სახალხო პარტიის განცხადება ეკონომიკური ცხოვრების სტაბილურობა და მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების ნდობა სახელმწიფოს მდგრადი [...]
Archive for December, 2014
“ყველაფერი კარგად არის და პანიკას არ ავყვეთ” -მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქმება”
გიორგი ჭანტურიას მკვლელობის 20 წლისთავის გამო
20 წელი გავიდა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტიდან, რომლის შედეგადაც იგი და მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ. ეს იყო არა მარტო პარტიისა და ეროვნული მოძრაობის ტრგედია, არამედ ქვეყნისათვის მიყენებული უმძიმესი დარტყმა. იგი მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ–ერთი პირველი ქართველი სტიქაროსანი, იყო პოლიტიკური [...]
გამოხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე რუსეთის აგრესიის გამო
მამუკა გიორგაძე თენგიზ დიხამინჯია პაატა კოღუაშვილი ნოდარ ნათაძე 01.12.2014 ”რეზონანსი” ბატონო პრეზიდენტო, 1. რუსეთის მიერ ლეგიტიმური ტერიტორიული ბაზის მოპოვება კავკასიონის ქედის სამხრეთით, ანუ მისი იურიდიულად დასაბუთებული (ან დასაბუთებადი) ტერიტორიული მფლობელობის გაჩენა ამიერკავკასიაში, რაც მას ერთ-ერთ ამიერკავკასიურ ქვეყნად აქცევს, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და, მით უმეტეს, ამიერკავკასიის სტრატეგიულად ცენტრალურ სახელმწიფოს, შემდგომი [...]
რატომ სჭირდება ქვეყანას ელექტრონული მთავრობის სისტემის დანერგვა
აბულაძე რატი, პროფესორი კოღუაშვილი პაატა, პროფესორი ბოლო ათწლეულში, ქართული საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა ელექტრონული მთავრობის სისტემა, რომელიც თითოეული მოქალაქის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ელექტრონული მთავრობა მართვის თანამედროვე მეთოდია. იგი ყოველ მოქალაქეს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებლით უზრუნველყოფს.
მიწის მართვის სისტემა რადიკალურ გაუმჯობესებას მოითხოვს
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში 2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთ¬რეთა და მოსარ¬გებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგო¬მარეობით, რაიონის გამგე¬ობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასა¬მტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.