მამუკა გიორგაძე “ახალი თაობა” 11.15.2013
“არჩილ კბილაშვილი კი არ გადადგა, გაუშვეს!”
თამარ ნინიძე
სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ მისი პარტია არასოდეს იყო პასიური დამკვირვებლის როლში იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. ის, რომ მისი პოზიცია ცნობილი არ არის საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის იმის ბრალია, რომ ტელეეთერი ამ პარტიისთვის დაბლოკილი იყო.
ამჯერად სახალხო პარტია ხელისუფლებას სთავაზობს გახსნას ღია საჯარო სივრცე ყველა პოლიტიკური ძალისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დისკუსიები გამართოს ახალი თაობა მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.
_მინდა გკითხოთ არჩევნების შესახებ, როგორ შეაფასებდით ამ არჩევნებს?
_არჩევნები ორი პარამეტრით ფასდება: პირველი, არის ტექნიკური მხარე და მეორეა პოლიტიკური. ქუჩაში არავინ არავის დასდევდა, ძალისმიერი მეთოდებით არ ხდებოდა არაფერი, მაგრამ სხვა მხრივ ძველი მეთოდიკა გამოყენებული იყო. ძველი საარჩევნო კანონი, ძველი ცესკო, ამომრჩეველთა ძველი სია, ერთი წლის მანძილზე საარჩევნო გარომოს შეცვლის მხრივ არაფერი გაკეთებულა. თუ მანიპულირებისთვის არ სჭირდებოდა ახალ ხელისუფლებას, მაშინ რატომ დატოვა იგივე საარჩევნო გარემო. არჩევნებამდე რამდენიმე ათასი ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, არის შეკითხვა: მსგავსი ყალბი პირადობები სხვაგანაც ხომ შეიძლება არსებობდეს? ტექნიკური თვალსაზრისით ეს არჩევნები საეჭვოა, რომ ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ განწყობას. მეორე მხრივ, მოსახლეობის აქტიურობას რაც შეეხება, 46% მომსვლელთა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ უარი უთხრა პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, მარგველაშვილს საერთოO მოსახლეობის მხოლოდ 30% დაუჭირა მხარი, ეს შედეგი ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს. არ იდგა მთავარ შეკითხვად, თუ ვინ გავიდოდა პირველ ადგილზე. ეს გარკვეული იყო, მაგრამ მთავარი ინტრიგა გათამაშდა თუ ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე, წინა წლებში ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო, ამ არჩევნებზეც შენარჩუნდა ეს ემოციური ფონი, როგორც შემდგომ მოვლენებმა აჩვენა, ხელოვნურად. მთელი ემოციური ფონი იძაბებოდა, თუ ვერ გავიდოდა მეორე ადგილზე ბურჯანაძე, მაშინ იგი გამოვიდოდა ქუჩაში, რომ არა ეს ინტრიგა, საქმეში ჩახედული ადამიანები ვამჩნევდით, რომ ბუჯანაძე არც აპირებდა ხელის განძრევას, უბრალოდ, ხელისუფლებას ხელი შეუწყო ამ ინტრიგის გავრცელებას, რომ არა ეს ინტრიგა, მოსახლეობის 30%იც არ მოვიდოდა არჩევნებზე. პოლიტიკური შეფასებით მივიღეთ იურიდიულად გაფორმებული კოაბიტიური ხელისუფლება, ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ნაცმოძრაობის გაწმენდას. მივიღეთ ისევ ორი პოლიტიკური ძალა, მესამე ძალა ბურჯანაძის სახით კი ქუჩაში, რომელიც მონაწილეობდა ამ ემოციური ფონის შექმნაში, 10% და ერთი მილიონი ლარი მიიღო. ეჭვქვეშ არ ვაყენებთ იმას, რომ მარგველაშვილი ყველა ვაარიანტში გაიმარჯვებდა და ვულოცავთ მარგველაშვილს, მაგრამ ასეთი მანიპულაციები როცა დასჭირდებათ მათ ამ გამარჯვებისთვის, ეს იმას ნიშნავს რომ, ხვდებიან, მათი მყარი ნდობა საზოგადოებას არა აქვს. იმედია, ამ ყველაფერს გაანალიზებენ, ეცდებიან, დანერგონ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური საარჩევნო გარემო.
_ ხომ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს? Mმან უკვე წარუდგინა გუნდს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ასევე შს მინისტრის ახალ კანდიდატურას დაამტკიცებს პარლამენტი.
_ ივანიშვილი არ მალავდა და ღიად აცხადებდა, მოდიოდა იმისთვის, რომ პოლიტიკაზე მაღლა დამდგარიყო, ისეთი მექანიზმები შეექმნა, რომელიც საშუალებას მისცემდა მას, პოლიტიკაზე მაღლა მდგომს ემართა ქვეყანა, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და ეს მისასალმებელია, უბრალოდ, შემაშფოთებელია ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდება პოლიტიკის მიღმა სხვაგან, ქვეყნის განვითარებას ეს შეზღუდავს. ის რომ მან ერთგული ხალხი დანიშნა სხვადასხვა თანამდებობებზე, ეს ბუნებრივია, მაგრამ საკითხავია, ექნებათ თუ არა ამ ადამიანებს თავისუფლების მაღალი ხარისხი. პრაქტიკამ, რომ ახალგაზრდები წამოწეულიყვნენ წინა პლანზე, არ გაამართლა, ღმერთმა ქნას ახლა გაამართლოს.
_ ახლა მიდის საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ღარიბაშვილი დამოუკიდებელი ფიგურა. როგორ ფიქრობთ, მოუწევს მას ივანიშვილისგან კონსულტაციების მიღება?
K_ კონსულტაციები ყოველდღიურად სულაც არ არის საჭირო, როცა იცი შენი უფროსის ხედვები და მისწრაფებები. ღარიბაშვილის და მარგველაშვილის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი ვერ იქნებიან დამოუკიდებელი ფიგურები. მათი ძლიერებისა და ნდობის საყრდენი არის სხვაგან. მათ მოუწევთ იმ მითითებების შესრულება რომელთაც მათ ივანიშვილი მისცემს, ვისურვებდი, ორივემ გამოიჩინოს მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება, პიროვნული თვისებები, რომელიც ქვეყანას გამოადგება, მაგრამ გვაქვს სურათი, რომ გვყავს მეფე, რომელიც არ მართავს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მეფე იღებს, შერეული მონარქისტული სისტემა მივიღეთ, პირველი რაც უნდა გაიტანოს მთავრობამ პარლამენტში, გახლავთ კანონი, თვითმართველობის შესახებ, რომელიც ქვეყნისთვის საეჭვო და არასასურველ მუხლებს შეიცავს, ხოლო მეშვიდე კარი, რომელიც რეგიონული მმართველობების შემოტანას გულისხმობს, საერთოდ დამღუპველია საქართველოსთვის. თუ ამ სახით იქნება მიღებული ეს კანონი, მაშინ ვიტყვით, რომ ხელისუფლება შეგნებულად მიდის სახელმწიფოს დაშლაზე.
K_ კონკრეტულად, რა საშიშროებებს შეიცავს ეს კანონპროექტი?
_ დღევანდელი კანონის მეშვიდე კარს არაფერი აქვს საერთო თვითმმართველობასთან, ეს არ არის თვითმართველობითი ორგანო, მასში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ საქართველო უნდა დაიშალოს წვრილ-წვრილ პროვინციებად, ეს პირველი ნაბიჯი იქნება, რომელიც, საერთო ჯამში, ქვეყნის დეცენტრალიზაციას გამოიწვევს მისი ცუდი გაგებით, მართველობის დეცენტრალიზაციას მივესალმებით, ეს ჯანსაღი პროცესია, მაგრამ ქვეყნის დევენტრალიზაცია დამღუპველია. ეს იდეა წარმოადგენს ქვყნის ფედერალური მოწყობის მცდელობას, თვითმმართველობის კანონში შემოპარულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხები, ეს საკითხები უნდა ამოიღონ ამ კანონიდან. რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციის საშიშროებაც დგება. სეპატარისტული განწყობების წახალისების საფრთხის წინაშე ვდგებით. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, არ შეიძლება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების შემოტანა კანონში, სახალხო პარტია მოითხოვს, ეს მეშვიდე კარი მთლიანად ამოიღონ ამ პროექტიდან, დანარჩენ თავებზე ვიკამათოდ.
_ გაქვთ რაიმე ვარაუდი, რატომ გადადგა არჩილ კბილაშვილი?
_ გაუშვეს და მანაც მოძებნა ფორმა, რომ ლამაზად წასულიყო ხელისუფლებიდან, ახლა ხომ ყველას თავშესაფარია სამოქალაქო სექტორი. კბილაშვილი პოლიტიკურ ინტიგებს შეეწირა და ვერ მოახერხა დავისი მტკიცე ნების გამოხატვა ამ თანამდებობაზე.
_ რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ კბილაშვილი ძალიან ადამიანური პროკურორი იყო. Aახლა არა ადამიანურ პროკურორს ველოდებით?
