1458628014_mamuka-giorgadze-axali

გერმანული მოდელი დამღუპველია საქართველოსთვის!

“ივერიონს“ ესაუბრა “სახალხო პარტიის “ლიდერი მამუკა გიორგაძე

-ბატონო მამუკა, რას ნიშნავს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ქართული პოლიტიკური პარტიების ფორმირებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ?

-უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ქვეყანას თავისი განვითარების მოდელი აქვს, რომელიც მისაღებია მისთვის თავისივე გენეტიკური, პოლიტიკური თუ კულტურული განვითარების მიხედვით. რომელიმე ქვეყნის მოდელის ბრმად გადმოღება, მით უმეტეს, მისი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ელემენტისა, არ გამოდგება! ვრცლად »

SONY DSC

კონგრესმენის შეფასება სერიოზული გზავნილია – სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მთავარია პოლიტიკური ნება

მარიამ მჭედლიშვილი  ”ახალი თაობა” 25.04.2016
ამერიკელ კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებამ ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ვრცლად »

ლოგო

ბ-ნო პრემიერო, როდემდე უნდა გვატყუოს ენერგომაფიამ?

ენერგეტიკის სამინისტროს შევახსენებთ:

- წინა პერიოდის ლარის გაუფასურების გამო ,,სემეკმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა დენის ტარიფი, თუმცა ამ ტარიფში გაზის მომხმარებელ ერთადერთ მდგენელს, თბოელექტროსადგურს გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ფასი არ გაუზარდა;  ,,სოკართან“ დადებული ახალი ხელშეკრულებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოწოდებული  სოციალური გაზის ფასი, თუმცა არ სახელდება რამდენით (ჩვენი იფორმაციით 50 ა.შ.შ. დოლარი). ვრცლად »

paata-koruasvili-1

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის კორექტირება აუცილებელია

პაატა კოღუაშვილი

             საქართველოს ს/მ მეცნიერებათა

აკადემიის ნამდვილი წევრი

               მეჩაიეობა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დასაქმებული იყო 180 ათასამდე კომლი. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი (68 ათასი ჰა) ინტენსიურად მცირდებოდა და  საბოლოოდ   დარგი სრული განადგურების საშიშროების წინაშე დადგა.  ამის მიზესს ერთის მხრივ – სახელმწიფო ქონების, კერძოდ გადამმუშავებელი საწარმოების პრივატიცაციის წარმართვის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები, ხოლო მეორეს მხრივ, მეჩაიეობის დარგის განვითარების არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის პროგრამები წარმოარგენს. კერძოდ, არ განხორციელდა ჩაის ფოთლის წარმოებისა და გადამუშავების ვრცლად »

ლოგო

ნატოს სამიტზე ელოდებიან საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელს და არა თინა ხიდაშელს.

14 აპრილსს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა „რესპუბლიკელ“ ვახტანგ ხმალაძის განმარტება, რომელშიც იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოსდა თინა ხიდაშელის მონაწილეობა ნატოს ვარშავის სამიტზე სახელმწიფო აუცილებლობას, „რათა იქ გატანილი იყოს ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და მონაწილეობით მომზადდა“, თითქოსდა შესაძლებელია გაჩნდეს რაიმე კითხვები თუ მან ეს იქ არ წარადგინა (იგივეს გვიმტკიცებდა “თავისუფალი დემოკრატები ი. ალასანიასთან მიმართებაში).

ვრცლად »

ლოგო

თუ პარლამენტი ძილს არ მიეცემა

(“სამხრეთ ოსეთის” არსებობის იურიდიული საფუძველი ნულის ტოლია)

საქართველოში “ოსეთად” სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტებისა და არეა­ლე­ბის მოხსენიება დღემდე მომხდარია მხოლოდ რუსი ოკუპანტების მიერ, დაწყე­ბული 1802 წლიდან (გენერალი კნორინგი). მათი ტენდენცია იყო ზედსართავი სახელის `ოსური~ (Осетинский (ая)) წოდება ადმინისტრაციული ერთეულებისათვის, ხოლო საბოლოო მიზანი _ საქართველოში თავის საყრდენად ოსი მოსახლეობის მასივის შექმნა.

1. პირველმიზეზი ამ პოლიტიკისა ის იყო, რომ XVIII-XIX საუკუნეებში ოსები იყვნენ ჩრდილო კავკასიის ერთადერთი მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთს ამ რეგიონის დაპყრობაში. `ოსურს~ არქმევდნენ იმ ადგილებს, სადაც ოსები ცხოვრობდნენ რაგინდარა უმნიშვნელო უმცირესობით, და არა იმას, სადაც უმრავლესობაში იყვნენ (უმრავლესობაში ისინი არცერთ დასახლებულ პუნქტში არ ცხოვრობდნენ, მითუმეტეს _ არცერთი მთა ან ხეობა ან სოფელი არ სჭერიათ მთლიანად. რუსეთის ეს პოლიტიკა გრძელდება ახლაც. 2015 წლის მანძილზე მათ საქართველოში ხელოვნურად შექმნეს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ოსური ეროვნებისა. ყოველივე თქმული მეცნიერებაში უხვად და ცალსახად დოკუმენტირებულია. ვრცლად »

giorgadze-1

წინასაარჩევნოდ ჩვენ გაგვხადეს ბულვარული სპექტაკლის მონაწილენი

„ტრაგიკულია, როცა წინასაარჩევნოდ ჩვენ არ ვმსჯელობთ  სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე“

მარიამ მჭედლიშვილი  ’ახალი თაობა’ 9.04.2016

რა ცვლილებებია იმით, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიები ცალ-ცალკე იღებენ მონაწილეობას არჩევნებში? ამაზე სხვადასხვა აზრი გამოითქმის. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამით ფაქტობრივად არაფერი იცვლება

მამუკა გიორგაძე: ვრცლად »

SONY DSC

ამერიკის სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ 9 აპრილის ტრაგედიას

მანანა ნოზაძე    For.ge     2016-04-09 09:13:25  

ტრაგედიიდან 27 წლის თავზე IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პირველად გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს შეეხება.

ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული ეს დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს და იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. ვრცლად »

ლოგო

ოცნებას მისი “თავმოყვარე და თავმომწონე უთავოები” დაღუპავს

2016 წლის 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე,  ქართული ოცნების “წარმატებულმა და გამორჩეულმა სახემ” – ზაქარია ქუცნაშვილმა – დააანონსა 2050 წლამდე საქართველოს ჰარმონიული განვითარების სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია 31 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება.

ამ პერსონამ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უამრავ სიბრიყვესთან ერთად, საკუთარი შეფასებებიც მოგვართვა კოალიციაში მიმდინარე პროცესებისა თუ საერთო პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ.

რესპუბლიკელთა მოუზომელი ამბიციების შეფასებისას კი მან მაგალითად მოიყვანა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და განაცხადა: “მაშინ სახალხო პარტიამ იმდენად დიდი ქვოტა მოითხოვა ოპოზიციურ გაერთიანებაში, რომ საბოლოოდ ზერო მიიღოო”. ვრცლად »

SONY DSC

რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა საქართველოში

„საზოგადოების ეროვნულ-რელიგიურ ნაწილს ბნელების იარლიყებს აწებებენ“

მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” 23.03.2016

რუსეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოში ბევრმა აღიქვა რუსეთის ახალ ტონალობად, რომლითაც ის სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთის მოქმედებებსა და მისი წარმომადგენლების განცხადებებში ახალი არაფერია.

მამუკა გიორგაძე:

_ რუსეთის მხრიდან ახალი ნოტები ვერ დავინახე. რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაში ცვლის ფორმებს, თორემ შინაარსი უცვლელია. აბაშიძე-კარასინის ფორმატის თითქმის ყოველი შეხვედრის წინ საქართველოში, საოკუპაციო ხაზზე ხდება ინციდენტები. მუდმივად რუსეთის მხრიდან ხან ტკბილი შემონათვალია, ხან-მკაცრი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქეცით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი ხაზგასმულად არაკორექტული იყო რუსეთის მიმართ, საქმით კი სხვა რამეს ახორციელებდა.

_ კერძოდ? ვრცლად »

Powered by WordPress