უკანონო ფარული ჩანაწერების საჯარო სივრცეში გამოყენებასთან დაკავშირებით -2012

gerbebi_Page_6
  • უკანასკნელი დღეები საქართველოს საინფორმაციო სივრცეში უკანონო ფარული აუდიო- და ვიდეოჩანაწერების აქამდე არნახული მოზღვავებით იყო გამორჩეული.
    ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის თანამედროვე პირობებში ფარული ჩანაწერის არც გაკეთება წარმოადგენს პრობლემას და არც ფაბრიკა

    ცია თუ გავრცელება.
    რაც არ უნდა რეალურ ფაქტებს შეიცავდეს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს მოწოდებული ინფორმაცია, მსგავსი მეთოდის დანერგვა სახიფათოა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მდგრადობისათვის. საჯარო სივრცეში, სასამართლოს გარდა, მსგავსი ჩანაწერების გამო დისკუსიის დაშვება, მსგავსი ჩანაწერებით ხელმძღვანელობა, ან, თუნდაც, მსგავსი ჩანაწერების საკუთარ შეხედულებებზე გავლენის მოხდენის დაშვებაც კი საზოგადოებას თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ტყვედ აქცევს და ჩვენით მანიპულირების დამკვიდრების საშუალებას წარმოადგენს.
    სიბინძურე, რომელიც მოედინება ამგვარი ჩანაწერებიდან, გასვრის და დაავადებს თითოეულ ჩვენგანს. თუკი ჩვენ ასეთი ჩანაწერების განხილვას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ თითიეული ჩვენგანის საქმიანი, პირადი, ოჯახური (მათ შორის თუნდაც, ინტიმური დეტალები), თუ მეგობრული მიკროსივრცე აღმოჩნდება განსაჯაროებული და ამდენად, დაუცველი. ამასთან მიბმული და მართვადი ვეყოლებით მათ, ვისაც ამის გაკეთების ფინანსური და ტექნიკური საშუალებები გააჩნიათ (ისინი ამას ჩვენი სიკეთისათვის რომ არ აკეთებენ, ფაქტია).
    ვთქვათ უარი მდაბალ ადამიანურ ცნობისმოყვარეობასა და სხვის სამზარეულოში ჭვრიტინის ცდუნებაზე. თუ ღვთისგან ბოძებულ გონებას ოდნავ მაინც გავავარჯიშებთ, ფარული ჩანაწერების გარეშეც, ნებისმიერ პიროვნებაზე თუ პარტიაზე შევძლებთ შევიქმნათ ზუსტი შეფასება, მათი საჯარო საქმიანობის მიხედვით.
    საქართველოს სახალხო პარტია დაბეჯითებით მოუწოდებს საქართველოს საზოგადოებას უარი თქვას საჯარო სივრცეში ფარული ჩანაწერების განხილვაზე მათი უგულვებელყოფის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით ადამიანებს შორის უნდობლობის, ტოტალური ურთიერთგაუცხოებისა და საზოგადოების დეზინტეგრაციის საფრთხის წინაშე, რაც, საბოლოო ჯამში, უსერიოზულეს გამოწვევად იქცევა თითოეული ჩვენგანისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.

    სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე
    28 სექტემბერი 2012 წელი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress