პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია

12.08.2013 “პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია” 17:00

pirweli.com   12.08.2013

“სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის შეფასებით, პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია.
ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს ამერიკულ სამხედრო ხომალდზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გასაუბრების კომენტირებისას განუცხადა.


“პრეზიდენტის და პრემიერის ეს პოლიტიკური კინკლაობა, სამწუხაროდ, ამაზრზენ ფორმებს იღებს, საიდანაც მარტივი გამოსავალია, თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პრემიერი საეჭვოა საქართველოსთან მიმართებაში და ეჭვებს აღძრავს მისი ქმედებები, მაშინ, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება გაათავისუფლოს თანამდებობიდან პრემიერი. ამავე დროს, თუკი, პრემიერს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი არის არაკომპეტენტური, პრემიერს აქვს ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ განახორციელოს ისეთი პოლიტიკური ქმედებები, რომელიც აიძულებს ამ უკანასკნელს თანამდებობის სასწრაფოდ დატოვებას”, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ის ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, პრემიერის და პრეზიდენტის მხრიდან, საქართველოს აკნინებს საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო პარტნიორობისთან დაკავშირებით შანსებს უფრო ამცირებს.
თამუნა ტყემალაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress