სახალხო პარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე წარდგელილი სამუშაო პრინციპები

gerbebi_Page_6

1. VII კარი ამოღებული უნდა იქნას კანონპროექტიდან.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

3. თვითმმართველ ერთეულებს (მუნიციპალიტეტებს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, ამ კოდექსით განსაზღვრული საერთო ინტერესების რეალიზაციისთვის, მოცემული მუნიციპალიტეტების ეკონომიკური, გეოგრაფიული, დემოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, სოციალური და, აგრეთვე, სახელმწიფო მართვის ადმინისტრირების ეფექტურობის დასაბუთებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.

4. თვითმმართველი ერთეულების (მუნიციპალიტეტების) განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. საბჭო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებს და იძლევა რეკომენდაციებს. საბჭო ფორმირება ხდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთაგან ამ კანონით დადგენილი წესით (საბჭო არ უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის არ უნდა იქცეს რომელიმე ტერიტორიის წარმომადგენლობით ორგანოდ).

5. სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიაზე, ნიშნავს საქართველოს მთავრობა. (ეს Mმოქმედი ნორმაცაა)

6. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები, ასევე, საქმიანობის წესის დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ დანაწევრებას თან ახლავს ისედაც სუსტად განვითარებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოშლისა და ზოგან სუსტად ინტეგრირებული ეთნიკური დიასპორებით დასახლებული სასოფლო თემების სეგრეგაციის მაღალი რისკი, ამიტომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემთხვევაში (სასურველია გამოყოფის გარეშეც) არსებული მუნიციპალიტეტების „ტერიტორიული ოპტიმიზაციისა“ და ახალი თვითმმართველი ერთეულების შექმნა განხორციელდეს რეალისტურ ვადაში, 2014 ადგილობრივი არჩევნებისა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობისათვის ელემენტარული პირობების შექმნის შემდეგ, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით გაანგარიშებული ეფექტიანობის მიხედვით, სპეციალური სახელმწიფო კომისიასა და ადგილობრივი თვითმმართველობათა და დაზოგადოების ფართე წარმომადგენლობებთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგად.
8. თვითმმართველ ერთეულებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელების მიზნით, უფლება აქვთ საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების საფუძველზე დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საქმიანობა, ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირები. ასევე უფლება აქვთ შექმნან ერთობლივი ორგანოები რომლებსაც გადასცემენ მათ უფლებამოსილებაში არსებულ ცალკეულ ერთგვაროვან ფუნქციებს და ამ ფუნქციათა შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

9. თვითმმართველ ერთეულებს (მუნიციპალიტეტებს) თავიანთი საქმიანობისა და, ასევე, ამ კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებების უკეთ განხორციელების მიზნით აქვთ უფლება საერთო ინტერესების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან ადგილობრივი ხელისუფლების განვითარებისთვის საჭირო ასოციაციები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან გამართონ კონსულტაციები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების და თვითმმართველი ერთეულებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში.

11. თვითმმართველ ერთეულთა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან).

12. თვითმმართველობის რეფორმა შეუქცევადია. ის უნდა განვითარდეს სოფლის (თემის, ქალაქის) თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით. ყველა მუნიცპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში აირჩევა საკრებულო და ასევე პირდაპირი წესით აირჩევა გამგებელი/მერი.

სოფელს (თემს) უნდა ჰყავდეს არჩეული ორგანო (სათათბიროს ან სხვა სახელით), საიდანაც აირჩევა მამასახლისი (შეიძლება პირდაპირი წესითაც აირჩეს), რომელსაც ექნება ხელფასი (დღეს დანიშნულ სოფლის რწმუნებულს აქვს ხელფასი), Aანუ, მუნციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც 2006 წლის 1 იანვრამდე იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, გამგეობის რწუმენებულის პოსტის ნაცვლად იქნება საბჭო და მისი თავმჯდომარე.

ყველა სოფელი (თემი) იურიდიულ პირად დარეგისტრირდება და საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი ტყე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა და სხვა რესურსები. სოფელმა თვითონ უნდა უხელმძღვანელოს იმ პროექტებს რაც მის ტერიტორიაზე ხორციელდება. ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ საბჭოს ექნება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი. იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ქონებაზე, ინფრასტრუტურაზე, ხარჯვით პრიორიტეტებზე, კონტროლს გაუწევს სახელმწიფო ფულის ხარჯვას. ფული მიიღება როგორც მუნიცპალიტეტედან, ასევე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადახვა პროგრამების მეშვეობით.

13. სახელმწიფო რწმუნება გუბერნატორებს ეძლევათ მუნიციპალიტეტების კანონით დადგენილი ოპტიმალური რიცხვისათვის, რომელიც არაა მიბმული არც ისტორიულად არსებულ ეთნიკურ მხარეებს (გურია, კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და ა. შ.) და არც ხელოვნურად შექმნილ წარმონაქმნებს (მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ა. შ.). მათი დასახელება შეიძლება იყოს მიბმული მსხვილ ქალაქთან ან ცნობილ ისტორიულ ძეგლთან.

14. რეგიონალიზაცია, ანუ, საქართველოს ზონებად დაყოფა უნდა მოხდეს ეკონომიკის განვითარების მიზნით და ევროპული სტატისტიკური რეგიონების კრიტერიუმებით. მაგალითად “მაღალმთიანი რეგიონი (ზონა)”, “სამხრეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონი (ზონა)”, “მეღვინეობის რეგიონი (ზონა)” და ა.შ.

მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress