მამუკა გიორგაძე – “პრაიმტაიმი” 14.02.14
გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია. ამის შესახებ განცხდება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონი დაარღვია, როდესაც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტისას რუსულად ისაუბრა.
“ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას სახელმწიყო ენა. ეს იქნება საერთაშორისო დოკუმენტების თარგმნა, თუ ეს იქნება საერთასორისო ვიზიტების დროს. რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა რუსულ ენაზე ისაუბრა აზერბაიჯანში, რითაც ერთის მხრივ დაარღვია კანონი საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ და მეორე მხრივ საერთაშორისო ეტიკეტი. ოფიციალურ საუბრებში, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი არ იცავს სახლემწიფო ენის ავტორიტეს, ეს უკვე ცალკე დანაშაულია. მოვუწოდებ ხელისუფლებას ქართულ ენას გაუფრთხილდეს და პატივისცემა გამოუცხადოს ქართველ ხალხს”, – დასძინა გიორგაძემ.