რეგიონალიზმი ესპანეთში

gerbebi_Page_6

რეგიონალიზმსა და ფედერალიზმს შორის:
ხელისუფლების ტერიტორიული სტრუქტურა ესპანეთში
ხოაკინ გარსია მორილიო
მოხსენება ედი-ს კონფერეციაზე რეგიონალიზმისა და
თვითმართველობის საკითხებზე (27-28.IV.1996)

შესავალი

1.ძირითადი ცნებები
ხელისუფლების სტრუქტურა რომ შევისწავლოთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ცნებები, რადგან სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად ტერმინების აღრევა ხდება.
მაგალითად, ტერმინი “ავტონომია” რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება იყოს ნახმარი. ჯერ ერთი, შეიძლება გულისხმობდეს ადმინისტრაციულ ავტონომიას, რომლის პრინციპებში ტერიტორიულ ერთეულს ადმინისტრაციული მართვის უფლებები აქვს, მაგრამ არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, ანუ არ შეუძლია განსაზღვროს თავისი პოლიტიკური ორიენტაცია. ადმინისტრაციული ავტონომია არის კანონქვებდებარე ავტონომია, რომლის უფლებებიც შეზღუდულია ხელისუფლების უფრო მაღალ საფეხურზე მიღებული კანონის ადგილზე გატარებით. ესაა კლასიკური ავტონომია, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგალითად, მუნიციპალიტეტებს.
პოლიტიკური ავტონომია უფრო ფართო ცნებაა, იგი მოიცავს პოლიტიკური ორიენტაციის შერჩევის უფლებას და ჩვეულებრივ რეალიზდება საკუთარი კანონების მიღებაში.
პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ავტონომიას შორის განსხვავების გაგება მაგალითის მეშვეობია უკეთ შეიძლება, ავიღოთ გარემოს დაცვა. ადმინისტრაციული ავტონომია საშუალებას აძლევს რეგიონალურ ერთეულს, მხოლოდ აღასრულოს კანონი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ, პარლამენტის მიერაა მიღებული. პოლიტიკური ავტონომია კი საშუალებას აძლევს რეგიონს თავად შეიმუშაოს და მიიღოს კანონები, რათა გარემოს დაცვა უკეთ განახორციელის. ასეთ შემთხვევაში ერთმა ავტონომიურმა რეგიონმა გარემოს დაცვა შეიძლება პრიორიტეტად აქციოს, მეორემ კი ეს უკანა პლანზე დააყენოს, რადგან პრიორიტეტად ინდუსტრიული განვითარება აქვს დასახული. შესაბამისად, თითოეული რეგიონი შეიმუშავებს კანონებს, რომლებიც ამ პრიორიტეტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
2. ისტორიული კონტექტი
ისევე, როგორც მრავალი სხვა პოლიტიკური ფენომენის, ესპანეთის პოლიტიკური სისტემის გასაგებად, საჭიროა მისი ისტორიული საფუძვლის ცოდნა, რადგან ხელისუფლებას ესპანური მოდელი ძირითადად ქვეყნის ისტორიული ევოლუციითაა განპირობებული.
კარგადაა ცნობილი, რომ ესპანეთი ერთერთი პირველი თანამედროვე ქვეყანა იყო ისტორიაში. ესპანეთის ჩამოყალიბებას, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, საფუძველი ჩაუყარა კასტილიის და არაგონის სამეფოს ოჯახების პირადმა კავშირმა, კერძოდ იზაბელა კასტილელისა და ფერდინანდ არაგონელის ქორწინებამ XV საუკუნის დასასრულს. ამ კავშირმა განაპირობა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა კარლოს V-ს და საბოლოოდ მისი ძის, ფილიპელის მეფობის განმავლობაში. ამ პერიოდში კატალონია ინარჩუნებდა თვითმართველობის საკმაოდ მაღალ დონეს და ჰყავდა საკუთარი მთავრობა, რომელსაც ეწოდებოდა”Gენერალიდად”. სხვა ძველ ესპანურ სამეფოებს, მათ შორის ბასკეთს, ჰქონდათ ხელშეკრულებები (Fუეროს) ესპანეთის ტახტთან, რომლებიც აგრეთვე განაპირობებდა თვითმართველობის გარკვეულ ხარისხს.
XVIII საუკუნის დასაწყისში მეფე კარლოს II გარდაიცვალა ისე, რომ შთამომავლობა არ დაუტოვებია. Aამან შეცვალა პოლიტიკური სცენა, დაიწყო ომი, რომელშიც ჩაერთო ბრიტანეთი, საფრანგეთი და ავსტრიის იმპერია, და რომელიც მიმდინარეობდა ტახტის ორ პრეტენდენტს, ავსტრიის ჰერცოგ კარლოსსა და ფრანგ ფილიპე ბურბონს შორის. ომში ფილიპემ გაიმარჯვა და ესპანეთის მეფე გახდა. რადგან კატალონია ომის მანძილზე სხვა პრეტენდენტს, კარლოს უჭერდა მხარს, ბურბონთან სამხედრო ძალები ბარსელონაში შევიდნენ და დააპატიმრეს აქ ავტონომიური მთავრობის მეთაური. გარდა ამისა, ფილიპემ გადაწყვიტა ქვეყნის მართვის მოდერნიზება და ცენტრალიზაცია, მიიღო ”ახალი მოწყობის” სახელით ცნობილი კანონი, რომელიც ზღუდავდა კატალონიის ავტონომიურ უფლებებს და მთელი ხელისუფლების კონცენტრაციას ახდენდა მეფის ხელში. ეს 1714 წელს მოხდა და ამ დროიდან ავტონომიის და თვითმართველობის აღდგენა კატალონიაში ძირითად სწრაფვად იქცა.
ბასკეთში სიტუაცია განსხვავებული იყო, აქ ტახტის წარუმატებელი პრეტედენტის მხარდამჭერებმა მოგვიანებით ბრძოლა დაიწყეს თავიანთი უფლებების აღსადგენად და ზედიზედ რამდენიმე ომი გააჩაღეს. უფლისწული კარლოსისადმი სიმპატიის გამო მათ ”Kარლისტას” ეწოდათ, მათი პოზიცია კი შეფასდა, როგორც რეაქციული, რადგან მოდერნიზაციას ეწინააღმდეგებოდნენ და ეკლესიის აღზევებას ცდილობდნენ. MXIX საუკუნის დასასრულს ბასკეთის ინდუსტრიალიზაციაამ ესპანეთის სხვა მხარეებიდან იმიგრაცია გამოიწვია, რამაც ქსენოფობური თავდაცვითი მოძრაობა განაპირობა. ამ მოძრაობის შედედად წარმოიშვა პოლიტიკური პარტია, “ბასკთა ნაციონალისტური პარტია”, რომელიც იბრძვის ესპანეთის სამეფოსთან ხელშეკრულების აღსადგენად და ბასკეთისათვის მაღალი დონის ავტონომიის მინიჭებისათვის.
მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციამ (1931) თანამედროვე საკონსტიტუციო კონცეფციებზე დაყრდნობით, როგორც კატალონიას, აგრეთვე ბასკეთს, თვითმართველობის საკმაოდ მაღალი ხარისხი მიანიჭა. Gგარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო ორი კანონი, სახელწოდებით ”Eსტატუტოს”, რომლებშიც თვითმართველობის პრინციპები განისაზღვრა. მაგრამ 1936 წელს სამხედრო და ფაშისტური ძალები გენერალ ფრანკოს ხელმძღვანელობით აჯაყდნენ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც დაუნდობელი ომი მოჰყვა შედეგად. ფრანკოს ხანგრძლივი დიქტატურის მანძილზე კატალონური და ბასკური თვითმართველობა უკიდურესად შეიზღუდა. შესაბამისად, ამ რეგიონებში ძირითადად მისწრაფების საგნად კვლავ თვითმართველობა იქცა და დემოკრატია მის აღდგენასთან იქნა გაიგივებული.
