საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. ღირებულ ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობათა შექმნას შესაბამისი მსოფლმხედველობითი საფუძველი სჭირდება. ქართული კულტურა, ამ სიტყვის უფართოესი აზრით, წარმოუდგენელია ქრისტიანობის გარეშე. ქრისტიანულ ორბიტაში მოქცევამ, ანუ უმაღლესი ცივილიზებული სამყაროს წევრობამ, ერთის მხრივ, განსაზღვრა საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია, მეორეს მხრივ, ქართველი კაცის ღრმა სულმა თავისი სრულყოფილი გამოხატვა ქრისტიანობაში შეძლო. ქრისტიანობა ქართველი ერის შინაგანმა სულიერმა ბუნებამ ორგანულად შეითვისა და შეისისლხორცა. ქრისტიანობას სასიკეთოდ შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ღირებულებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდა. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის საყრდენ ღერძად, რომლის ირგვლივ ბრუნავს ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ქართველმა ადამიანმა ქრისტიანობაში ჰპოვა ჭეშმარიტება, თავისი სრული შინაგანი ჰარმონია, ამასთან, საკუთარი თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრივი განვითარების საფუძველი. ამ გადაწყვეტილების მიღება მეტად ძვირი დაუჯდა და უჯდება საქართველოს, მაგრამ რომ არსებობს, საკუთარი სახე გააჩნია და კაცობრიობისათვის საინტერესოა, სწორედ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა.
საქართველოს ისტორიის მრავალმა საუკუნემ (IV-XVIII) ჩაიარა თითქმის უწყვეტ ბრძოლაში სხვა რელიგიათა მატარებელი, საქართველოზე მრავალჯერადად დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელნიც, ყველანი უკლებლივ, თავის შემოტევებში საქართველოზე ისეთივე ძალისხმევით ცდილობდნენ ქართველი ერის მიქცევას სხვა რელიგიისაკენ, როგორითაც საქართველოს მიწის დაპყრობას. საქართველო ზემოხსენებული საუკუნეების მანძილზე იყო ქრისტიანობის მოწინავე საგუშაგო, ფორფოსტი აღმოსავლეთში. საქართველოს სახელმწიფოს იდეოლოგიის არსებითი პუნქტი იყო საქართველოს აყვავების ეპოქაში საქართველოს ერთერთ უმთავრეს ფუნქციად აღიარება ქრისტიანობის(ჭეშმარიტების) დაცვისა კავკასიაში და მის მიმდებრე რეგიონში.
XIX საუკუნეში კი “ერთმორწმუნე” რუსი დამპყრობელი, სხვათა მსგავსად, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გზით, შეეცადა ქართველი კაცის ფესვებიდან მოწყვეტას და მისთვის მიუღებელი ზნე-ჩვეულებების დანერგვას.
ქართველმა ერმა 1921-1990 წლებში განიცადა უმძიმესი რეპრესია რუსული ბოლშევიკური იმპერიის მხრიდან, რომელიც, თუ მას მივუყენებთ თანამედროვე ტერმინოლოგიას, დახასიათდება, როგორც ქართველი ერის გენოციდი. შესაბამისად, იდევნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მღვდელმსახურთა ფიზიკური განადგურებისა და ტაძრების დანგრევა-დახურვის ჩათვლით. ქართველი კაცი იქამდე მიიყვანეს, რომ თავისი ხელით ანადგურებდა მისი წინაპრების ხელით შექმნილ სიწმინდეებს.
ქართველმა ერმა შეგნებულად გაიღო უდიდესი მსხვერპლი ქრისტიანული რელიგიისათვის ბრძოლაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას წმინდა მოწამეთა მრავალრიცხოვანი კრებული ჰყავს. საკმარისია ითქვას, რომ მტრების მიერ ქ. თბილისის აღების შემდეგ ქ. თბილისის, პრაქტიკულად, მთელმა მოსახლეობამ (`ასი ათასი წმინდა მოწამე~) მოწამებრივი სიკვდილი არჩია ქრისტეს გმობას, რასაც მისგან მტერი ითხოვდა.
ისტორიის თუნდაც ძალიან მძიმე ეტაპზე, ქართველები ეროვნული ენერგიის და კულტურის ძირითად პარამეტრებში, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს არ ჩამოვრჩენილვართ, არც ერთი მიმართულებით —- სულიერებაში, ზნეობრიობაში, განათლებაში, სამხედრო საქმეში, არქიტექტურაში, წარმოებაში თუ საზოგადოებრივი ურთიერთობების დემოკრატიულ მოწყობაში. ვმონაწილეობდით ისტორიულ პროცესებში, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, და არ ავითქვიფეთ სხვებში, მათ შორის – ჩვენზე გაცილებით ძლიერებში. შევინარჩუნეთ და განვავითარეთ საკუთარი პოლიტიკური ეროვნული მეობა. ჩვენი ძალა, გადარჩენისათვის გაუნელებელი ბრძოლის ჟინი, მხოლოდ “ხმალში და თოფში” კი არ იყო, არამედ რწმენაში. კონკრეტულად_ ქრისტიანულ რწმენაში. (გავიხსენეოთ გურამიშვილის სტრიქონები: “მტანჯვენ, “მსთმეო”, აწ ვითა გთმო უსახოო მარგალიტო, ღვინო ტკბილი ვით დაგღვარო და ძირმწარის წვენი ვხვრიტო?!”)
ქრისტიანობა საქართველოში არასოდეს ყოფილა თავისთავში ჩაკეტილი, განყენებული მოძღვრება. საქართველოში პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში და მის პრაქტიკულ განხორციელებაში ქრისტიანული რელიგია მუდამ წარმმართველ ძალას წარმოადგენდა. როცა ამ მისიას კარგავდა, მაშინ იწყებოდა სახელმწიფოს საძირკველის მოშლის პროცესი.