_ ისე უნდა მოეფერო შენს გუნდიდან წასულს ადამიანს, რომ გული არ დასწყვიტო, მერე მხრივ მიანიშნო, რომ ნაწყენი ხარ, დააბრალო კბილაშვილს, რომ მან ვერ უზრუნველყო სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, ჩვენ არ გვაინტერესებს არავისი ადამიანური თვიასებები, ჩვენ გვაინტერესებს, გაკეთდეს ქვეყნისთვის საქმე,
_ ისევ რესპუბლიკელების სკანდალურ განცხადებებს მოვიხმობ, მაგალითად, საუბრობენ იმაზე, რომ ისინიც არ უნდა დაეჭირათ, ვინც დაიჭირეს, სააკაშვილისა დაპატიმრების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაშინ რას უნდა ველოდოთ ახალი მთავარი პროკურორისგან?
_ არაფერს, გარდა კოჰაბიტაციის კვლავაც გაგრძელებისა, პროკურატურის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისა, როგორც ადრე იყო გამოყენებული. გასარკვევია, შემდეგ შევიდნენ კოაბიტაციაში ნაცმოძრაობასთან ძალაუფლების განმტკიცების მიზნით თუ მანამდე იყო მათ შორის ეს ურთიერთობა და თამაში ქართველების გასაბითურებლად. ხომ არ არის ეს 2003 წლის ვარდების რევოლუციის მონაპოვრის გადარჩენა. ქართულ ოცნებაში იგივე ადამიანები არიან, ვინც ადრე ნაცმოძრაობის სიით იყვნენ 2003 წელს პარლამენტში მოსული. ეს არის ლეგიტიმური ეჭვები და ამ ეჭვებს პასუხი უნდა გაეცეს.
_ საზოგადოება ელოდა, რომ მთავარი პროკურატურა მოაგროვებდა მტკიცებულებებს გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილისა და სხვა მრავალი ახალგაზრდის საქმე, ასევე იქნებოდა გამოძიება პოლიტიკურ მკვლელობებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასე არ არის. არანაირი ცვლილებები არ არის, როგორ ფიქრობთ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ ეს გახმაურებული საქმეები იქნება გამოძიებული?
_ ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე მოხდეს, პოლიტიკურ მკვლელობებს რაც შეეხება ეს გამოძიებები არ დასრულდება შედეგით, კლანური დაპირისპირებები იყო, რისი შედეგიც იყო პოლიტიკური მკვლელობები, ეს კლანები, ვფიქრობ, დღესაც ხელისუფლებაში არიან და არ აძლევთ ხელს ამ საქმის გამოძიება. ჟვანიას მკვლელობაზე თუ ვისაუპრებთ იდეოლოგიური დაპირისპირება იყო ჟვანიასა და სააკაშვილს შორის? Aარა, ეს კონკრეტული ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყო. ვის სურს, რომ ეს გახდეს ფართო მსჯელობის საგანი. Aარავის, მათ შორის სააკაშვილს. სხვა შემთხვევაში, ის ნაგავი ამოვა ზედაპირზე, რომელიც იყო 2003 წლის მოვლენების დროს. იმიტომ კი არ მიდის გამოძიება, რომ სააკაშვილს ინდობენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ამოვა ზევით, თანაც საზოგადოება უნდა მოატყუონ, რომ აქ სერიოზულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი და ვიძიებთ.
_ როცა ეს ზედაპირზე ამოსული ნაგავი ახსენეთ, გამახსენდა დავიტ თევზაძის ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა 2003 წლის რევოლუციის მოვლენებს. თქვენ ამ იმფორმაციებმა რა წარმოდგენა შეგიქმნათ?
_ 2003 წელსვე ვსაუბრობდით ამ პროცესებზე, რასაც ახლა დავით თევზაძე იხსენებს. Eეს რევოლუცია რუსული სცენარი იყო. ეს დაფარული არ იყო ამ პროცესების მთავარი ფიგურანტებისთვისაც. თევზაძემ სიმართლე თქვა, მაგრამ ახლა კი არ უნდა ეთქვა ეს, არამედ მაშინ უნდა განეცხადებინა და ერთად არ უნდა დაგვეშვა 2003 წელი. დღესვე ყველამ უნდა მოვძებნოთ ერთმანეთი და ხმამაღლა ვთქვათ, რა მოხდა მაშინ და ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ სახელმწიფოს აშენება. დავით თევზაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არც მას და არც სხვას არ უნდა დასჭირდეს უკანა რიცხვით ასეთი განცხადების გაკეთება.