Archive for the ‘ანალიზი’ Category

SONY DSC

სახელისუფლებო კლანების დასუსტდება ივანიშვილის ინტერესებშია

შორენა კოწოწაშვილი  ”ახალი თაობა” 14.05.2014 ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, რა აჩვენა `რუსთავი 2~-ის მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებამ და საერთოდ, რა პოლიტიკური ვითარებაა ამ დროისთვის ქვეყანაში? _ ისე, როგორც ყოველთვის, თითოეულ მოვლენაში ისახება სპექტრი საკითხებისა, რომელიც აქტუალურია ქვეყნის ამა თუ იმ პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქაც თავს იჩენს ის ვითარება, რომლშიც [...]

mamuka

ხელისუფლება გაურკვეველ ვითარებაში ამყოფებს საზოგადოებას

რასაც რუსეთი უკრაინისაგან ითხოვს ამას საქართველოს ხელისუფლება თვითონ გააკეთებდა ეს არის პოლიტიკური დევნის იმიტაცია შორენა კოწოწაშვილი “ახალი თაობა” 17.04.2014 ეროვნული მოძრაობის წევრი მამუკა გიორგაძე რეგიონალიზმის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას ურჩევს უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედოს. გიორგაძე ამბობს, რომ რასაც რუსეთი უკრაინას ძალით აკეთებინებს, იმას საქართველოს ხელისუფლება თავისი ინიციატივით აკეთებს. გიორგაძე ჯავახეთის რეგიონთან დაკავშირებითაც [...]

giorgadze-1

“სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთს საქართველო გაელახა

`ოცნების~ შიგნით ლობისტური მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ნაცმოძრაობა ერთ დღესაც კი ვერ გაძლებდა” შორენა კოწოწაშვილი  ”ალახი თაობა” 06.04.2014 რა აღიარა ივანიშვილმა, რა საერთო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მარგველაშვილ-ბოკერია-ალასანიას და რა ვალდებულებები აიღო მიხეილ სააკაშვილმა დღეს პუტინის რუსეთის წინაშე, _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან. _ ბატონო მამუკა, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო [...]

gerbebi_Page_6

ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ გვმართებს

“რეზონანსი” 25.03.2013 გვარწმუნებენ, თითქოს დასავლეთი და, კერძოდ, ევროპა გვაშანტაჟებს, “თუ თქვენი ქვეყნის საშინაო კურსში არ გაატარებთ სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველ რეფორმებს, დასავლეთში ინტეგრაციას თქვენი ქვეყანა ვერ ეღირსებაო”. ეს სიცრუეა: დასავლეთის მიერ საქართველოს დაცვა რუსული აგრესიის (დღეს _ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის) წინააღმდეგ ემყარება არა საქართველოს შინაგანი ნგრევის სურვილს (თუმცა მსოფლიოში არსებობს არაერთი სახელმწიფოც და ლობიც, რომელთათვისაც ეს სასურველია), [...]

mamuka

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!

საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]

SONY DSC

მოსაზრებები “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობამ ა.წ. 30 ოქტომბერს, ბ. ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე, მ. სააკაშვილის თანხმობით, პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტი. მისი ავტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დ. ნარმანიას ხელმძღვანელობით. კანონპროექტი ორ მთავარ თემას განიხილავს: საკუთრივ თვითმმართველობის განხორციელებას და თვითმმართველობათა რეგიონულ გაერთიანებებს (კოდექსის VII კარი). კოდექსის VII კარის მიხედვით შემოდის “მუნიციპალიტეტების [...]

gerbebi_Page_6

რეგიონალიზმი ესპანეთში

რეგიონალიზმსა და ფედერალიზმს შორის: ხელისუფლების ტერიტორიული სტრუქტურა ესპანეთში ხოაკინ გარსია მორილიო მოხსენება ედი-ს კონფერეციაზე რეგიონალიზმისა და თვითმართველობის საკითხებზე (27-28.IV.1996) შესავალი 1.ძირითადი ცნებები ხელისუფლების სტრუქტურა რომ შევისწავლოთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ცნებები, რადგან სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად ტერმინების აღრევა ხდება. მაგალითად, ტერმინი “ავტონომია” რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს ნახმარი. ჯერ ერთი, შეიძლება გულისხმობდეს ადმინისტრაციულ ავტონომიას, რომლის პრინციპებში ტერიტორიულ [...]

gerbebi_Page_6

ყველას! ყველას! ყველას!

რეზონანსი (02.12.2013) მამუკა გიორგაძე სახალხო პარტია ვისაც ჩვენი გაყოფა და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე მურმან ლებანიძე საქართველოს მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა ორგანული კანონის – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” – პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კანონპროექტი, ჩვენი აზრით, არა მარტო ვერ ასახავს თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფოებრივ და ადამიანთა [...]

giorgadze-1

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008

ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]

საქართველოს თემაზე მედვედევის ორი ინტერვიუს გამო

რეზონანსი 10.08.2013 ღია წერილი |. მედვედევი ამბობს, რომ: ა). 2008 წლის ომი “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ დაიწყო საქართველომ. ბ). რომ ქართველმა მემშვიდობეებმა დაცხრილეს რუსი მემშვიდობეები. გ). რომ ქართველმა შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს რუსეთის მოქალაქე ოსები. ამით იგი ქართულ მხარეს მიაწერს დანაშაულებს (სისხლის სამართლისას და სპეციფიკურად სამხედროს). საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რუსულ მხარეს ამ ცრუ ბრალდებათა იურიდიული უსაფუძვლობის არგუმენტაციით [...]

Powered by WordPress