ღრმა ქრისტიანულმა კულტურამ განუზომელი წვლილი შეიტანა ქართველი ერის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა დამყარებულია იმავე აბსოლუტურ, ანუ შეუვალსა და არც ერთ ვითარებაში არ დასათმობ ღირებულებებზე, რაც თანამედროვე კაცობრიობის მოწინავე ნაწილის იდეოლოგია და მორალია საერთოდ: თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობაზე, ადამიანთა პრინციპულ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, შემბრალებლობაზე, შემწყნარებლობაზე და სხვაზე. ეს ღირებულებები საქართველოში იმპორტირებული არ არის: ეს ქართველი ერის მიერ საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალით საკუთარ ქვეყანაში შემუშავებულ ღირებულებათა სისტემის ელემენტებია.
ქრისტემ ადამიანებს მოგვანიჭა თავისუფლება და გვასწავლა ერთმანეთის თანასწორობის დანახვა ორი რამით. ერთი, გვასწავლა, რომ ყველანი თანასწორნი ვართ ჩვენი თავისუფლებით ცოდვა-მადლის გარჩევაში და საკუთარ არჩევანში ამათ შორის. მეორე, გვასწავლა, რომ ადამიანში მთავარია მისი სწორედ ეს თვისება – მისი უნარი ცოდვა-მადლის გარჩევისა და საკუთარი არჩევანისა _და არა მისი ძალა, ჭკუა, სილამაზე, სიმდიდრე და ა. შ.
ამავე დროს საქართველო არის ტრადიციულად დემოკრატიული ქვეყანა, რაც პრინციპულად განსხვავდება საქართველოს მეზობელი დიდი ქვეყნების დესპოტიებისაგან. საქართველოსა და ქართველ ერში არსებობს, მიუხედავად რუსეთის ორსაუკუნოვანი იმპერიული ბატონობისა, ღირსეულ რიგით ადამიანად ყოფნის და ამით ამაყობის კულტურა (პრინციპით `კაცი ვარ და ქუდი მხურავს~) და საზოგადოების ყველა წევრისათვის პირადი თავისუფლების აუცილებლობის ცნობიერება(პრინციპით `არც არავის ყმად ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლიდან წლამდე გამყოლია~), რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის მკვიდრი მორალური საფუძველია.
ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ქართველ ერში ტრადიციულად და დღესაც ეროვნული სულისკვეთება და დემოკრატიული სულისკვეთება ერთია და მას, სხვა მრავალ ცოცხალ წყაროსთან ერთად და პირველ ყოვლისა, მისი მშობლიური სარწმუნოება ასაზრდოებს. საქართველოსა და მის ერს დღევანდელ პირობებში (და, სავარაუდოა, მომავალშიც) ესაჭიროება კონსულტაცია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებასთან დემოკრატიის მექანიზმთა სრულყოფის თაობაზე. დემოკრატიის პრინციპების თაობაზე და დემოკრატიული სულისკვეთების აღზრდის თაობაზე მას სჭირდება ამ საზოგადოებასთან აზრისა და გამოცდილების თავისუფალი ურთიერთგაცვლაც, მაგრამ არა ცალმხრივი კონსულტაცია, მით უმეტეს – არა ინსტრუქტირება.
II
საქართველოს სულიერი ნგრევა მტრის შემოტევის ერთერთი ძირითადი მიმართულება იყო და არის დღესაც. იცვლება მხოლოდ ფორმები და მეთოდები.
ბოლშევიზმი თავისი არსით არის ცხოვრების წესი, მოქმედების ფორმა, სტილი, დამყარებული მორალური და ზნეობრივი კატეგორიების უგულვებელყოფაზე. Mმარქსიზმ_ლენინიზმი კი იმ დროის იდეოლოგია, დამყარებული ადამიანის პიროვნული და ეროვნული თავისუფლების უგულვებელყოფაზე. ჩვენი დროის ბოლშევიკები, ებრძვიან რა ქართულ სახელმწიფოებრიობას, გაიშალნენ სახელისუფლებო, არასახელისუფლებო თუ ოპოზიციურ ნაწილებად, `მეხუთე კოლონად~ ჩამოყალიბდნენ საქართველოში და შეაღწიეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეს არის ფაქტი, რომელსაც ვხედავთ. ისინი, დაიტოვეს რა ბოლშევიკური ცხოვრების წესი, სახელმწიფოს იდეოლოგიად მარქსიზმ_ლენინიზმისა და მებრძოლო ათეიზმის ნაცვლად ცდილობენ დაამკვიდრონ ნეობოლშევიკური და ექსტრემისტული ერთ-ერთი მარგინალური ფორმა პოლიტიკური ცნობიერებისა და იდეოლოგიის, რომელსაც ხალხში არც თუ მთლად ზუსტად “ფსევდოლიბერალიზმი” ჰქვია: ანტიმეცნიერული “კონცეფცია”, თითქოს ადამიანის უმალესი ნიჭი_თავისუფლება_ საკუთარ მდარე ინსტინქტთა აყოლის თავისუფლებაში მდგომარეობს და არა შრომის, ბრძოლისა და შემოქმედების _ მათ შორის ეროვნულ_სახელმწიფოებრივი შემოქმედების თავისუფლებაში. ბუნებრივია, რომ ეს უსუსური იდეოლოგია უპირისპირდება ქრისტიანობას და ეროვნულობას არა მხოლოდ როგორც აღმსარებლობას, არამედ აგრეთვე, როგორც სახელმწიფოებრივ აზროვნებას და ცხოვრების წესს.
საქართველოს მმართველი რეჟიმი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს საქართველოს მიზანმიმართული და ყოველმხრივი ნგრევის (ამ რიცხვში – აგრეთვე ფსიქოლოგიური ნგრევის) პოლიტიკას. ამ პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მითის გავრცელება (ტელეეკრანის სრული მონოპოლიზაციის პირობებში), თითქოს
ა) ქართული შეგნებული სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წინააღმდეგობაშია თანამედროვე დასავლური დემოკრატიის პრინციპებთან;
ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლი თავის მოქმედებაში ჰღალატობს რელიგიური შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) პრინციპებს და ყალიბდება ფაშისტურ, ექსტრემისტულ, აგრესიულ ფუნდამენტალისტურ ძალად;
გ) ქართველ ერში დიდია ჰომოფობიური (‘კაცთმოძულე”) ტენდენციები და ამიტომ საჭიროა გონიერი კაცობრიობის მიერ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა(მათ შორის გრანტების მომატებაც) მის გასანეიტრალებლად ე.ი. ქართული ფასეულობების წინააღმდეგ საბრძოლველად.
