ემზარ კვიციანი – ხელისუფლებების განტევების ვაცი

giorgadze-1

18.11.2014  ფოსტალიონი.com

მამუკა გიორგაძე:

_ ემზარ კვიციანის 12 წლიანმა პატიმრობამ ქართველ საზოგადოებას მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავფიქრდეთ, რა ხდება ქვეყანაში. ემზარის ასეთი განაჩენი ნიშნავს იმას, რომ კოდორის ხეობის ჩაბარება არ ყოფილა მხოლოდ ერთ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებში და ეს იყო უფრო შორსმიმავალი გეგმა. ეს ნიშავს კიდევ იმას, რომ დაგვავიწყდეს ეს ტრაგედია და ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა გავიღეთ და გადაიფაროს ყველაფერი. შევეგუოთ ყველაფერს და ქართველმა საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს თქვას, რა ვქნათ, დაკარგულია და მოდი რაც დაგვრჩა, იმას მივხედოთო. საქმის მასალებში არ ვარ ჩახედული და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის, რომ ვანო მერაბიშვილს სამი წელი მიუსაჯეს და კვიციანს _ 12, ეს ქვეყნის სამართლებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ყველას ათქმევინებს, რომ ქვეყანაში სამართლოანობა დგას ეჭვქვეშ. როგორც ჩანს, ეს განაჩენი კავშირშია შიდასახელისუფლებო ძალებს შორის გარკვეული დაპირისპირებასთან და ამის „განტევების ვაცი“ გამოვიდა ემზარ კვიციანი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress