Archive for February 5th, 2022

mamuka- ალია

„სახალხო პარტია“ „პატრიოტთა ალიანსის“ გარშემო შექმნილ გაერთიანებასთან კავშირს უარყოფს

ახლადშექმნილ  პოლიტიკურ გაერთიანებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მასთან  კონსულტაციები არ გამართულა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია როგორ მოხვდა პარტიათა ჩამონათვალში „სახალხო პარტია“. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ორმოცამდე პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ შესაძლო [...]

mamuka 123

„ქართული ოცნებისთვის“ ნაციონალური მოძრაობა სავარჯოშო „გრუშაა“.

ახალი თაობა 18.01.2022 მამუკა გიორგაძე: „არანაირი დასავლეთისკენ არ მივდივართ“ „ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, შეეგუება კომუნისტური ცხოვრების წესს თუ მოახდენს ცვლილებებს“ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურები გადაქცეული არიან ცენტრალური ხელისუფლების დანამატებად“ მარიამ მჭედლიშვილი რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს

mamuka beso

მხოლოდ კანონი, ფაქტები და თარიღები – სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ

2015 წლის 30 მაისს უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკის ბრძანებით მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა და იმავე დღეს დაინიშნა ოდესის გუბერნატოტად.

mamuka777

მამუკა გიორგაძე – დამთავრდა სასამართლო სერიალის კიდევ ერთი სეზონი!

შედეგით ორივე მხარე კმაყოფილია. თუმცა, პროცესი უნდა გაგრძელდეს, მონაწილეები არ უნდა გაიშიფრონ, შესაბამისად, ურთიერთბრალდებები არ უნდა შეწყდეს! ხაზარაძე – ჯაფარიძის მხარემ შესანიშნავად იცოდა ფინანსური მაქინაციის შესახებ, თვითონვე ამბობდნენ, ამ საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებისგან საყვედურიც მივიღეთო და ხელისუფლებამ კი ხანდაზმული საქმე ფულის გათეთრების ბრალდების საბაბით ამოწია – პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილიო.

mamuka14

როგორ მოახერხეს იძულებითი აცრის თითქოს ეკლესიის მხარდამჭერმა მოწინააღმდეგეებმა ეკლესიასთან დაპირისპირება

თუმცა საქართველოს წმიდა სინოდმა გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება, რომ აცრის ავკარგიანობა სცილდება მის კომპეტენციას და ამიტომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აიცრას თუ არა. მაგრამ, თუკი აქამდე გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძე მიმართავდნენ საპატრიარქოს, ჩართულიყო აცრების პროპაგანდაში (მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში აუცრელ მრევლს არათუ არ აზიარებენ, ეკლესიაშიც არ უშვებენ, თუმცა ბერძნებმა თავიათი საქმის თავად იციან), ახლა უკვე მრევლის ნაწილი მოითხოვს, რომ საპატრიარქომ [...]

mamuka-mamuka-300x157

„სააკაშვილის ნათქვამი, „მე გამათავისუფლეთ და მერე მე მთელ საქართველოს გავათავისუფლებო“, ასეთი რამ არ უკადრებია არც ერთ ეროვნულ ლიდერს“

„ნელსონ მანდელას ახსენებენ ხშირად სააკაშვილთან მიმართებით და ავიწყდებათ, რომ მანდელას ციხიდან უშვებდნენ, მაგრამ თვითონ არ გამოვიდა და თქვა, სანამ არ მოგვარდება სახელმწიფო პრობლემები, მანამდე ვიჯდები ციხეშიო. რაც შეეხება ცოტნე დადიანს, რომლის სახელსაც ამ ბოლო დროს ხშირად ახსენებენ, ცოტნე დადიანი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მორალური უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგეზე და იმ ნოინმაც დააფასა ცოტნეს ვაჟკაცობა. თაფლის წასმა და [...]

Powered by WordPress