საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. ღირებულ ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობათა შექმნას შესაბამისი მსოფლმხედველობითი საფუძველი სჭირდება. ქართული კულტურა, ამ სიტყვის უფართოესი აზრით, წარმოუდგენელია ქრისტიანობის გარეშე. ქრისტიანულ ორბიტაში მოქცევამ, ანუ უმაღლესი ცივილიზებული სამყაროს წევრობამ, ერთის მხრივ, განსაზღვრა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქართველი კაცის ღრმა სულმა თავისი სრულყოფილი გამოხატვა ქრისტიანობაში შეძლო. ქრისტიანობა ქართველი ერის შინაგანმა [...]
Archive for February, 2014
რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2010
წინამდებარე წერილი დაწერილია 2010 წელს – აღსანიშნავია, რომ ბრძოლა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, [...]
მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითარგმნოს
”პრაიმტაიმი” 14.02.14 “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ენაზე ითარგმნოს. ამის შესახებ გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია
მამუკა გიორგაძე – “პრაიმტაიმი” 14.02.14 გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია. ამის შესახებ განცხდება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია, როდესაც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტისას რუსულად ისაუბრა. “ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას სახელმწიყო ენა. ეს იქნება საერთაშორისო დოკუმენტების თარგმნა, თუ ეს [...]
როგორ გაყიდა რუსეთმა მილოშევიჩი, რატომ დანაწევრდა ერთი სლავი ერი რამდენიმე სხვადასხვა ეთნოსად და რატომ გაღვივდა თავიდან სვანებისა და მეგრელების „არაქართველობის“ იდეა
2014-02-03 “თბილისელები” ნინო ხაჩიძე თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სერბეთი დაიყო და მისი ნაწილი – კოსოვო – აწ უკვე ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც თავად ევროკავშირია დაზღვეული სეპარატისტული ვნებათაღელვისგან. ეს პრობლემა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას აწუხებს, თუმცა, ყველაზე მკაფიოდ ის დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთშია წარმოდგენილი: იქით – შოტლანდია, აქეთ [...]
რუსეთს უნდა, საქართველო და უკრაინა თავისი გავლენის ქვეშ იყოლიოს
მამუკა გიორგაძე: ”ახალი თაობა” 26.01.2014 შორენა კოწოწაშვილი რა გარიგებაა რუსეთსა და საქართველოს შორის, დღესაც რუსულ ინტერესებს ემსახურება თუ არა სააკაშვილი და რატომ არ აწყობთ კეზერაშვილის საქართველოში გასამართლება?_ ამ საკითხების ირგვლივ გთავაობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. რამდენად იქონიებს ეს პროცესი საქართველოზე გავლენას? რეალური საფრთხეა, რომ მსგავსი [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ნაცმოძრაობა და “ოცნება” შეხმატკბილებულად ჭუკჭუკობს
მამუკა გიორგაძე: ”ახალი თაობა” 26.12. 2013 შორენა კოწოწაშვილი ქვეყნის მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არ ცხრება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი თანამოაზრეები ფარცხალაძის გადაყენებას მოითხოვენ, ხელისუფლება კი მათვარი პროკურორის გერმანიის ინციდენტში ვერაფერს ხედავს ისეთს, რომელიც მის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლად ღირდეს.
ივანიშვილი არ მალავდა, რომ პოლიტიკაზე მაღლა მდგომს სურდა ემართა ქვეყანა
მამუკა გიორგაძე “ახალი თაობა” 11.15.2013 “არჩილ კბილაშვილი კი არ გადადგა, გაუშვეს!” თამარ ნინიძე სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ მისი პარტია არასოდეს იყო პასიური დამკვირვებლის როლში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. ის, რომ მისი პოზიცია ცნობილი არ არის საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის იმის ბრალია, რომ ტელეეთერი ამ პარტიისთვის დაბლოკილი იყო.