ისტორიამ განაპირობა ესპანეთში თანამედროვე პარტიული სისტემაც. Kკატალონიასა და ბასკეთში დღესდღეობით მნიშვნელოვანი ნაციონალისტური პარტიებია. მათი მნიშვნელობა ორი ძირითადი ფაქტორითაა განსაზღვრული. ჯერ ერთი, ისინი თავიანთი რეგიონებში წამყვან პოლიტიკურ ძალად არიან ქცეულნი და წარმოადგენენ რა განმანათლებელ ბურჟუაზიას, გაიგივებულნი არაინ რეგიონის მოსახლეობის ძირითად ინტერესებთან და განწყობასთან. მეორეც, ორივე პარტიას საგრძნობი გავლენა აქვს პარლამენტში, განსაკუთრებით კატალონიურს. ამ უკანასკნელთან ალიანსში შესვლასაც ცდილობს ყველა პარტია, მემარცხენე თუ მემერჯვენე, რომელსაც უმრავლესობის კოალიციის შექმნა სურს. აქტიურად კატალონიელი ნაციონალისტები იგივე როლს ასრულებენ ესპანეთის პარლამენტში, რასაც ლიბერალური პარტია გერმანიის ბუნდესტაგში. რადგან ცენტრისტული პოზიცია აქვთ, მათ არ უჭირთ ალიანსში შესვლა არც მემარცხენეებთან და არც მემარჯვენეებთან.

3.პოლიტიკური ავტონომიის აღიარება
ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, 1975 წლიდან დაიწყო დემოკრატიისაკენ სვლის რთული და ნელი პროცესი. ესპანეთში რევოლუცია არ მომხდარა: ფრანკოს შეენაცვლა მეფე ხუან კარლოსი, რომელის ფრანკომ თავად დაასახელა მემკვიდრედ. ხალხს უკვე დემოკრატია სურდა, მაგრამ თავიდან ძალაუფლება, განსაკუთრებით, სამხედრო, ფრანკისტული ძალების ხელში რჩებოდა. დემოკრატების ერთერთი სურვილი კატალონიის და ბასკეთის თვითმართველობის აღდგენაც იყო, სამხედრო ძალები კი უპირისპირდებიდნენ ამას, რადგან სეპარატიზმისა ეშინოდათ. ამიტომ, როცა კონსტიტუცია იწერებოდა, საჭირო იყო თვითმართველობის აღდგენა ისეთი ფორმებით, რომელიც სამხედროებს არ გააღიზიანებდა.
ამ მიზნის მისაღწევად ახალი მექანიზმი იქნა გამოყენებული. მართალია, თვითმართველობის პრობლამა ძირითადად კატალონიას და ბასკეთს (ხანდახან გალიცასაც) უკავშირდებოდა, გადაწყვეტილი იქნა თვითმართველობის გაფართოება, უფრო სწორედ, თვითმართველობის არჩევანის მიცემა სხვა რეგიონებისათვისაც. ამ სისტემას ეწოდა”ყავა ყველასათვის” და ჩაფიქრებული იყო, როგორც ანტაგონოზმის აცილება თავიდან მხოლოდ ორი ისტორიულად მებრძოლი რეგიონისთვის ავტონომიის მიცემით. “ავტონომია” სეპარატისტთა” გამარჯვებად კი არ უნდა ქცეულიყო, არამედ სახელმწიფოს ორგანიზების ახალ მოდელად: კატალონია და ბასკეთი ავტონომიური გახდნენ, მაგრამ სხვა რეგიონებსახ მიეცათ ავტონომიის მოპოვების საშუალება.
