რეზონანსი (03.11.2014)
1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაბატონებული ორივე გუნდის პოლიტიკა – შევარდნაძისაც და სააკაშვილისაც – ორი მთავარი ელემენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ “დასავლეთის” სახელით, რასაც “თანმხლებ პროდუქტად” დასავლეთისადმი სიძულვილის პროვოცირება ჰქონდა. მეორე იყო გზადაგზა, როგორც საქმე მოიტანდა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს სიმდიდრიდან და მისი სტრატეგიული პოზიციებიდან მსხვილ-მსხვილი ნაჭრების “მოტეხვა”.
შევარდნაძემ “მოტეხა” ის, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ფირმებს მიასხვისა, რუსები “მემშვიდობეებად” დაგვიკანონა, რუსებსვე აფხაზეთი ჩააბარა, ნიადაგი მოუმზადა მათთვის ცხინვალის ჩაბარებას, საქართველო შეათრია (გაყალბებული პროცედურით) “ესენგეში” და ა.შ. ვრცლად »