დ) საყოველთაოდ აღიარებული ლიბერალური ღირებულებები და ქრისტიანული, ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ფასეულობები ერთმანეთთან სრულ ანტაგონიზმშია და ამ უკანასკნელის მქონე ადამიანებს არ ძალუძთ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება. შესაბამისად, აქტიური მრევლი წარმოადგენს ახალი ტიპის სექტას.
ე) საქართველოს ეკლესია თავის დგომაში ეროვნული სულიერების სადარაჯოზე განიცდის რუსული ეკლესიისა და სპეცსამსახურების გავლენას, ხოლო ქართული მრევლი მიესალმება რუსულ ოკუპაციას, და შესაბამისად, ოკუპანტთა საყრდენია ქართული სახელმწიფოს ინტერესთა საწინააღმდეგოდ.
საზოგადოების ფსიქოლოგიური დამუშავებისა და საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობების შემდეგ დაიწყო შეტევის ახალი ეტაპი. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, რომელსაც არავინ არ ებრძვის, დაცვისათვის ბრძოლის უზურპირებული დროშით რეალურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული სიწმინდეების, საქართველოს ისტორიის, ეკლესიისა და რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ. ხელისუფლება, რომლისთვისაც არანაირი სიწმინდე არ არსებობს, უხეშად ცდილობს სხვებსაც მოახვიოს თავისი აზრი, თითქოს თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, თითქოს აღარ არსებობს ზნეობრივი კრიტერიუმები და ამ აბსურდის აღიარებას ბოლშევიკური მგზნებარებით მოითხოვენ ყველასგან.
ტოლერანტობის და თანასწორობის პროპაგანდირება ქვეყანაში, რომელიც გაიზარდა პავლე მოციქულის სიტყვებზე _ „არა არს ჰურიაება არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოჲს მიერ” (გალატელთა მიმართ III,28).
_ გასაკვირი იქნებოდა, რომ მათი ჭეშმარიტი ზრახვები არ გვესმოდეს.
მოითხოვენ ქართული საზოგადოებისაგან, რომ მან აღიაროს სხვა აღმსარებლობაც ჭეშმარიტებად(რაც მინიმუმ ლოგიკური აბსურდია); ცოდვა _ ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად; სექსუალური უმცირესობების ინტერესი _ ბუნებრივ მოთხოვნილებად(და, რაც მთავარია, ამ სამწუხარო ანომალიით დაიკავონ საჯარო, მაშასადამე_პედაგოგიური სივრცე); უხამსობა და რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა(საეთერო მონოპოლიის პირობებში) _ სიტყვის თავისუფლებად; ეკლესიის შეურაცხყოფა (ამავე პირობებში) აზრის გამოხატვის თავისუფლებად; ეროვნული და მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა _ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებად და ა.შ.
საზოგადოებას აიძულებენ აღიაროს ის, რაც არა მარტო ეწინააღმდეგება ლოგიკას, ქართველი კაცის შინაგან ბუნებას, ეროვნულ ტრადიციებს, სარწმუნოებრივ სწავლებას, არამედ რაც ამავე დროს, ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. და თუ არ დაეთანხმები მაშინვე ფაშისტად, ექსტრემისტად და ჰომოფობად(კაცთმოძულედ) მოგნათლავენ. ხელისუფლებას არ სურს გავარკვიოთ: რა არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და რას ნიშნავს ადამიანის რწმენის შეურაცხყოფა! დეკლარირების მიუხედავად, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას-მედიის სრულ მონოპოლიზაციას არ განახორციელებდნენ.
შემოტევას ქართულ ცნობიერებაზე მრავალი მხარე აქვს, მათ შორის კანონმდებლობითი. ცივილიზებულ სამყაროს შემუშავებული აქვს და ცხოვრებაში წარმატებულად იყენებს, კანონის გარდა, ზნეობრივ სტანდარტებსა და დაუწერელი ეთიკური კოდექსის ნორმებს(მაგ. შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება). მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მავნე ზემოქმედებისაგან იცავს ადამიანს და არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობას. (მაგ. აშშ-ის ფედერალური კანონი “კომუნიკაციების ზნეობრივი სტანდარტების” შესახებ). საქართველოში ასეთი კანონმდებლობის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხელისუფლება, რადგან ეს მას შეუზღუდავს დემაგოგიისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დიაპაზონს, ხელს შეუშლის, სხვათა შორის, ე.წ. მაღალი ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც, რომლებიც განუყრელია ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებისაგან და მის სოციალურ და საზოგადოებრივ_პოლიტიკურ შემოქმედებას განაპირობებენ. ამ უკანასკნელთა რიცხვში შედის მის მიერ თავისი გარესამყაროსათვის (პირველ ყოვლისა – თავისი საზოგადოებისათვის) იმ სახის მიცემისათვის ბრძოლის უფლება, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია ამ გარესამყაროსათვის (ამ საზოგადოებისათვის).
