Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის – 26.07. 2010

ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევას კრახი ელის ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალი: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს [...]

სააკაშვილის რეზერვი – შეიარაღებული ფორმირებები ახალი შეფუთვით და ძველი, საშიში და დანაშაულებრივი ფუნქციებით – 2012

სახალხო პარტიის განცხადება სააკაშვილის რეზერვი – შეიარაღებული ფორმირებები ახალი შეფუთვით და ძველი, საშიში და დანაშაულებრივი ფუნქციებით სააკაშვილის მიერ ახალი შეიარაღებული ფორმირებების (ე. წ. რეზერვისტები) შექმნის პროცესი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს. ნათელია, რომ ამ გასამხედროებული ფორმირებებით ვერანაირი სამხედრო ამოცანები ვერ გადაწყდება. ასევე, არაა დასაბუთებული მათი სახელმწიფოებრივი დანიშნულებაც. მაშ, რისთვის შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა ზონდერ-ბრიგადები, [...]

სახალხო პარტია ხელისუფლებას უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდებს

„სახალხო პარტია“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. NEWS.GE 03.03.2014 განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცის მხრიდან უკრაინის სამხედრო ინტერვენციისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულად ძაბავს რეგიონში ვითარებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე სერიოზული საფრთხე ემუქრება უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჯანსაღ და დემოკრატიულ მდგრად განითარებას, რომელიც ემოციურ ფონზე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებების შესაძლებლობას ზრდის, რაც, თავის [...]

ტელესტუდია “კავკასიაში” მომხდარის გამო – 10.05. 2010

ქართველი ინტელიგენცია (და არა კომუნისტური ფორმაციის ფსევდოინტელიგენცია), ქართული გონებისა და სულის ელიტა (და არა კომუნისტური და, სამწუხაროდ, პოსტკომუნისტური დროის კორუმპირებული ფსევდოელიტა) და ქართველი საზოგადოება მთლიანად იწუნებს ხელისუფლების პოლიტიკის ამ მიმართულებას საერთოდ და მის ლაშქრობას ქართული ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ კერძოდ. ქართველ საზოგადოებას აქვს იმის ამომწურავი არგუმენტაცია, რომ ლაშქრობა საქართველოს ტრადიციული ეროვნული ჰუმანური ღირებულების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლურს [...]

საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსისა და საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობისაგან 20.01.2009

1. საქართველოს ხელისუფლება მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ღიად აცხადებს მზაობას, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჰესი – ენგურჰესი  (სიმძლავრით საქართველოს ჰესების 50%-ზე მეტი) _ გადასცეს რუსეთს, რომელიც ამჟამად საქართველოსთან შეტევითი დამპყრობლური ომის მდგომარეობაშია, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის წართმევას ცდილობს და, ყველა ნიშნის მიხედვით, გეგმავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დაშლას, მისი ეკონომიკის დანგრევას და მის შეძლებისდაგვარად შორსმიმავალ დეპოპულაციას.

მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი 2012

რუსეთის ანუ კრემლის (ეს სახელწოდება შინარსს უკეთ გამოხატავს) იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კავკასიის კონტროლი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამას ყოველთვის აცნობიერებდნენ კრემლის იდეოლოგები. საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო არა მარტო იმპერიის გარე ველის, ე.წ. სოციალისტური ბანაკის რღვევა და საბჭოთა კავშირის დაშლა, არამედ ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის ფედერაციის [...]

ეროვნულ პარტიათა ალიანსი აფრთხილებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას – 2012-03-08

I. რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ და ამ კურსის შემდგომი გაღრმავების ჯიუტმა მცდელობამ იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განვითარებული მსოფლიოს პოზიცია ცალსახაა: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ნაწილთა ოკუპაცია და უნდა გააუქმოს მათი ყალბი `დამოუკიდებლობის~ ცნობის აქტები. ამ მძიმე ჩიხიდან გამოსასვლელად რუსულ იმპერიას ორი გზა რჩება: მან ან უნდა ხელი აიღოს თავის თავხედურ დამბყრობლურ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ ან [...]

გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს

თქვენო აღმატებულებავ 2008 წლის აგვისტომდე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე აფხაზეთი იხსენიება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ‘აფხაზეთი, საქართველო~ და ექსპლიციტურად აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამავე დროს, იხმარება გამოთქმა ‘კონფლიქტის მხარეები~ და დაკონკრეტებულია, რომ ეს მხარეები არიან ‘აფხაზური მხარე~ და ‘ქართული მხარე~. ეს გამოთქმა შეიძლება გაგებულ იქნას ორი სრულებით [...]

ეროვნული პარტიები მოვითხოვთ – 17.05.2010

                           განცხადება საქართველოს ეროვნული პოლიტიკის პარტიებად თავს ვრაცხთ, ვინც ვშრომობთ და ვიბრძვით, რათა საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც  _ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ – გაეროს მიერ 1992 წელს აღიარებულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფომ – ქართულმა სახელმწიფომ, ანუ ისეთმა სახელმწიფომ, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება სალიტერატურო ენით – სრულყოფილად [...]

სახალხო პარტიის განცხადება – 08.05.2010 წ

საქართველოს სახალხო პარტია გამოთქვამს მტკიცე პროტესტს ქვეყანაში განვითარებული  მოვლენების გამო, კერძოდ,    სახეზეა ფაქიზ  რელიგიურ  გრძნობებზე  თამაშის  მცდელობა და ქვეყნის ცივილიზებული სამყაროს წინაშე შეუმდგარ და არასტაბილურ სახელმწიფოდ წარმოჩენისა, რომელთანაც პარტნიორობა შეუძლებელია.

Powered by WordPress