ჯერი მოსდგომია ჩვენს თაობასაც! სულიერი განცდანი საცხოვრებელ წყაროთა დაკნინებით აჩქარებენ აყრას ამა სოფლიდან იმ ასაკში მყოფთაც, რომელთაც ჩვეულსა და რიგიან პირობებში შეეძლოთ კიდევ გაეხანგძლივებინათ სიცოცხლის დღენი. . . თვითოეულ ქართველ მებრძოლ ემიგრანტს ბოლშევიკები ჰპარავენ სულ ცოტა, ათ წელიწადს: ესეც ანგარიშში ჩასაგდები გახდება მიგების დღეს! აწ განსვენებული ალექსანდრე ასათიანი არ იყო სასიკვდილოთ განმზადებული და განწირული: მაგარი [...]
Archive for the ‘ეროვნული მოძრაობა’ Category
ერის გუშაგი რ. ინგილო ივერია #7 07 1954 (ალექსანდრე ასათიანის ხსოვნას)
მარქსიზმ-ლენინიზმის ძლიერება და უძლურება ს. ჭირაქაძე
ივერია #14 1971 პარიზი თანამედროვე ეპოქა შეუძლებელია გავიგოთ ისე, თუ მარქსის დოქტრინა სწორად არ იქნება გაგებული, როგორც მისი მიმდევრების, ისე მოწინააღმდეგეების მიერ. „მეცნიერული სოციალიზმი“ დასაბამს მარქსიდან იღებს. უმანდელი სოციალიზმი „უტოპიად“ იქნა გამოცხადებული. ჩვენთვის ორთავე უტოპიაა. ეს სრულებით ხელს არ უშლის, სოციალისტური მოძრაობა ინტერნაციონალური მასშტაბით ძალზე განვითარებულიყო და მთელს ჩვენს პლანეტას ერთბაშად მოდებოდა, განსაკუთრებით, 1917 [...]
იძულებითი ერთა სოლიდარობა – ივერია #8 1956 პარიზი ს. ჭირაქაძე
კომუნისტურმა პრესამ კვლავ დასვა დღის წესრიგში ერთა სოლიდარობის საკითხი. აქედან ნათლად სჩანს, რომ მათ მიერ მრავალჯერ დადასტურებული და დაკვეხნილი ერთა თანასწორობა და ინტერნაციონალური თანხმობა, ისეთივე მითია, როგორც ბევრი სხვა რამ. იმ წლის 20 სექტემბრის გაზ. „კომუნისტ“-ში დაბეჭდილია გ. ჟვანიას ვრცლი წერილი „ბრძოლა პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლენინური პრინციპებისათვის“.
როგორ აწამეს ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე და რას შეახვედრა ის ბედისწერამ მეტეხის ციხეში
2015-02-09 “თბილისელები” თამუნა ნიჟარაძე ლიზიკო ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი იყო, რომელმაც დახურულ გულაგებში უმძიმესი 28 წელი გაატარა. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა, სამშობლოს თავისუფლებისათვვის ბრძოლა „მემკვიდრეობით” ერგო მამისგან, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე გახლდათ. ბედისწერამ კი მას შვილი მეტეხის ციხის საკანში „შეახვედრა”. როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის მოწამეობრივი გზა, ამის შესახებ ცნობილ კინოდოკუმენტალისტს, პროფესორ [...]
რატომ სჭირდება ქვეყანას ელექტრონული მთავრობის სისტემის დანერგვა
აბულაძე რატი, პროფესორი კოღუაშვილი პაატა, პროფესორი ბოლო ათწლეულში, ქართული საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა ელექტრონული მთავრობის სისტემა, რომელიც თითოეული მოქალაქის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ელექტრონული მთავრობა მართვის თანამედროვე მეთოდია. იგი ყოველ მოქალაქეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებლით უზრუნველყოფს.
დიახ, ერთობა!
მარგველაშვილი ტ. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოველთვიური ორგანო. რედაკტორი სპ. კედია წელიწადი მეორე # 2 1933 წ პარიზი იანვარი თანამეროვე ქრისტიანული კულტურის დასაბამიდან, კაცობრიობას თან სდევს უდიდესი პრობლემა სოციალურ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისა, რომლის ფესვები შორს, ისტორიის წინადროებათა ვითარებაშია ჩაქსოვილი. ამ პრობლემის მთავარი გამოხატულება მოქალაქეთა უფლებრივი გათანაბრება და საზოგადოებრივ მდგომარეობათა გათანასწორება უნდა ყოფილიყო _ დამოუკიდებლივ [...]
ახალი შემოტევა აფხაზეთში
მოსაზრება (09.06.2014) რეზონანსი ნოდარ ნათაძე მამუკა გიორგაძე პაატა კოღუაშვილი ორიოდე კვირის წინ ევროპის ყველაზე პოპულარულმა არხმა – “ევრონიუსმა” – აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური აქტივობის კონტექსტში გააჟღერა ცნობა, რომ აფხაზეთი, რომელიც “1925 წლამდე საბჭოთა კავშირში შედიოდა, როგორც ცალკე რესპუბლიკა”, 1925 წელს საქართველოში შევიდა ავტონომიის სახით. მაყურებელს არ მიეწოდა პარალელურად ის ინფორმაცია, რომ აფხაზეთი, როგორც ტერიტორია, ყოველთვის [...]
ტანჯვათა ტიტანი – დოსტოევსკი
მერაბ კოსტავა ლურჯად ლივლივებს ზეცა უზადო, ირკალებიან სტეპნი დონისა, გაშიშვლებულა დიდი რუსეთი როგორც მეძავი ბაბილონისა. ნუთუ ფორტუნას ჰყავს ატანილი და თავს საკუთარს ვეღარ იპოვის… როდემდე გასტანს აუტანელი უსულგულობა ჩინოვნიკობის.
26 მაისი – მერაბ კოსტავა
ძმანო და დანო, უძვირფასესო მოყვასნო ჩემნო! მოგილოცავთ ქართველი ერისათვის უსანუკვარეს თარიღს, 1988 წლის 26 მაისს, დღესასწაულთა შორის დიახაც გამორჩეულს_საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების 70 წლისთავს. ამ ღირსად შესარაცხ დღეს ქართველობამ განიცადა ის დიდი სიხარული, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რომ არ ღირსებია. მე-15 საუკუნიდან სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, რომლის მთლიანად დამორჩილება ამ ხნის მანძილზე მეგობრის ნიღბით მოვლენილი [...]
პირობები იცვლება, ბრძოლა გრძელდება – სამშობლო #11 04 1932 პარიზი
ალ. ასათიანი საქართველოს ბრძოლა გრძელდება. წელი-წელს მისდევს და მსხვერპლი _ მსხვერპლს ემატება. ამ ახალი ბრძოლის ათის წლის თავი უკვე გავიარეთ და ამ ბრძოლაში გაწეულ მსხვერპლის რაოდენობა კვლავ აღვრიცხეთ და გადავითვალეთ. ის ფრიად დიდია. ხოლო ბრძოლა კვლავ გრძელდება და მისი დასასრულის მიჯნა კვლავ არ სჩანს. ადამიანის ცხოვრების მანძილი მოკლეა, და ბუნებრივია, რომ ათეულ წლის გამუდმებულ და [...]