ასეთი კანონმდებლობის პირობებში ვერ შეეწინააღმდეგებიან ადამიანის მოთხოვნილებას და, შესაბამისად, მის ადამიანურ უფლებას, რომ ერთერთი თანამმართველი იყოს და მონაწილე მსოფლიო და ისტორიული პროცესისა (იყოს, ჭეშმარიტად, `სახედ და ხატად ღმრთისა), რაც სხვა მრავალ მხარესთან ერთად ნიშნავს იმასაც, რომ თავისი ერისა და თავისი ეროვნული სახელმწიფოს განვითარებისათვის იშრომოს და იბრძოლოს. ვეღარ რეალიზდება პროექტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც არაკვალიფიციური პირები `ურჩევენ~ ხელი აიღოს მაღალ მოთხოვნილებებზე (მაგალითად, მოწინავე განათლებასა და მეცნიერების ქონაზე) და დასჯერდეს მომსახურე ერის ფუნქციას, ამასთან ერთად_თავისი ქალაქების ქუჩებში განუკითხავი ბატონობა დაუთმოს ყველანაირი `გადახვევების~ მქადაგებლებს და აგრესიულ სექტებს, რომელნიც, სარგებლობენ რა მოსახლეობის არსებული სიდუხჭირით, ფინანსური დაინტერესებით ცოდვის ჩადენის სტიმულირებას უწყობენ ხელს და თავის პროპაგანდის შინაარსით სახელმწიფოს საფუძვლებს არყევენ. საქართველოსათვის ამ ყალბი გზის შემოთავაზებაში, ანუ მისთვის ე.წ. `მარგინალური ცივილიზაციის~ სამარცხვინო და უპერსპექტივო როლის შემოთავაზებაში განსაკუთრებით აქტიურნი არიან სოროსის ფონდი, `თავისუფლების ინსტიტუტი~ და `ილიას უნივერსიტეტი~, საქართველოს მედია-სივრცის დიდი ნაწილი და სხვა. მათ “ღირსეულად” გააგრძელეს გასული საუკუნის ოციანი წლების “მებრძოლ ათეისტთა საბჭოს” ტრადიციები.
III
მოციქულთა სიტყვა ქართველი ხალხისათვის იმდენად ბუნებრივი და მშობლიური აღმოჩნდა, რომ ერთმა სუსტმა ქალწულმა, ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიერ ნაკურთხი, საკუთარი თმით შეკრული ვაზის ჯვრით, შესძლო საქარველოს მოქცევა, რომელსაც უკვე დიდი ხნის მომზადებული ბაზა ჰქონდა შექმნილი ამ ქვეყანაში.
დღევანდელმა “განმანათლებლებმა” კარგად იციან, რომ მათი იდეოლოგია აშკარად მიუღებელია ქართველი ერისათვის როგორც მორალურად, ასევე ინტელექტუალურად ამ იდეოლოგიის ინფანტილური დონის გამო და აშკარად წინააღმდეგობაშია ქართულ ყოფა-ცხოვრების ტრადიციულ წესთან; იციან, რომ უმცირესობაში არიან დღესაც და იქნებიან მომავალშიც და Aამიტომაც არ ქმნიან კონკურენტულ გარემოს(ასეთ გარემოში მათ პერსპექტივა არ აქვთ). ამიტომვე ტაქტიკურად, თვლიან, რომ საჭიროა აგრესიული, თავხედობამდე მისული შემტევი და ძალადობრივი ქმედებები და მეთოდები. Dდემოკრატიის პრინციპთა უხეშ გადათელვას, რასაც დღეს ვხედავთ, მათ ეს კონკურენტუუნარობა აიძულებს.
ქართული ლიბერალური აზროვნება, რომლის მთავარი მიმართულების მიმცემი საქართველიოში ყველასგან სათაყვანებელი წმიდა ილია მართალია, ქრისტიანულ სწავლებაზე დაყრდნობით უყალიბებს საზოგადოებას ყველა დროის დემოკრატიის პრინციპებს. ქართული აღზრდის კლასიკაა მისი სიტყვები ქართვლის დედის მიმართ: “აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტეს მცნებასა,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას.”
არსებითია ის, რომ ქრისტიანობა აძლევს ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ანუ უფლებას, რომ მან თვითონ აირჩიოს თავისი ცხოვრების წესი (მით უმეტეს, რომ ცნება “ცოდვა” არ გამოიყენება იმ ადამიანების ქმედებების მიმართ, რომლებიც თავისი ნებით უარს აცხადებენ ეკუთვნოდენ ქრისტიანულ სამყაროს), მაგრამ ამავე დროს იტოვებს უფლებას, რომ ზოგიერთი ქმედება თავისთვის ცოდვად მიიჩნიოს. დღევანდელი “ფსევდოლიბერალები” კი მოითხოვენ, ყველამ, მიუხედავად აღმსარებლობისა, უპირობოდ აღიარონ ის, რაც მათს რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება _ აღიარონ ცოდვა ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად. ეს პირდაპირი ძალადობაა. გააპროტესტებ ძალადობას და ცოდვის გავრცელებას სტიმულირებას და საქმეში ჩართავენ პოლიციას, საგადასახადოს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ფინანსებს და სხვა ადმინისტრაციულ რესურსს და მოძალადედ დაზარალებული გამოჰყავთ. შუა საუკუნეების ფუნდამენტალისტის, ანტიდემოკრატისა და “მართლმადიდებლური ირანის” იმიჯი გარანტირებული გაქვთ.
მათ სურთ, თავისი ნეობოლშევიკური და ექსტრემისტული მარგინალური პოლიტიკური ფსევდოიდეოლოგია დაამკვიდრონ, როგორც “პროდასავლური იდეოლოგია”. მათი უხვად დაფინანსებული პროპაგანდა მიმდინარეობს მარგინალური ფსევდოლიბერალური ღირებულებების “დასავლურ ღირებულებებად” წარმოჩინების გზით, რაც გამიზნულია ქართულ ღირებულებებთან სრულიად იდენტური დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციზე ფართო მასის თვალში. (ქრისტიანული ცხოვრების წესი, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები და ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, არჩევანის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რეალური თვითმმართველობა, ყველა სფეროში ანტიმონოპოლიური გარემოს უზრუნველყოფა, კანონის წინაშე თანასწორობა და სხვა); მათი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალმხრივი ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ ,,დასავლური ღირებულებების” სახელით. ევროკავშირმა ასეთი საშიში ულტრალიბერალიზმის გამო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებების ხელმოწერაც კი შეაჩერა.
მოსახლეობას ჩააგონებენ, რომ მათი ბედნიერებისათვის კეთდება ყოველივე და ვინც წინააღმდეგ წავა, ყველა ხალხის მტერია. Eესეც პირდაპირი ძალადობაა. გააპროტესტებ ძალადობას და მოითხოვ საჯაროდ მსჯელობას, კონცეპტუალურად ემთხვევა თუ არა მათი დეკლარირებული ღირებულებები მათ ქმედებებს _ და საქმეში კვლავ ჩართავენ პოლიციას, საგადასახადოს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ფინანსებს და სხვა ადმინისტრაციულ რესურსს და მოძალადედ კვლავ დაზარალებული გამოჰყავთ. “დასავლური ღირებულებების მოწინააღდეგის”, “ოკუპანტების ინტელექტუალური მარდამჭერისა” და “რუსეთის აგენტის” იმიჯი გარანტირებულია.
