I
რაკი ჩვენს ღარიბს ლიტერატურაზედ და ეხლანდელს მწერლობაზედ დაიწყებ სადმე ლაპარაკსა, მაშინვე რაღაც მოდუნებულის პირის მთქნარებითა და, თითქო რაღაც სიმზაკვრით სავსეს სიხარულითა, მოგახლიან ხოლმე: ეხლანდელს მწერლებს ენა არ უვარგათო.
მეც, ცოტად თუ ბევრად, ამაზედ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი ეს მინდა ვიკითხო: გვაქვს კი ენა, რომ ვიწუნებთ კიდეც?..
ვიცი, ამ ჩემს, პირველ შეხედვით უსაფუძვლო, კითხვაზედ მე ბევრი თქვენგანი, მკითხველო, მასხარად ამიგდებს; მაგრამ აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მისმინე. მე წინათვე ვიცი, რომ მასზედ, რასაც მე ვიტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი, მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს. რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმა, თუ დაო, რომ “თქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”-ო, ჩვენის პოეტის არ იყოს.
ვრცლად »