სახალხო პარტიის ინიციატივა გაზ. “რეზონანსი” 16.02.2013 მოსაზრება(16.02.2013) მამუკა გიორგაძე , პაატა კოღუაშვილი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თანდათან იძაბება. ხელისუფლების ცვლილების პროცესში ძალაუფლებისათვის ბრძოლა უფრო და უფრო საშიშ ფორმებს ღებულობს, რომელიც არსობრივად არა იმდენად პრინციპული პოლიტიკური დაპირისპირებაა, რამდენადაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა. საქართველო ასეთ ვითარებაში პირველად არ აღმოჩენილა. საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამდენჯერმე, ძალზედ [...]
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!
აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით თქვენო უწმიდესობავ! გილოცავთ, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 35 წლისთავსა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა ასეთი ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს [...]
სახალხო პარტიის განცხადება
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, მიმდინარეობს მხოლოდ მერკანტილური მოსაზრებებიდან გამომდინარე და დიდი ალბათობით, შედეგად მივიღებთ ისეთ ეკლექტურ გაერთიანებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პიროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იბრძოლებს.ამ მოლაპარაკებებში არსად ჩანს სახელმწიფოს ინტერესებზე მზრუნავი, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფების ხედვა პროცესების სწორედ წარმართვის შესახებ.
“სეპარატისტული მოძრაობები” მხარე არ არის
მამუკა გიორგაძე პაატა კოღუაშვილი ნოდარ ნათაძე ბადრი რამიშვილი თამრ ჩხეიძე აღმოსავლეთ საქართველოში მწირად მიმოფანტული ოსური მოსახლეობის მოტივირება ქართველი ერის, პირველ ყოვლისა _ ქართველი თავადაზნაურობის წინააღმდეგ რუსებმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყეს და სახელიც “სამხრეთ ოსეთი” მაშინვე (1802) შეთხზეს. ამ ყალბი გეოგრაფიული ერთეულისთვის საზღვრების მოხაზვა არ უცდიათ (ასეთად რაცხდნენ ყველა სოფელს, სადაც კი ერთი კომლი ოსი მაინც ცხოვრობდა). [...]
სახალხო პარტიის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნები, რომელსაც, შეიძლება ითქვას, კლასიკურ არჩევნებთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონია. დარღვეული იყო ყველა წესი და კანონი, პროცედურა, რაც არჩევნებს უნდა ახასიათებდეს, დაწყებული ამომრჩეველთა სიიდან, დამთავრებული ხმების დათვლით: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან, უსამართლო სასამართლო, მედიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის უამრავი ფაქტი და სხვ.
უკანონო ფარული ჩანაწერების საჯარო სივრცეში გამოყენებასთან დაკავშირებით -2012
უკანასკნელი დღეები საქართველოს საინფორმაციო სივრცეში უკანონო ფარული აუდიო- და ვიდეოჩანაწერების აქამდე არნახული მოზღვავებით იყო გამორჩეული. ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის თანამედროვე პირობებში ფარული ჩანაწერის არც გაკეთება წარმოადგენს პრობლემას და არც ფაბრიკა ცია თუ გავრცელება.
ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით
სახალხო პარტიის განცხადება ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებითსაქართველო მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას. გაჩნდა რეალური შანსი, გავანთავისუფლოთ ქართული სახელმწიფო სააკაშვილისა და მისი “ნაციონლური მოძრაობის” დიქტატისგან, რომლის უმთავრესი მიზანი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებაა. სააკაშვილის ტირანია სხვა მის ხელთ არსებული რესურსების გარდა მისი ნასუფრალით ნაკვები ფსევდოოპოზიციის საქმიანობასაც იყენებს, რომელთაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი დეზორგანიზების, საეთერო სივრცის [...]
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
სახალხო პარტიის განცხადება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვარდების რევოლუციად წოდებული 2003 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ატარებდა ანტისახალხო პოლიტიკას და დღესდღეობით კლასიკურ ტირანიად ჩამოყალიბდა. არავითარი ილუზია, იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი ნორმალურთან ოდნავ მაინც მიახლოებულ არჩევნებს ჩაატარებს, საქართველოს სახალხო პარტიას არ აქვს.
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ღალატის მცდელობის მორიგი ნაბიჯი – 21.07.2012
ნოდარ ნათაძე პაატა კოღუაშვილი მოსაზრება მამუკა გიორგაძე თამარ ჩხეიძე საქართველოს ერთერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ანალიტიკურსა და მიმოხილვით წერილში ინგლისურ ენაზე სათაურით “რეტროსპექტივა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციისა” (9 მაისი, 2012 წელი), ინტერნეტით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის სფეროდან, რომელსაც ძალუძს საგარეო პოლიტიკაში და საშინაო პრობლემების რეგულირების საქმეში საქართველოს [...]