რელიგიური რწმენის მიზანმიმართული შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვების გამოყენებით დასჯადია ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობით. ამავე კანონმდებლობით, მასობრივი ინფორმაციის ორგანო ვალდებულია შეურაცხყოფილ სუბიექტს დაუთმოს ტოლი ადგილი პასუხისათვის თავის საინფორმაციო სივრცეში. დემოკრატიის ანბანურ წესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების აღმსარებელთ არა აქვთ საშუალება შეურაცხმყოფელთ პასუხი გასცენ მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებით ამ უკანასკნელთა მონოპოლიზაციის გამო, ხოლო სახელმწიფო დაწესებულება – `ილიას უნივერსიტეტი~ – აწყობს დისკუსიას უწმაწური სახელწოდების მატარებელ ანტიქრისტიანულ წიგნზე ისე, რომ აზრად არ მოსდის დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება მისცეს ერთ კომპეტენტურ პირს მაინც, რომელიც წარმოადგენს ადექვატურ შეფასებას: რომ წიგნი დამყარებულია უმეცრებაზე, ლიტერატურული ნიჭის არარსებობაზე და, უკეთეს შემთხვევაში, ჰეროსტრატეს კომპლექსზე, ანუ გამორჩეული საჯარო ყურადღების მოპოვების სურვილზე გამორჩეული პოზიტიური პირადი მახასიათებლების უქონლობის პირობებში. ესეც პირდაპირი ძალადობაა. Gგააპროტესტებ ძალადობას და აზრის გავრცელების შეზღუდვას და საქმეში კვლავ ჩართავენ პოლიციას, საგადასახადოს, პროკურატურას, სასამართლოს, მედიას, ფინანსებს და სხვა ადმინისტრაციულ რესურსს და მოძალადედ კვლავ დაზარალებული გამოჰყავთ. გაუნათლებელი, უწიგნური, ახალი ტიპის სექტის და აგრესიული ჰომოფობის იმიჯი ამ შემთხვევაშიც გარანტირებული გაქვთ.
როდესაც შენ სხვის დედას, სხვის ეკლესიას, სხვის რწმენას და სხვის ფასეულობებს შეურაცხყოფ, მოძალადე შენ ხარ! როდესაც აზრის გამოხატვის თავისუფლების ნიღბის ქვეშ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ და მის ადამიანურ თუ რელიგიურ გრძნობებს დასცინებ, როცა მას საპასუხო სივრცე არ გააჩნია, მოძალადე შენ ხარ! როდესაც მართლმადიდებელი აღმსარებლობის სტუდენტებს საშუალებას არ მისცემ, ინსტიტუტში თავისი კუთხე ჰქონდეთ, (კანონმდებლობით ამის მოთხოვნის უფლება აქვთ, მაგრამ Eჭავჭავაძის სახელობის “უნივერსიტეტის” ხელმძღვანელობამ სტუდენტები ცინიკური პასუხით გამოისტუმრა), როდესაც სტუდენტებს არა აქვთ უფლება მათთვის სასურველ ლექტორს შეხვედრა მოუწყონ, როდესაც სტუდენტები ითხოვენ სწავლების გაუმჯობესებას (საგანი “ქრისტიანული კულტურის საფუძვლები”, რომელიც ადრე ისწავლებოდა), ინსტიტუტში კი ასწავლიან დემონოლოგიას, ეს შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ძალადობა! სამაგიეროდ “თავისუფლების ინსტიტუტს” აქვს საშუალება იქ ჰქონდეს ბაზა, საიდანაც ბოლო წლებია იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
როდესაც შენ არც პარლამენტში, არც თუნდაც ერთ საზოგადოებრივ ინსტიტუტში და არცერთ ტელეარხზე არ უწყობ ხელს ღია დისკუსიის მოწყობას თემაზე `საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიის სფეროში~, რომელშიც მართლმადიდებლურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცემა საეთერო დრო, ამით ძალადობის ქუჩაში ესკალაციას უწყობ ხელს და ამიტომაც, კვლავ და კვლავ, მოძალადე ხარ!
როდესაც გაბატონებულ ხუნვეიბინთა ოპონენტები საქმის გარკვევას სიტყვით ცდილობენ, ამის საშუალებას მათ არ აძლევენ. როდესაც სასამართლოთი სცადეს თავისი უფლებების დაცვა, არც ამის საშუალება მისცეს, ხოლო შემდგომ რომელიმე მათგანს თუ ნერვებმა უმტყუნა და ცოტა ხმას აუწია, ძალადობაში დაადანაშაულეს!
საქმიან კამათში მიწვევა ხსენებულ ხუნვეიბინებს არასოდეს მიუღიათ და ამ უწყვეტ მწვავე დავაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს არც საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტსა და მის აპარატს, `თავისუფლების ინსტიტუტს~, `ილიას უნივერსიტეტს~, “მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს”, სოროსის ფონდს `ღია საზოგადოებას~, და ამავე ინტელექტუალური დონისა და სტილის ყველა სხვა პირს თუ დაწესებულებას (” იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე”. მათე 12. 34.), ვინც თავის არაკონკურენტუნარიანობას ფარავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებული რეალობის არსებობით. Aარადა ეს რეალობა ძალადობრივი გზით მათ მოახვიეს თავს საზოგადოებას.
ძალადობისა და უსამართლობის გამოვლინებაა ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის დაზარალებულების დაპატიმრება, მაშინ როდესაც, მინიმუმ, “კონფლიქტის დროს” მეორე მხარეც არსებობს და “ზრდილობის გულისათვის”, წესით, მათაც უნდა მოეთხოვოს პასუხი. ასევე იქნა ხელისუფლებისაგან იგნორირებული დანაშაულებრივი ქმედებების სხვა ეპიზოდები (შანტაჟი, ნარკომანია, ცივი იარაღის გამოყენება). Eეს კი პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების სამსახურში მდგომი პირების შემდგომი ძალადობისაკენ წასახალისებლად.
