მიწის მართვის სისტემა რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს

gerbebi_Page_6

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი

ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი
უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში

2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთ¬რეთა და მოსარ¬გებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგო¬მარეობით, რაიონის გამგე¬ობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასა¬მტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.
მას შემდეგ, რაც 2004 წელს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მისი ძირითადი ფუნქციები გადანაწილდა საქართველოს იუსტიციის, სოფ¬ლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი¬ნი¬სტროებს შორის. კერძოდ, მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქცი¬ები გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ ფუნქციების შესრულებაზე. შემდგომ ეს ფუნქციები, მართალია, გადაეცა საქარ¬თველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ მიწის აღრიცხვა და მიწის ბალან-სის შედგენა დღემდე არ ხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარ¬გული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშ¬ნულებისა და კატეგორიების მიხედვით.
საყურადღებოა, რომ მიწის ბალანსი მოიცავდა მონაცემებს დასავლეთ საქართვე¬ლოში მიწების მეორადი დაჭაობების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში – პირობითი გაუდაბნოების, ეროზირებული, დამლაშებული და სხვა არასასურველი პრო¬ცესების შესახებ. უკანასკნელ პერიოდში ეს პროცესები, ბუნებრი¬ვია, უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა, მაგრამ თუ რა მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, სათანადო მონაცემების არარსე¬ბობის გამო.
საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლო¬ბის ფორმების მიხედვით. მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობ¬რივ-ხარისხობრივი ცვლილებები. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებული სამინი¬სტროების და უწყებების მიერ და მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილე¬ბით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.
მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროე¬ბისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან ერთად გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული სამიწათმოწყობო ინსტიტუტი და ლაბო¬რატორია, გაჩერდა ნიადაგების კვლევის და სხვა მიმდინარე სამუშაოები.
გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის, მიწაზე მონიტორინგის და მიწის სათანადო დაცვის გარეშე. ამ მიზნით მიგვაჩნია, რომ საჭიროა ქვეყანაში დროულად შეიქმნას სტრუქტურული ერთეული (მიწის საინფორმაციო სისტემა), რომელსაც მიწის რაციონალურ გამოყენებასთან და დაცვასთან დაკავშირებული ყველა ფუნქცია დაეკის- რება. მიწის რაოდენობრივ-ხარის¬ხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება მთავრობის უპირველესი ამოცანაა.
მიწის ეფექტურ მართვას, რომელიც ქვაკუთხედს წარმოადგენს როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, გააჩნია გამოწვევები რომლებიც პირობითად შესაძლებელია დაიყოს ორ ნაწილად:
1. მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების არარსებობა, რაც შეუძლებელს ხდის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებასა და მის მართვას და
2. მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობა.
მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის საჭიროა შესაბამისი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფა, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უნდა მართავდეს მიწის საინფორმაციო სისტემას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას მიწის დანიშნულების, კატეგორიის, ხარისხის, საირიგაციო/სადრენაჟო ინფრასტრუქტურის და სხვა მონაცემების შესახებ.
მიწის საინფორმაციო სისტემა ინტერდისციპლინარულ პროდუქტს განეკუთვნება, იგი მჭიდრო კავშირშია სხვა უწყებებისთვის საჭირო ინფორმაციასთან და ამდენად იგი უნდა აიგოს სხვადასხვა დაინტერესებული სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებ¬თან კოორდინაციით, მაგალითად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სხვა.
მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ასევე მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ მოწყობას. Mისი არარსებობა თავის მხრივ სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონალურ განვითარებაზე, ადგილობრივი თემების ჩართულობაზე, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაზე, სოციალური, დასაქმების, მიწის ბაზრის აქტიურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ასევე ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზე.
მიწის განვითარების მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მიწის კონსოლიდაცია, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია როგორც ევროკავშირის ძველი და ახალი წევრებისთვის, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის. იმ ქვეყნებშიც კი სადაც მიწაზე კერძო საკუთრება და მიწის ბაზარი საერთოდ არაა ან სუსტადაა განვითარებული.
სამწუხაროდ, საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიწის კონსოლი¬დაციის არავითარი გამოცდილება არ არებობს, რაც ამ მიმართულებით მოქმედების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა. ამ გამოცდილების შესაგროვებლად აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდეს მიწის კონსოლიდაციის პილოტ პროექტი, რომლის გამოცდილების ბაზაზე უნდა შეიქმნას შესაბამისი კანონმდებ-ლობა და სახელმწიფო პროგრამა.
გაეროს რეკომენდაციების შესაბამისად მიწის კონსოლიდაცია განიხილება, როგორც მრავალსექტორული მიდგომა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის მართვის გაუმჯო¬ბესებისათვის. სადაც ადგილობრივი თემების მონაწილეობა მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. მიწის კონსოლიდაციის პილოტ პროექტების დიზაინის სახელმძღვანელო შემუშავდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2003 წ. სადაც ადგილობრივი თემების მონაწილეობა მიწის კონსოლი¬დაციის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
აქვე გთავაზობთ მონაცემებს საქართველოს ნიადაგების მდგომარეობის შესახებ:
საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწები 38%-ს შეადგენდა, საშუალო ხარის¬ხის – 21%-ს, ხოლო დაბალი ხარისხის – 41%-ს.
ეროზიის ზემოქმედებას განიცდის მილიონ ჰექტარზე მეტი სავარგული (მ.შ. 350 ათასი ჰა სახნავ-სათესი ფართობი). Uუკანასკნე¬ლი ორი ათეული წლის განმავლობაში 100 ათასამდე ჰექტარი სახნავი ფართობი გადაი¬რიცხა ნაკლებ ინტენსიურ სავარგულში.
პირობითად ნახევრად გაუდაბნოებულ ტერიტორიებში დამლაშებულ და ბიცობ ნიადაგებს აღმოსავლეთ საქართველოში 210 ათას ჰექტარზე მეტი უკავია.
1990 წლისათვის კოლხეთის დაბლობზე დაშრობილი იყო 140 ათასი ჰექტარი. აქედან, ათვისებული იყო 103,9 ათასი ჰა; 1992 წლიდან ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომი¬კური ვითარების გამო ძირითადი სამელიორაციო ქსელი სათანადო მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. შედეგად რიგ რაიონებში დაიწყო მეორადი დაჭაობების პროცესი, რის გამოც დღეისთვის კოლხეთის ზონაში 42 ათასი ჰა სახნავი და მრავალწლიანი ნარგავე¬ბით დაკავებული ფართობი კვლავ ჭაობად იქცა.
მჟავე ნიადაგებს დასავლეთ საქართველოში 330 ათასი ჰა უკავია. ძლიერ მჟავე ნიადაგების ფართობმა 37 ათას ჰა-ს მიაღწია, სადაც ეკონომიკურად ღირებული მოსავლის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
საბადოთა ღია წესით დამუშავების შედეგად, სხვადასხვა სახის დარღვეული მიწე¬ბის, კარიერების, ნაყარების, გამამდიდრებელი ფაბრიკების ნარჩენების, სალექავების და სხვა ფართობი 10 ათას ჰექტარს აღემატება.
საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშავოს და დაამტკიცოს ნიადა¬გების დაცვის ფინანსურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (მ.შ. ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გენერა¬ლური გეგმა) და დაიწყოს მისი განხორციელება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress