giorgaze_26_maisii_

ხელისუფლება ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს

ახალი თაობა 16.06.2016 მარიამ მჭედლიშვილი

სახალხო პარტიის ლიერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროცედურები ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს შეგნებულად დაირღვა.

მამუკა გიორგაძე: ვანო მერაბიშვილის დაკავებისას პროცედურები სპეციალურად დაირღვა. პროცედურებს ჩვენში არ ექცევა ყურადღება, თორემ ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ადამიანთა უფლებათა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტლება, რომელიც უნდა მიეღო.
ამ პარლამენტის პირველივე სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იწყებენ პროცედურული დემოკრატიის დამყარებას. რეალობაში სხვა რამ ხდება. ერთი მხრივ, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც დააკმაყოფილეს საზოგადოების მოთხოვნა და ვანო მერაბიშვილი შედარებით მსუბუქი სასჯელებისთვის ციხეში ჩასვეს, მეორე მხრივ, დააპირისპირეს ქართული საზოგადოება დასავლურ საზოგადოებას. ვრცლად »

beri

ათონელი ბერი ერმოლაოსი: „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?“

ჩემო საყვარელო მეგობრებო!

თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე არასოდეს შევხებივარ – ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ ორიენტაციას. მე კარგად მაქვს გასიგრძეგანებული, რომ ბერი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში და ამაზე მე თავად ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არის პოლიტიკა ყოფითი, ყოველდღიური და პრაქტიკული და არის პოლიტიკა ფუნდამენტალური, ერის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი. თუ პირველში ჩარევა ბერის სულიერ განვითარებას ვრცლად »

ჯემალი

მორალისა და სამართლის ადგილი დღევანდელ საქართველოში

ორიოდ დღის წინ, ლევან მურუსიძემ განაცხადა: გირგვლიანის მკვლელების სასამართლოზე, მე თუ გავიხდიდი მანტიას და უარს ვიტყოდი პროცესში მონაწილეობაზე, ვინმე სხვა მურუსიძე გამოჩნდებოდა ჩემ მაგიერ და ის მოაწერდა ხელსო. ამ არსებამ, რომელსაც დღეს წამყვანი როლი აქვს დაკისრებული მოსამართლეთა შერჩევაში, ამ ფრაზით, უნებლიედ კი არა, სრულიად შეგნებულად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროს ძირმომპალი იყო, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ბოლომდე გაიხრწნა და აბსოლუტურად ჩამოშორდა მორალს. მორალი კი, სწორედ ის განზომილება და, თუ გნებავთ, კრიტერიუმია, რომლის გარეშეც ადამიანი, როგორც სახე და ხატი ღვთისა, ნამდვილად ვერ იარსებებს. ეს სწორედ ის საზომია, რომელსაც, ეტალონთა შორისაც კი, ვერ მოუნახეს ადგილი და მიწიერ, ყოფით ცხოვრებაში, ყველასათვის დაუწერელ უზენაეს კანონადაა მიჩნეული. აქმდე, ზუსტად მასზე დაყრდნობით დაწერილა ყველა კანონი, რომელმაც ჟამთა ცვლას გაუძლო და რომლისთვისაც საუკუნეებს ვერაფერი დაუკლია. ვრცლად »

ლოგო

ხიდაშელის მიხედვით რუსეთის კი არა “ჩუტყვავილასი” უნდა გვეშინოდეს

თავდაცვის მინისტრ თ. ხიდაშელის უპასუხისმგებლო ქმედებების შესახებ      

“სახალხო პარტიას” მრავალჯერ აღუნიშნავს  რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა (ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები) მხრიდან  საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, რბილად რომ ვთქვათ,  საეჭვო ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ.  ეს დღეებია შემსწრენი ვართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მორიგი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განცხადებების კასკადის.