IV
მიზანი ნათელია _ ქვეყანაში მოხდეს ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია; ერთიანი ეროვნული ცნობიერების მოშლა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების ხელის შეწყობა, რაც შემდგომში საფუძველი უნდა გახდეს დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისა ან 2003 წლის მსგავსი “დრამატული სპექტაკლის” მოწყობისა, რათა რეჟიმმა ახალი სახით და ძველი შემართებით გააგრძელოს ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება.
მტრის ამ გეგმის აღკვეთის ერთი გზა_სამოქალაქო მშვიდობის დამყარება, ქვეყნის აღმშენებლობის დაწყება და ასეთი დაპირისპირების ან ჩანაცვლების ჩაშლა შესაძლებელია, თუ მოხდება ერთ ადამიანში მრევლის წევრისა და სახელმწიფოს მოქალაქის ჰარმონიული შერწყმა(სინერგია). ერთი მხრივ, ეს ადამიანი, როგორც მრევლის წევრი, იქნება ეკლესიის სულიერი შვილი. საქართველოს ეკლესია კი დღეს საქართველოში არის ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ამკვიდრებს ხალხში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებს, ანუ ცხოვრების ისეთ ამაღლებულ მიზნებს, რომელთათვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდეს. იგი ადამიანებს აძლევს ღვთისგან დადგენილ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს შინაგანი მშვიდობა, თავისუფლება, განსაზღვროს და მოიწესრიგოს თავისი ცხოვრების წესი.
მეორე მხრივ, როგორც მოქალაქე, იგი იქნება სახელმწიფოს ერთგული შვილი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას, განავითაროს და სამარადისოდ შეუნარჩუნოს თავის შთამომავლობას ქვეყანა საქართველო, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ამავდროულად, მოქალაქე ეკლესიის სოციალური პარტნიორი იქნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც იზრუნებს, რათა საზოგადოებრივი ცხოვრება დაეფუძნოს ისეთ ღირებულებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკლესიასა და მრევლს თავის უმთავრესი მიზნის – ცხონების _ პირობების უკეთ რეალიზაციისათვის.
ასეთ მოქალაქეს ძალუძს მოძებნოს საკუთარი ადგილი ცივილიზებულ თანამეგობრობაში, ინტეგრირებულ იქნას საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემაში და ამავე დროს შეინარჩუნოს საკუთარი პიროვნული და ეროვნული თვითმყოფადობა, რომელიც განისაზღვრება მართლმადიდებელ ღირებულებებზე დაფუძნებულ ფასეულობათა სისტემასა და ქართული ტრადიციულ ყოფა-ცხოვრების წესებზე. შეინარჩუნოს ერთიანი ეროვნული ცნობიერება, საქართველოს კულტურის ერთიანი სივრცე, ზოგადქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციად დამკვიდრებული წესი; ქართული ინტელექტით, დამწერლობით და ზეპირსიტყვიერებით შექმნილი სინამდვილე, საკაცობრიო სინამდვილეში თანაარსებობის შედეგად ისტორიულად ჩამოყალიბებული და განმტკიცებული. საკუთარი ქვეყნისა და საკაცობრიო კულტურის სინთეზის მატარებელი, ისტორიულად და ტერიტორიულად საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში ჩამოყალიბებული, სხვადასხვა კუთხეში დაბადებული და აღზრდილი. ქართველი ადამიანისათვის დამახასიათებელი ზნეობის ნორმებიდან გადახვევას კი განიხილავს, როგორც ინდივიდის კონფლიქტს საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან, როგორც ტრადიციებისაგან მოწყვეტას და აღზრდის ხარვეზს; მისი გააზრება და თანამედროვე ცხოვრების პირობებში ადაპტირება ასეთი მოქალაქისა და მთლიანად სახელმწიფოს(საზოგადოების) მთავარი საზრუნავი გახდება.
თუ ეს ჰარმონია დაირღვა, ეკლესია დაკარგავს პარტნიორს და, თავის მხრივ, მოქალაქე კარგავს თავისი ცნობიერების ერთერთ მკვიდრ საფუძველს, ზნეობრივ მარეგულირებელს, ძლიერების წყაროს და სულიერ ორიენტირს. ადამიანი დარჩება მხოლოდ როგორც მრევლის წევრი, მთლიანი საზოგადოებიდან გამოყოფილი, მოქალაქე კი რჩება მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს მოკლებული, მხოლოდ არსებობისათვის ბრძოლისთვის განწირული. სახელმწიფო კი რჩება ღირსეული და შეგნებული სახელმწიფოებრივი მოტივაციის მქონე მოქალაქის გარეშე.
ერთ ადამიანში სახელმწიფოს მოქალაქისა და მრევლის წევრის ჰარმონიული შერწყმა მიუღებელია არსებული სახელისუფლებო ძალისათვის. მათ სურთ ადამიანი საკუთარ თავთან კონფლიქტში(ჯერ-არსსა და ყოფიერს, სულსა და სხეულს, სასურველსა და რეალობას შორის) შევიდეს; ადამიანი დაუბრუნდეს ბოლშევიკურ პერიოდს, როცა დღის განმავლობაში ლენინის ციტატებით საუბრობდა, საღამოს კი იმავე ლენინზე იგივე კაცი ანეგდოტებს ჰყვებოდა. ასეთი გაორებული ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებელი ვერ იქნება, ვერ იქნება მორალური პასუხისმგებელი თავისავე გადაწყვეტილებაზე. ის მხოლოდ ბუზღუნა, მაგრამ მორჩილი და მართვადი მასის შემადგენელი წევრი იქნება. იმათ აშინებთ ასეთი ჰარმონია, რადგანაც მაღალი ზნეობისა და დიდი პატრიოტული მისწრაფებების მქონე პიროვნებათა სატელევიზიო ზომბირება, ცდუნება, დაშინება და მართვა შეუძლებელი იქნება.
