 3025.8 ათას ჰა-ს. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათას ჰა. სად დაიკარგა 2187.6 ათასი [...]

Powered by WordPress