”პრაიმტაიმი” 14.02.14
“სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართულ ენაზე ითარგმნოს. ამის შესახებ გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღეს ისაუბრა.
“საქართველოს მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა არ იცის უცხო ენა, აქედან გამომდინარე არ იცის რა წერია ამ დოკუმენტრში. თავისთავად ეს დოკუმენტი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება, რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი პოზიციის შემუშავებ, ელემტარულად მისი პუნქტების გაცნობის გზით. ბოლოსდაბოლოს რასთან გვაქვს საქმე, რატომ არ ითარგმნება, ნუთუ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებთან არის ეს საკითხი დაკავშირებული?! ერთადერთი რაც რჩება ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა წერია ამ დოკუმენტში. თუ საზოგადოება არ იქნება ამ ცოდნით აღჭურვილი, შემდგომ როდესაც მოვა ხელმოწერის დრო ბუნებრივია მისი მართვა სუბიექტური მოტივებით იოლად იქნება შესაძლებელი”,- განაცხადა გიორგაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის დოკუმენტში არსებობს ისეთი მუხლები, რომლების მიღებაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიციაზეა დამოკიდებული.
“ამიტომ უნდა ითარგმნოს ეს დოკუმენტი, დაიწყოს მსჯელობა მუხლებზე. ის მუხლები, რომლებიც საქართველოსთვის საკეთილდღეოა უნდა მივიღოთ, ხოლო ის მუხლები რომლებიც კამათს იწვევს ვიკამათათოთ, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შეიძლება აღმოჩნეს ისეთი პუნქტები რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. ან ყოველ შემთხვევაში ცოტა მოგვიანებით უნდა მივიღოთ, როდესაც სქართველო მხზად იქნება ამ მუხლების ცხოვრებაში რეალიზებისთვის”,- დასძინა მამუკა გიორგაძემ.
მისივე თქმით, თუ ეს დოკუმენტი ნათარგმნი არ იქნება, მაშინ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ხელისფლება მიდის დაპირისპირებისა და საზოგადოების ჯგუფებს შორის უფსრკულის გაჩენის გრაფიკით, რაც გიორგაძის აზრით, საქართველოსთვის საზიანოა.