“გარკვეულ ძალებს უნდათ, მთელი საზოგადოება დრამატულ სპექტაკლებში ჩართონ”
ახალი თაობა #127 31.05.2016 მარიამ მჭედლიშვილი
ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება. ზოგიერთი ინციდენტი და ფაქტი სკანდალური და ხმაურიანია.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე.
_ დღეს ძალიან თვალსაჩინო გახდა ის ფაქტი რაც 5 ან 15 წლის წინ ხალხისთვის დაფარული იყო და რაზეც სულ რამდენმე კაცი ვსაუბრობდით. პოლიტიაში აქტიურობის უფლება ყველას არ ეძლევა. წინა პლანზე არიან რუსეთიდან დაშვებული მართული ჯგუფები. ამ დაშვებული ძალებიდან ზოგს პროდასავლური ლოზუნგები აქვს, ზოგს პრორუსული და ზოგსაც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი. ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის. Bბუნებრივია, რომ ამ ძალებს არ აინტერესებთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება. როცა საჭიროდ ჩაითვლება აქტიურ პოლიტიკაში უშვებენ სხვა, დამატებით ძალებს. ასეთი პროცესები წლებია მიმდინარეობს. Aამ პროცესებში უნდათ მოსახლეობის ჩართვა.
_ ანუ ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაშვებული პოლიტიკური ძალებია?
_ რა თქმა უნდა! მათ ერთმანეთში მცირე კონკურენცია აქვთ, თორემ ,, ქართული ოცნებისა” და ნაცმოძრაობის ბუნება ერთნაირია. ამ მსგავსებაში ბოლო დროს ძალიან ბევრი დარწმუნდა. 2012 წელს, როცა ,,ქართული ოცნება” გამოჩნდა, მაშინ მისი ნახევარი ნაცმოძრაობის წარმომადგენელი იყო. ისევე, როგორც 2003 წელს ნაციონალური მოძრაობის ნახევარს შეადგენდა მოქალაქეთა კავშირი. მრგვალ მაგიდასა და მის მოწინააღმდეგეს შორის დაპირისპირებაში მთავარი აღმოჩნდა ბრძოლა ქობალიასა და კიტოვანს, მრგვალი მაგიდის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორის.
_ რისთვისაა საჭირო ხელჩართული ბრძოლა ნაცმოძრაობასა და ,,ოცნებას’’ შორის? _ უნდათ, საზოგადოება დრამატულ სპექტაკლებში ჩართონ. საზოგადოების ყურადღება ამაზე გადავა. ფსევდომთავარი ძალები წინა პლანზე უნდა იყვნენ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არ იხილებოდეს ქართული სახელმწიფოსათვის მთავარი პრობლემები. უნდა შენარჩუნდეს არსებული პრაქტიკა. ამ პრაქტიკის გამოყენებით სააკაშვილმა თავის დროზე გადაარჩინა შევარდნაძე. დაჭერებზე სააკაშვილმა ბევრი იყვირა, მაგრამ სულ 2 თუ 3 კაცი დააკავეს და მალე გამოუშვეს, ზოგს ფული წაართვეს.. Yყველამ ვნახეთ, როგორ გადაარჩინა ,,ქართულმა ოცნებამ’’ ნაციონალური მოძრაობა. დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა ბედავს და აცხადებს, შემოდგომაზე ხელისუფლებაში ვბრუნდებიო, ეს ივანიშვილის “დამსახურებაა”. ხელჩართული და სისხლიანი ჩხუბი, რომელიც შუალედური არჩევნების დღეს კორცხელში გაიმართა, ასევე ამა თუ იმ პარტიის ყრილობა, ამ პროცესების მაჩვენებელია. _ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყრილობა დამფუძნებელი იყო. ის სიახლეებს ჰპირდება ხალხს. _ მერედა რა სიახლე მოვისმინეთ? უფრო სამართლიანი და კეთილშობილი მინდა ვიყოო, ესაა მისი განცხადება. სადაა პოლიტიკური პრინციპები! ჩვენ ისევ არ ვმსჯელობთ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, პროგრამებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს განვითარებაზე. Gგამოვიდნენ ლიდერები და გვითხრან, უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სახელმწიფოებრივი ერთეული, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი! გაგვაგებინონ, რა გეგმა აქვთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე! რა ღირებულებათა სისტემა აქვთ!
_ აღნიშნეთ, რომ დაშვებულ პარტიებს სხვადასხვა ორიენტაცია აქვთ. შაად ჩანს მათი საქმიანობა?
_ საუბედუროდ, რუსეთი ისეთი დასუსტებული არ არის, რომ არაფერი იღონოს. ამბობენ, რუსეთი არაფერს წარმოადგენსო. თუ არაფერს წარმოადგენს მაშინ რატომ ვართ ამ დღეში? რუსეთს 100 ათასი აგენტი რომ ჰყავდა, ეს ადამიანები სად გაქრნენ? ისინი არსად არ გამქრალან ზოგიერთი მათგანი ენერგიულად აფრიალებს რუსეთის დავალებით პროდასავლურ დროშას და უზრუნველყოფს საბაბს, რომ რუსეთმა საქართველო გალახოს.
ნაციონალებისა და რესპუბლიკელების ყალბმა დასავლურობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საზოგადოებაში შემცირდა დასავლეთის იმედი. არადა 1990-იან წლებში ასეთი იმედი ხალხის 90% ზე მეტს ჰქონდა! Bბოლოდროინდელი სისხლიანი დრამებით და სხვა მოქმედებებითაც ხდება დასავლეთთან დაახლოების შეფერხება და საზოგადოებაში დასავლეთისადმი იმედის კიდევ უფრო მეტად კლება.
_პრორუსული პარტიები ღიად მოქმედებენ?
_რა თქმა უნდა. ზოგიერთ პარტიას რელიგიური საბურველიც აქვს. ასეთი ლიდერები ლაპარაკობენ რუსეთთან ერთმორწმუნეობაზე. საქართველოში რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულება შემოდიოდა. მათ შორის, ლიბერალური. საშინელება ისაა, რომ რუსეთის ადრინდელი ლიბელარები, მაგალითად, დეკაბრისტები, კავკასიის მიმართ ისევე დამპყობლურად იყვნენ განწყობილნი, როგორც ,,დერჟავნიკები”
_თქვენს პარტიასაც ხომ აქვს კავშირი ევროპასთან? თქვენ რატომ ვერაფერს ახერხებთ?
_სახალხო პარტიას ნამდვილად გვაქვს კავშირები ევროსტრუქტურებთან, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიასთან. ჩვენ კონტაქტებს არ ვწყვეტთ და იმ დოზით ვახერხებთ დასავლური და სახელმწიფოებრივი იდეების პოპულარიზაციას, ევროინტეგრაციის ხელშეწყობას, რა დოზითაც გვეძლევა ამის საშუალება. Eევროპელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობისათვის სტატუსი არ გვჭირდებოდა, რაც არ აღმოჩნდა მოსაწონი სააკაშვილისათვის, რომელმაც ჩვენ ბრძოლა გამოგვიცხადა. Aახლაც არა ვართ აქტიურ სივრცეში.
მადლობა ,,ახალ თაობას” და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებას, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. პარლამენტში როცა ვიყავით, მაშინ პარლამენტს არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და კანონი არ მიუღია. ასეთები სხვა მოწვევების შემადგენლობებმა მიიღეს. საზოგადოებამ ბევრი ნახა. ხალხმა ისიც უნდა გაანალიზოს. რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ გარედან მართული ძალები. საქართველოს პოლიტიკა შიდა დუღილის პროდუქტი უნდა გახდეს.