განცხადება
საქართველოს ეროვნული პოლიტიკის პარტიებად თავს ვრაცხთ, ვინც ვშრომობთ და ვიბრძვით, რათა საქართველომ თავი დაიმკვიდროს, როგორც _ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ
- გაეროს მიერ 1992 წელს აღიარებულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფომ
- ქართულმა სახელმწიფომ, ანუ ისეთმა სახელმწიფომ, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება სალიტერატურო ენით
- სრულყოფილად სამართლებრივმა სახელმწიფომ
- დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ანუ იმგვარმა სახელმწიფომ, რომელიც დამყარებულია ხელისუფლების წარმომადგენლობითობაზე, მოქალაქეთა თანასწორობაზე კანონის წინაშე, სასამართლო ძალის დამოუკიდებლობაზე, აზრისა და პოზიციის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც ვერ შეიზღუდება ვერაფრით, გარდა კანონისა, და ორიენტირებულმა მოქალაქეებისათვის, აგრეთვე უცხოელთათვის საქართველოს ტერიტორიაზე. ადამიანის პირად ინტერესეთა სავალდებულო დაცვაზე იმ მინიმალურ ფარგლებში მაინც, რასაც “ადამიანის ადამიანურ უფლებათა” სათაურით კოდიფიცირებული ნორმები გულისხმობენ.
ჩვენს თანამოაზრეებად, თანამშრომლებად და თანამებრძოლებად ვსახავთ იმ პირებს და იმ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელნიც ამავე მიზნებს ისახავენ.
||. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება
- პრაქტიკულად, მხილებულია ერისა და სახელმწიფოსადმი ორგულობაში რუსეთის სასარგებლოდ.
- სახელმწიფოს სათავეში მოსულია უცხო ძალების საშუალებით და ძალაუფლებას ინარჩუნებს არჩევნების ტოტალური (სრული) გაყალბების საშუალებით.
- მართავს მიუღებელი მეთოდების (ტერორი, ტელეეკრანის მონოპოლიზაცია, სახელმწიფო რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის და ა.შ.) საშუალებით.
ამიტომ სასიცოცხლო აუცილებელ საქმედ მმიგვაჩნია მისი შეცვლა ვადამდელი და რეალური არჩევნების გზით.
|||. საქართველოს ხელისუფლების დამნაშავეობა საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე არ აუქმებს მის სრულ ვალდებულებას და უფლებამოსილებას, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წინაშე. ყოველგვარი მცდელობა საქართველოს ხელისუფლების შეცვლისა გარეგანი ჩარევით, რასაც ჩვენი დაკვირვებით, რუსეთი გეგმავს, არის პირდაპირი აგრესია, ხოლო ამ გეგმაში საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი მონაწილეობა სახელმწიფო ღალატი. მხედველობაში გვაქვს, პირველ ყოვლისა, იმ “პოლიტიკოსთა” საქმიანობა, რომელნიც რუსეთს “მოლაპარაკებას” უმართავენ მასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით მისი აგრესიის პირობებშივე, ხოლო საქართველოს შიგნით სამოქალაქო შეტაკების ორგანიზებაზე მუშაობენ, აგრეთვე იმ “საზოგადოებრივი ორგანიზაციების” მოქმედება, რომელნიც გეგმავენ ა.წ. 30 მაისს გარდაუვალად მოსალოდნელი ყალბი არჩევნების შემდეგ რუსეთის “მოწვევას” “გამშველებლის” როლში.
|ქ. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა საქართველოს დე ფაქტო მმართველი პირებისადმი მ.სააკაშვილის მეთაურობით, დაუყონებლივ მიიღონ ზომები რუსეთის დღიდან დღემდე მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ, სახელდობრივ
- შექმნან სამოქალაქო თავდაცვა ომის ახალგაზრდა და შუახნის ვეტერანთა ფართო რესურსების გამოყენებით, რათა მოსახლეობა დაიცვან პანიკისგან, რუსული დესანტებისგან და რუსეთის მიერ ორგანიზებული “ამბოხებისგან”.
- მიმართონ ერთა თანამეგობრობას, მსოფლიო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ფორმით.
- აღძრან საქმე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ხელმძღვანელობით ჩატარებული ქართველთა გენოციდის და ეთნიკური წმენდის გამო
- წარუდგინონ სხენებულ ადრესატებს მეცნიერულად დაფუძნებული არგუმენტაცია იმისა, რომ საქართველოს დანაწილებისთვის არც იურიდიული, არც მორალური, არც ისტორიული, არც ჰუმანური საფუძველი არ არსებობს. (შესაბამისი არგუმენტაცია ქართველ მეცნიერულ საზოგადოებას ხელთ აქვს.)
თუ საქართველოს დღეს მმართველი ხელისუფლება ამას იქმს, ეს იქნება დიდი შემსუბუქება მისი დღემდე ჩადენილი დანაშაულებისა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.
ქ. ვურჩევთ საქართველოს დღევანდელ მმართველებს, ახსოვდეთ, რომ ისინი ეჭვმიტანილნი არიან წინასწარ შეთქმულებაში იმათთან, ვინც დღეს რუსეთის დავალებით საქართველოში ქუჩის შეიარაღებულ დაპირისპირებათა ორგანიზებისათვის მუშაობს.
საქართველოს ეროვნულ
პარტიათა ალიანსი
17.05.2010