ასეთ ადამიანთა მასობრივ არსებობას რეჟიმი პრინციპულად ვერ ეგუება. ჰარმონიადაკარგული ადამიანი აღარ სულდგმულობს მაღალი ზნეობრივი კატეგორიებით, არის ნაკლებ საშიში და მეტად მართვადი ხელისუფლებისათვის. ნეობოლშევიკებს სურთ, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც უაზრო, უღირსებო, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასა, როგორც აზრგამოცლილი, ერთმანეთისაგან გაუცხოვებული ადამიანების მექანიკური თანაცხოვრება, რომელიც მოკლებულია ძირითად მამოძრავებელ ძალას სულიერების სახით. თავისუფლება(როგორც წმინდა წერილი გვასწავლის) ბოროტების საფარად გამოყენებული; ნიჭი, ცოდნა და ძალა, თუ მას ზნეობა, მორალი და რწმენა არ ამაგრებს, დამანგრევალ ფაქტორად გვევლინება.
კონსტიტუციით გაცხადებული “რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან” არ ნიშნავს საზოგადოებისა და ეკლესიის განცალკევებას. სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას(წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ტოტალიტარულ სისტემას, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება ერთია). საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთქმედება განაპირობებს სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკური სისტემის მდგრადობას. საზოგადოების ეკლესიიდან გამიჯვნის მცდელობა, ანუ პირწმინდად სეკულარული საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა მოსპობას უქადის საქართველოსა და ქართველობის თვითმყოფადობას; ხელს უწყობს ქართველი კაცის ღმერთთან _ ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრესს წყაროსთან _ კავშირის რღვევას, ამასთანავე მართლმადიდებლობით, რომელიც რელიგიურ და დემოკრატიულ ფასეულობათა ჰარმონიული შერწყმაა, იქნება შესაძლებელი ჩვენი ერის ზნეობრივი განწმენდა და ამაღლება, ერისა, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სახიჩრდებოდა იდეოლოგიურად და რომელიც უნდა განიკურნოს ყოველივე ამის შედეგებისაგან, ამ მისიის აღება კი მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია. ამასთანავე, მოქალაქისთვის უმჯობესია იცოდეს, რომ თავისი ტრადიციის მორალით საზრდოობს, ვიდრე სხვისით. ამ გზით ზნეობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით დასუსტებული საზოგადოება დაცული იქნება ისეთი სნეულებებისაგან, როგორიცაა უზნეობა, სულიერი სიცარიელე, სასოწარკვეთა და ა.შ.
V
მიმდინარეობს პროპაგანდირება იმისა, რომ სახელმწიფოს მოქალაქეობა, სამოქალაქო საზოგადოების წევრობა და მრევლის წევრობა შეუთავსებელია. ქვეყანაში, სადაც არსებობს და ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მართლმადიდებელთა ინტერესების გამომხატველი საზოგადოებრივი რამდენიმე ორგანიზაციის შექმნამ დიდი აჟიოტაჟი და ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია დიოკლეტიანემ და ლენინმა ვერ გაანადგურეს. ამდენად, პირადად ეკლესიის მესვეურების დევნა (თუმცა არც უამისობაა) სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. სამაგიეროდ, შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მრევლი მაქსიმალურად უნდა ჩამოშორდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას! რეჟიმმა გადაწყვიტა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და საზოგადოება გაყოს.
ასევე მიმდინარეობს ეროვნული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური ფასეულებების მქონე ადამიანების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოცილება და დაიწყო სეკულარული საზოგადოების პრინციპის რეალიზება _ რეჟიმი მრევლს უფლებას აძლევს, ეკლესიაში იაროს, ილოცოს, მაგრამ როგორც კი მრევლი გამოსცდება ეკლესიისთვის შემორტყმულ გალავანს და ქრისტიანული მორალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გატარებას დააპირებს, მმართველი ძალა მისი დაუძინებელი მტერი ხდება!
შექმნილია ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია(საკმაოდ შთამბეჭდავი ბიუჯეტებით), რომლებიც იცავენ რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, მაგრამ როგორც კი აქტიურდება ეროვნული და მართლმადიმებელთა უფლებების დამცველი მოძრაობები, ისინი მაშინვე “ფაშისტურ ორგანიზაციად” მონათლეს და შესაბამისი პროვოკაციაც მოუწყვეს!
`ილიას უნივერსიტეტში~ და ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტი იყო ამ ხელისუფლებისა და მისი თანამოაზრეების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ამ ბრძოლის გამოხატულება, რომლის მიზანი მართლმადიდებლობის დამცველთა დისკრედიტაცია და განეიტრალება გახლდათ. ამ “ოპოზიციურად” მონათლულ ტელევიზიაში არც ეროვნულ საკითხებს აშუქებენ და სტუმრადაც, აბსოლუტური უმრავლესობით, ის ადამიანები ჰყავთ, რომლებიც, რბილად რომ ითქვას, ანტიმართმადიდებლურ და ანტიქართულ “სიბრძნეებს” აფრქვევენ. “კავკასია” არ არის ობიექტური და მით უმეტეს ოპოზიციური ტელევიზია. ეს არხი ეწევა ოპოზიციური აზრით მანიპულირებას, თანაც – ხელისუფლების დაკვეთით! როდესაც ოფიციალურ სახელისუფლებო არხებს ნდობა დაკარგული აქვთ, საჭიროა ე.წ. ოპოზიციური არხების გამოყენება საზოგადოების დეზორიენტაციისათვის. მათ თავისუფალი ეთერის მიცემა (ანუ ტელეეთერის მონოპოლიზაციის ერთჯერადი გამონაკლისით დარღვევა მაინც) არც უცდიათ და თავიდანვე უხამსი შოუს მოწყობა ჰქონდათ გეგმაში.Aამდენად, ნათელია, რომ ეს ტელევიზია “თავისუფლების ინსტიტუტის” მხარდამხარ იბრძვის. იმ ავბედით ღამეს “კავკასია” მიუკერძოებელი მხარე კი არ გახლდათ, არამედ ხელისუფლების და საკუთარ ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ პოზიციებს იცავდა!