ჯერ ვაშინგტონში კვლევითი ცენტრის – ,,ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებულ შეხვედრაზე დაამუნათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები და რუსეთისგან შეშინებულები უწოდა, შემდეგ პოლონეთში ნატოს უდიდეს სწავლებაზე არ გააგზავნა ჩვენი სამხედრო შენაერთი დაუჯერებელი, კომიკური მიზეზით.  (აქვე შეგახსენებთ, რომ კიდევ უფრო ადრე, ამ ქალბატონის მიერ შეგნებულად კეთდებოდა ისეთი განცხადებები, რომელიც ჩვენში აჩენდა ნატოში მიღების ცრუ მოლოდინებს და უსაფუძვლო პრეტენზიებით ძაბავდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას) . ვრცლად »

კვინიტაძე

ს ი ტ ყ ვ ა წარმოთქმული ელ. პატარიძის მიერ მთავარსარდალ ღენ. კვინიტაძის საფლავთან. – ივერია #14 1971 პარიზი

თანამემამულენო!

უცხო, მაგრამ ჩვენთვის მეორე სამშობლოდ ქცეულ, კურთხეულ საფრანგეთის მიწას ვაბარებთ ჩვენი ძველი თაობის ფრიად ღირსშესანიშნავსა და უკეთილშობილეს ადამიანს, რომელიც უმწიკვლოდ, უანგაროდ და მამულიშვილურის უღრმესი შეგნებით ემსახურა მის სამშობლოსა და ერს და ჭეშმარიტად დიდი ქართველის სახელი დაიმსახურა.

თავისუფალი საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, ღენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელსაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებამ, ერის საბედიწერო და უმძიმეს მომენტში დაავალა და მიანდო უმძიმესი საქმე, ქართველი ჯარის სარდლობა – დაგვიანებით, როცა დიდი რუსეთის ჯარის ნაწილები უკვე ღრმად იყო შემოჭრილი და დედა ქალაქს ემუქრებოდა. ვრცლად »

ჯემალი

გაჭიანურებული ვიზალიბერალიზაცია

გერმანული გამოცემა „ველტის’’ ინფორმაციით გერმანიის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა დახურულ კარს მიღმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადადების მიზეზი საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის მაღალი დონეა. ამ დასკვნის გასაკეთებლად ევროპელ ჩინოსნებს დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდებოდათ. ჯერ კიდე ნაციონალთა მმართველობის დროიდან მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, შერბილებული თუ გამკაცრებული პირობებით. მკაცრი პირობები რაც არის მთელმა მოსახლეობამ იწვნია თავის თავზე და მასზე წარმოდგენა ყველას აქვს, აი შერბილებული ფორმა კი ამ არაადამიანური პრინციპისა სწორედ ის მიზეზია, რაც პოლიტიკოსების ნაცვლად ხალხს მოხვდა ევროპელთაგან ვიზალიბერალიზაციაზიის დროში გაწელვით. ვრცლად »

ჯემალი

წინასაარჩევნო სატყუარები საზოგადოებისთვის

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელმა  პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თავის მართლება ამომრჩეველთა წინაშე და სხვისკენ თითის გაშვერა ქვეყანაში დაკანონებული უსამართლობის  გამო. წინასაარჩევნოდ ხომ თავი უნდა წარუდგინონ ამომრჩევლებს, როგორც „პოზიტიურმა წარმონაქმნებმა“.

ორიოდე დღის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა, ქართულ საზოგადოებას განუცხადა: რესპუბლიკელები არასოდეს ვყოფილვართ კოჰაბიტაციის მომხრე და „ოცნება“ რატომღაც ჩვენ გვაბრალებსო. ვრცლად »

germanuli_modeli_

“ქართულ ოცნებაში” ნახევარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია”

“გარკვეულ ძალებს უნდათ, მთელი საზოგადოება დრამატულ სპექტაკლებში ჩართონ”
ახალი თაობა #127 31.05.2016 მარიამ მჭედლიშვილი

ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება. ზოგიერთი ინციდენტი და ფაქტი სკანდალური და ხმაურიანია.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე.
_ დღეს ძალიან თვალსაჩინო გახდა ის ფაქტი რაც 5 ან 15 წლის წინ ხალხისთვის დაფარული იყო და რაზეც სულ რამდენმე კაცი ვსაუბრობდით. პოლიტიაში აქტიურობის უფლება ყველას არ ეძლევა. წინა პლანზე არიან რუსეთიდან დაშვებული მართული ჯგუფები. ამ დაშვებული ძალებიდან ზოგს პროდასავლური ლოზუნგები აქვს, ზოგს პრორუსული და ზოგსაც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის. Bბუნებრივია, რომ ამ ძალებს არ აინტერესებთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება. როცა საჭიროდ ჩაითვლება აქტიურ პოლიტიკაში უშვებენ სხვა, დამატებით ძალებს. ასეთი პროცესები წლებია მიმდინარეობს. Aამ პროცესებში უნდათ მოსახლეობის ჩართვა. ვრცლად »

jibuti

ივანიშვილის წერილმაც დაამტკიცა, რომ საქართველოს არც „ნაცები“და არც „ქოცები“ არ უნდა მართავდნენ!

2016 წლის 30 მაისს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული წერილი დაპირებულ დროზე გვიან გამოაქვეყნა, მე და ჩემი ორი მეგობარი, მეგობრის მამის პანაშვიდზე შევხვდით ერთმანეთს. ტექსტი ყველას გვქონდა წაკითხული. პანაშვიდის შემდეგ ცოტა ხნით ჩამოვჯექით და ამბები მივიკითხ-მოვიკითხეთ. ბუნებრივია, ჯერი ივანიშვილის წერილზეც მიდგა. საინტერესო ეს ყველაფერი იმდენადაა, რამდენადაც ჩვენს შორის ერთი სააკაშვილის და მისი გუნდის მომხრეა, მეორე - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“მხარდამჭერი, ხოლო, მე ვთვლი, რომ ნაცებიც და ქოცებიც ერთი „ვაი“ და მეორე „უი“-ა საქართველოსთვის.

აზრის გამოთქმა ივანიშვილის მომხრემ დაიწყო. ძირითადი დასკვნა ის იყო, რომ წერილი გაუგებრადაა დაწერილი, თუმცა გასაგებია, რომ 2030 წლისთვის, ბიძინა ივანიშვილი გვპირდება, ყველაფერი კარგად იქნებაო (ეს თვითკრიტიკით იყო ნათქვამი)!
ვრცლად »

giorgaze_26_maisii_

ეს იგივეა, ქართული ფეხბურთის თარიღს აღნიშნავდე და არ აჩვენო ჩვენი ლეგენდარული მოთამაშეები

მე-20 საუკუნეში ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა-1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს (აღდგენილი დამოუკიდებლობის სახით) და ორჯერვე პასუხგაუცემელი კითხვები, მთავარია დამოუკიდებლობა თუ დამოუკიდებლობის ხარისხი? რატომ შევხვდით უფრო მომზადებულნი პირველ დამოუკიდებლობას, ვიდრე- მეორეს? რატომ ვერ ვიქნებით ჩვენ სრულყოფილი დამოუკიდებლები?

როგორი განწყობა დაეუფლათ ყოფილ დისიდენტებს 26 მაისთან დაკავშირებით, როცა საზეიმო ვითარებას თითქმის არაფერი აკლდა – სრულყოფილი დამოუკიდებლობისა და ეროვნული მოძრაობიდან წამოსული ადამიანების მიპატიჟების გარდა? ამის შესახებ For.ge-ს ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

ნოე ჟორდანიას ეკუთვნის გამონათქვამიჩრდილოეთის თუ აღმოსავლეთის ბარბაროსებს დასავლეთის იპერიალისტებიმირჩევნიაოდასავლეთისკენ სწრაფვის მიუხედავადსრულყოფილ დამოუკიდებლობას მაინც ვერ მივაღწიეთ.დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25- წლისთავზე შეგვიძლია ვთქვათრომ მართლაც დამოუკიდებლები ვართთუ სხვაგანზომილებაში ვიმყოფებითვრცლად »

Powered by WordPress