კონგრესმენის შეფასება სერიოზული გზავნილია – სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მთავარია პოლიტიკური ნება

SONY DSC

მარიამ მჭედლიშვილი  ”ახალი თაობა” 25.04.2016
ამერიკელ კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებამ ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
-მამუკა გიორგაძე: ეს არ არის განცხადება ერთი კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. ის მარტო ხელისუფლებასაც არ ეხება. ასეთი განცხადებები ყოველთვის დაკავშირებულია მთლიანად ქვეყანასთან და მის განვითარებასთან. არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა მასში ზუსტად გადმოცემული ფაქტები და ვინ მიაწოდა ინფორმაცია გამომსვლელს. Gგამოსვლა მოითხოვს შეფასებებსა და ანალიზს.
-ასე უნდა გაანალიზდეს, რამ გამოიწვია ასეთი კრიტიკა და შეიძლება თუ არა სიტუაციის გამოსწორება?
_დიახ. პირველ რიგში, ესაა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის სრული ჩავარდნა და იმის დადასტურება, რომ ნორმალურად არ მუშაობენ ანალიტიკოსები და ლობისტები.
_რანაირად აისახება ასეთი განცხადებები ქვეყნის განვითარებაზე?
_ კიდევ ერთი-ორი ასეთი განცხადება და საქართველო შეიძლება ცუდ დღეში აღმოჩნდეს. ჩვენ ვეშაპთან მარტო აღმოვჩნდებით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ ზურგი გვაქცია. არ არის გამორიცხული დასავლეთიდან დახმარების შეწყვეტა. Aამიტომ აგდებული გამოხმაურებები ამ გამოსვლაზე, იმის თქმა, რომ რასელს არავინ ეკითხება, რა ხდება საქართველოშიო, არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. საუბარია ქვეყნის ბედზე და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე.
რასელის განცხადებაში რაღაცები ჰიპერბოლიზებული და გაზვიადებულია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. უმთავრესია საქართველო. ზოგიერთი მომენტი მის გამოსვლაში არ არის საფუძველს მოკლებული.
_ მაგალითად?
_მაგალითად, საარჩევნო გარემო. ჩვენ ჯანსაღი საარჩევნო გარემო არ გაგვაჩნია; არსებობს შეკითხვები ივანიშვილის ფინანსებზე; რუსეთის მიმართ შეინიშნება კაპიტულანტური დამოკიდებულება, ამ ფაქტებს ვერსად წავუვალთ. ვერც სხვა გადაცდომებზე დავხუჭავთ თვალს _ უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც არ უწყობს ხელს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
_ რა გაქვთ მხედველობაში?
_ საერთაშორისო ტრიბუნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახსენებს “სამხრეთ ოსეთს”. ეს ანტიკონსტიტუციური ტერმინია. Gგამოდის, რომ ეს ტერიტორია საქართველოსი არ ყოფილა. ამით მსოფლიო თანამეგობრობას ვარწმუნებთ, თითქოს ეს სხვისი და არა ქართული მიწა ყოფილა და საქართველოს იმპერიამ მიიერთა.
_ საქართველოს იმიჯი რომ არ შეილახოს, აუცილებელია დიპლომატიური მუშაობის გააქტიურება და არჩევნების ნორმალურად ჩატარება?
_ რასაკვირველია. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ველური ტომი არა ვართ. ბელადები ველურ ტომებს ჰყავთ. ბელადებისგან ჩვენც უნდა გავთავისუფლდეთ. დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში ყოველთვის ლიდერებად ვითვლებოდით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამაგალითო დემოკრატია გვაქვს. – საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშეც შეიძლება ნორმალური არჩევნების ჩატარება? -შეიძლება. მთავარია პოლიტიკური ნება. მაგალითად, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროინდელი ყალბი საარჩევნო სიები გვაქვს, აუცილებელია მათი გასწორება. 2 წლის წინ ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. ამ აღწერით დადგინდა, რომ 800 ათასი ადამიანით ნაკლები ცხოვრობს ქვეყანაში. ეს არის ლუფტი. გასარკვევია, ამოიღეს თუ არა ეს ადამიანები სიიდან. Gგაყალბების საშიშროებას ქმნის ყალბი პირადობის მოწმობები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დამზადდა და აღმოაჩინეს ბათუმსა და თბილისში. Aამაზე არავინ დასჯილა. ასე რომ, არსებობს ხმებით მანიპულირების საშუალებები. Bბუნებრივია, სამართლიან არჩევნებს ესაჭიროებათანაბარი სასტარტო პირობები ყველა სუბიექტისთვის. –არის იმედი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება? -ნორმალური არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ძალთა ბალანსიც. პოლიტიკური სივრცე აღარ უნდა იყოს მონოპოლიზებული ‘’ქართული ოცნებისა’’ და ნაციონალური მოძრაობის მიერ. აუცილებელია, შეიქმნას სხვა პოლიტიკური ცენტრებიც. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეპაექრებოდეთ პროგრამებითა და პრინციპებით. პარტიები უჰდა გაერთიანდნენ ფასეულობების საფუძველზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ქართველი ხალხის ნების გამტარებელი ძალის არჩევა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress