,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანა დაპირისპირებამდე მიჰყავს. თავის მხრივ, ნაცმოძრაობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ დესტაბილიზაცია და ოპოზიციის განადგურება მმართველი კოალიციის ინტერესებშია. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არეულობისა და ქაოსისკენ ნაბიჯები მიზანმიმართულად იდგმება. მამუკა გიორგაძე: - საქართველოს საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე: ან უნდა აღმოვჩნდეთ ქაოსის მორევში, იმიტომ, რომ ეს [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
,,ხელისუფლება თავიანთი არასწორი მოქმედებებითა თუ უმოქმედობით რუსეთის ინტერესებს ატარებს“
ტრაგი-კომედია პირობითი სახელწოდებით _ “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”.
განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა ცხადად დაგვანახა, რომ ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია, თავის სატელიტ პოლიტიკურ, არასამთვრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ქართველი ხალხი მოწყვიტონ რეალურ პრობლემებს, ქმნიან ხელოვნურ დაძაბულობას და ცდილობენ ამ ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, ანუ განიმტკიცონ ძალაუფლება, გავლენა და უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა, ისევ ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაზარალებულის როლში აღმოჩნდება.
„ქართული პლატფორმა“: პოლიტიკური პროცესები სამართლებრივი სივრციდან არ უნდა გავიდეს!
„ქართული პლატფორმის“ მიმართვა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეშფოთებულია ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა წამებისა და გაუპატიურების ამსახველმა კადრებმა ნეგატიური ემოციური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა, არავის აქვს უფლება, სახელმწიფოს ფუნქცია იკისროს და არაცივილიზებული მეთოდებით ეცადოს სამართლიანობის აღდგენის ილუზიის შექმნას ქვეყანაში. „ქართულ პლატფორმას“ მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არათუ ანეიტრალებს [...]
ქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოფიციალურად დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა. განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველა სფეროშინაცვლად პოზიტიური მოლოდინისა, ადგილი აქვს სრულ რეგრესს და უკანდახევას, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტის უმოქმედობას უკავშირდება. მეტიც, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე მიმოვიხილავთ ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობის მთავარ დარგს - ენერგეტიკას და [...]
მიწა უფლის მიერ მობარებული ფასდაუდებელი ღირებულსაგანია
პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე, ქსუ პროფესორი საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცო¬ბრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი არსებობა-განვითარებისათვის, საზოგადოებრივი აღმშენებლო- ბისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
ოპერაცია “მავთულხლართები”-ს გამო
მოსაზრება (22.07.2015) გაურკვეველი პროფლის მინისტრი ბ-ნი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მშვიდად დასთანხმდა თავისი სამინისტროს დასახელებიდან სიტყვის “ინტეგრაცია” ამოღებას, რადგან ეს ცნება საქართველში რუსების ხელმძღვანელობით მოქმედი სეპარატისტებისათვის მიუღებელია, დღეს ეკრანიდან აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მავთულხლართების პერიოდული გადმოწევის პრაქტიკისათვის წინააღდეგობის გასაწევად საქართველოს იურიდიული საფუძველი არა აქვს.
დროა გამოვფხიზლდეთ
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთის აგენტურა საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებებში წარმატებით ახერხებს მათი ხელით “ოპოზიციური” აქციების რეპრესირების ორგანიზებას იმგვარი ბარბაროსული ფორმებით, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიასთან და, შესაბამისად, საქართველოს მონაწილეობასთან დასავლეთის პოლიტიკურ, სათავდაცვოსა და ეკონომიკურ სტრუქტურებში. ასეთი იყო, მრავალთა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ მხუთავი (და არა ცრემლმდენი) გაზის გამოყენება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე [...]
მამუკა გიორგაძე: ამ ჩანაწერების გავრცელების მერე, საბოლოოდ გაიყო ეროვნული მოძრაობა!
„სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე „რეპორტიორთან” საუბრისას მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალას - „ღირსების სასამართლოს” საკითხს გამოეხმაურა. გიორგაძეგანმარტავს – რას ასახავს რეალურად აღნიშნული კადრები და რა იყო მისი წინაპირობა. „ეს იყო შიდა მოხმარებისთვის გადაღებული ფირი. შეხვედრა უკავშირდება 1988 წლის აქციას, რომლის თაობაზეც მწირი ინფორმაცია აქვს ახალგაზრდობას. ამ დროს საზოგადოება დგას არჩევანის წინაშე – ერთი მხრივ არის ეროვნული მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და მეორე მხრივ [...]
მამუკა გიორგაძე – ალასანიას განცხადებაზე, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა
მამუკა გიორგაძე - ალასანიას განცხადებაზე, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა. _ აქ ალასანია იმაში ცდება, როცა აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი შეიცვალა. არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ასე იყო ალასანიას დროსაც. როცა ალასანია იყო კოალიციის წევრი და თავდაცვის მინისტრი, როცა ალასანია მონაწილეობდა საარჩევნო პროგრამის და სამთარობი პროგრამის განხორციელებაში, მაშინაც იგივე ხდებოდა. კურსის ცვლილებას ადგილი არ აქვს. [...]
ს პ ი რ ი დ ო ნ კ ე დ ი ა – ჩვენი სინამდვილის ანალიზიდან
საქართველოს ეროვნულ_დემოკრატიული პარტიის პირველი თავმჯდომარე წერილი ამოღებულია გაზეთ “საქართველოდან” (1915 წ. #110) რანაირიც გინდა იყოს საქართველოს აწინდელი ეთნოგრაფიული შინაარსი, ერთი რამ სავალდებულოა: საქართველო უნდა იგულისხმებოდეს ერთ ეროვნულ კომპაქტურ მთელად, რომელიც შექმნილია ერთი მოდგმის ხალხისაგან. მისი საზღვრები უნდა უწევდეს, ვიდრემდე ქართვლის ეთნოგრაფიული ელემენტი მიდის. ამ კანონიერ საზღვრებით შემოსაზღვრულ საქართველოში დღეს უცხო ტომებსაც ჰპოვებთ, ვისაც არც ჩვენ [...]