რეჟიმმა შექმნა როგორც მართული ოპოზიცია, ასევე მართული ოპოზიციური მედიასაშუალებები! ეს კეთდება ერთადერთი მიზნით: ამ რეჟიმს ძალიან არ უნდა, რომ მის ძალაუფლებას დაუპირისპირდეს რეალური, ქართული ოპოზიცია და რეალური ჟურნალისტიკა! ამიტომაცაა, რომ ასეთი მოსყიდული ოპოზიციის გარკვეული ნაწილის თუ მედიას ფონზე, რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლებას!
ხელისუფლებამ ვერ აიტანა, რომ არაპოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული წარსული, გემოვნება თუ პოლიტიკური ხედვა აქვთ, მაგრამ რომლებიც შეთანხმდნენ უმთავრესში _ ერში მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების განმტკიცებაში! რომელსაც დეკლარაციაში უწერია “ერთმანეთთან დაპირისპირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებში და მთელს ერში გაბნეული მართლმადიდებელი და ეროვნული ცნობიერების მქონე პატრიოტთა კონსოლიდაცია”(ამ მოძრაობების გარკვეული შიდაორგანიზაციული გადაცდომები სხვა საუბრის თემაა). რეჟიმმა ვერ აიტანა, რომ ამ მოძრაობაში ჩაებნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი დედისადმი სექსუალური ფანტაზიების აღძვრას მამა_პაპათა რწმენის დაცვა არჩიეს!
საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, ჩვენ მართლმადიდებლობისთვის გვდევნიან! საქართველოში უკვე მართლმადიდებლობის დაცვისათვის დაპატიმრებულებიც გვყავს! ეს ხალხი კლასიკური სინდისის პატიმრები არიან – ისინი თავიანთი რწმენის გამო იდევნებიან!
დღეს მიმდინარეობს ლაშქრობა მართლმადიდებლური ცნობიერებისა და ქართველი ერის ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ. ხელისუფლება თავისი სულისკვეთებით, პრინციპებით, იდეოლოგიითა და ზოგადი მიზნებით ეწინააღმდეგება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ჭეშმარიტ სიღრმისეულ ბუნებას. იგი ამავე პარამეტრებში, აგრეთვე თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. იგი თავისი პრაქტიკით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებრივ ადამიანურ უფლებათა იმ ნაწილს, რომელიც უკვე კოდიფიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილსა და საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტებში.
ქართველთა ცნობიერებიდან მართმადიდებლური მრწამსისა და ფასეულობების ამოშანთვის პოლიტიკა დღეს სახელმწიფო პოლიტიკაა!
ხელისუფლების ერთერთი მთავარი მოკავშირე ამ ბრძოლაში მრევლის საზოგადოებრივი პასიურობა და რელიგიური “ნელთბილობაა”. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენ თავში ძალა, რომ თვალი გავუსწოროთ საშიშროებას და ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად, თუნდაც ამის გამო დღეს პრობლემები შეგვექმნას, რადგან ხვალ უფრო დიდი განსაცდელის წინაშე ვიქნებით: “ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან”. (გამოცხ. თ. III. 15. 16).
დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა მორწმუნე საზოგადოების (მრევლის) გააქტიურება და ერთიან მოძრაობაში ჩართვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეკლესიის, როგორც ერის სულიერი ლიდერის, და ეროვნული ინტერესების დასაცავად. მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის იბრძოლებს და შეეწინააღმდეგება ყველა იმ უმსგავსოებასა და უზნეობას, რასაც ეს რეჟიმი და მისი გრანტმოსილი დამქაშები ქადაგებენ! ეს თვისობრივად ახალი, მაგრამ მუდმივ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული მოძრაობის განახლებაა. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს გააცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა.
ქართული პოლიტიკა განპირობებულია მისი ბოროტების წყაროსთან ბრძოლის ლოგიკური აუცილებლობით. საქართველოს ათასწლეულების ისტორია უწყვეტი ჯაჭვია ამ საეჭვო ღირებულებების წინააღმდეგ ქართული სულის ბრძოლისა, რომელიც ფაქტიურად გადარჩენისათვის, არსებობისათვის უწყვეტი ბრძოლის ისტორიაა. საქართველოს ბრძოლა ბოროტების წყაროსთან – ეს ობიექტური მოთხოვნაა. Bისტორიულად ბოროტება ყოველთვის უკიდურეს წინააღმდეგობას აწყდებოდა საქართველოს მხრიდან. საჭიროა ქართულმა პოლიტიკამ მოახდინოს ამ ახალი რეალობების კომპლექსური ანალიზი და ჩამოაყალიბოს კონკრეტული მექანიზმი საფრთხეების ლიკვიდაციის თვალსაზრისით, გავითვალისწინოთ ჩვენი წინაპრების გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოქალაქეთა თვითიდენტიფიკაციის, საერთო ეროვნულ – სახელმწიფოებრივი ფუნდამენტალური ღირებულებების ხელშეუხებლობის დაცვის და რეალიზაციის პრინციპებს. რისთვისაც უნდა ვიმოქმედოთ ერის მა¬მის, ილია ჭავჭავაძის სწავლებით: `ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნ¬დო¬და, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!… იმ დროთა ჩარხზე გამოჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი… ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქრისტიანული ღირებულებები უნდა დაედოს საფუძვლად სახელმწიფოს მშენებლობის საქმეს. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია დანაწევრებული საზოგადოების შეკვრა. მან უნდა უხელმძღვანელოს ერის ცხოვრების მორალურ მხარეს. ქართველ ერს უფლება აქვს(და ვალდებულებაც!), დაიცვას თავისი სარწმუნოება, რადგანაც `ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. ქართველი და ქრისტიანი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან… ქრისტიანობა პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. (წმ. ილია მარათლი)
9.06.2010
მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია
ეროვნულ ღირებულებებზე შემოტევის ანატომია 09.06.2010
February 23rd, 2014 shalva chkhaidze