ესპანეთში ცნობილია, რომ ავტონომიის უფლების აღიარება ყველა რეგიონისათვუს ფაქტიურად ტაქტიკური სვლა იყო. მიზნად იყო დასახული არა პოლიტიკური ავტონიმიის უზრუნველყოფა ყველა რეგიონისათვის, არამედ კატალონიისა და ბასკეთის ავტონომიის პოლიტიკური შედეგების შესუსტება. ამიტომ მოხდა, რომ კონსტიტუციაში შემუშავდა ძალიან რთული მექანიზმი, რომელის შეიძლება ითქვას, ორ ღერძს ეყრდნობოდა: პირველი ღერძი _ ავტონომიის შექმნა რეგიონებისათვის _ იყო არა აუცილებლობა, არამედ შესაძლებლობა. მეორე ღერძი იყო ავტონომიური რეგიონების ორი კატეგორიის შემოყვანა, რადგან კატალონიამ და ბასკეთმა თავიდანვე განსაკუთრებული ავტონომიის უფლება მოითხოვეს. სპორტულ ტერმინოლოგიას თუ მივმართავთ, შეიქმნება “პირველი ლიგის” და “მეორე ლოგის” ავტონომიების მექანიზმი (პირველში, რა თქვა უნდა, კატალონია, ბასკეთი და გალაცია შევიდნენ).
პოლიტიკური სურპრიზები მაშინ დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ მრავალი ფაქტორის კომბინაციამ, კერძოდ, რეაქციამ ცენტრალიზმის წინააღმდეგ, თავისუფლების შეგრძნების სიახლემ, რეგიონებს შორის ისტორიულად არსებულმა მცირე თუ დიდმა უთანხმოებებმა, ახალი პოლიტიკური თანამდებობების გაჩენის შესაძლებლობამ და ა.შ. დასაბამი მისცა ავტონომიის მოთხოვნას ესპანეთის ყველა რეგიონში, ისეთშიც კი (მაგ. კასტილია და ანდალუზია), რომლებიც ერთიანი, ცენტრალიზებული ესპანეთის იდეასთაინ იყვნენ გაიგივებული.
შედეგებმაც არ დააყოვნა. ჯერ ერთი, ყველა ესპანური რეგიონი ავტონომიის ერთეულად იქცა, მეორეც, მრავალმა რეგიონმა დაიწყო პირველი კატეგორიის ავტონომიის მოთხოვნა. ანდალუზია, რომელსაც ისტორიული ავტონომიის არავითარი სურვილი არ გამოუმჟღავნებინა, პირველი კატეგორიის ავტონომიებში გადავიდა, შემდეგი სხვა სამი ერთეული, ნავარა, კანარის კუნძულები და ვალენსია “დე ფაქტო პირველი კატეგორიის ავტონომიები” გახდნენ და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდა.
ასე მოხდა, რომ დგეს ესპანეთი 17 ავტონომიური ერთეულადაა დაყოფილი.

4.სიმბოლოების თაობაზე
ავტონომიის აღიარება გულისხმობს რეალური ხელისუფლების შესაძლებლობას, პოლიტიკურ კომპეტენციას სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, განათლების, გარემოს დაცვის, ურბანიზმის, ჯანდაცვის და სხვა საკითხებში. მაგრამ აქვე იგულისხმება გარკვეული სიმბოლოების გამოყენებაც, რომელთაც რეგიონებში განსკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ასეთი სიმბოლოებია ხელისუფლების ორგანოები, დროშა და ენა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ყოველ ავტონომიურ ერთეულს ჰყავს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტი. პარლამენტი ირჩევს პრესიდენტს (თავჯდომარეს), რომელიც ითვლება უმაღლეს ხელისუფლად ავტონომიურ რეგიონში და ამავე დროს სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლად ამ ავტონომიაში. როცა იგი თავის რეგიონშია, მასზე მაღლა მხოლოდ მეფე, ესპენეთის მთავრობის პრეზიდენტი და ორივე პალატის პრეზიდენტები მიიჩნევიან…… თუმცა ეს ყველაფერი ოქმის მიხედვითაა, რადგან პოლიტიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ადგილობრივი პრეზიდენტი განახორციელებს ძალაუფლებას.
დროშა ყოველ ავტონომიურ ერთეულს თავისი აქვს.
ენა საგანგებო პრობლემაა, რადგან ესპანეთში ესპანურის გარდა სამი ენაა: კატალონური, ბასკური და გალიციური, რომლებიც ხუთ რეგიონში გვხვდება. (კატალონური სალაპარაკო ენაა ეგრეთვე ვალენსიაში და ბალეარის კუნძულებზე). ამ ხუთ რეგიონში ორ- ორი ოფიციალური ენაა, ესპანური და ადგილობრივი, რომლების თეორიულად თანაბარ პირობებშია და შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე პარლამენტში და სასამართლოში.

II. ავტონომიური სტატუსის განსაზღვრა
1. “ჯიბის”კონსტიტუცია
ესპანეთის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ყოველ ავტონომიურ ერთეულს ჰქონდეს თავისი “ავტონომიის წესდება”, რომელიც მისი “მმართველობის ძირითადი საფუძველია”. ეს ფაქტიურად ჯიბის კონსტიტუციაა.
ჭესდების მიღებას რთული პროცედურა ესაჭიროება. პროცედურაში მონაწილეობს ორი მხარე, მომავალი ავტონომიური ერთეული და ესპანეთის პარლამენტი, კერძოდ, მომავალ ავტონომიურ ერთეულში ხდება კანონპროექტის შემუშავება, პარლამენტში კი მისი განხილვა და კანონის სახოთ მიღება. მაშასადამე, წესდება, ერთი მხრივ რეგიონის ძირითადი კანონია, მეორე მხრივ, ესპანეთის კანონი. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან წესდება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ორივე მხარის მონაწილეობით, ე.ი. რეგიონის მმართველი ორგანოს და ქვეყნის პარლამენტის შეთანხმებით. Aამიტომაც ითქმის, რომ “წესდებები” “საკონსტიტუციო ბლოკს” განეკუთვნება და შეადგენს კონსტიტუციის ნაწილს, ა) წესდების შეცვლა და მოდიფიცირება ძალიან ძნელია; ბ) წესდება თავად ხდება პარამეტრი კონსტიტუციურობისა, ე.ი. ყოველი ახალი კანონი მასთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი.
წესდებები ორ ბლოკისგან შედგება. პირველში განისაზღვრება ავტონომიური ინსტიტუტები_ პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და ა.შ., აგრეთვე მათი არჩევის ან დანიშვნიდ წესი. Fფაქტიურად წესდებები საკმაოდ ემსგავსება ერთმანეთს, მათში საკანონმდებლო ხელისუფლება ენიჭება პარლამენტს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება_პრეზიდენტს. პარლამენტი აირჩევა ოთხ წელიწადში ერთხელ რეგიონში მცხოვრები ყველა სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. პარლამენტი ნიშნავს პრეზიდენტს, რომელიც რეგიონის უმაღლესი ხელისუფალია. იგი წარმართავს აღმასრულებელი შტოს საქმიანობას და ნიშნავს ავტონომიური მთავრობის წევრებს. ურთიერთობა ამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ისეთივეა, როგორც კლასიკურ საპარლამენტო სისტემაში.
სასამართლო ხელისუფლება სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ყოველ რეგიონში არის უზენაესი სასამართლო, რომელშიც ჩვეულებრივ მთავრდება სასამართლო და სააპელაციო პროცესი. მასზე მაღლა მხოლოდ ესპანეთის უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოა, მაგრამ ისინი მხოლოდ გამონაკლის და იშვიათ შემთხვევაშია მისაწვდომი.
წესდების მეორე ბლოკი არანაკლებ მნიშვნელოვანია და კომპეტენციებს განსაზღვრავს. Aაქ მეტი განსხვავებაა, რადგან სხვადასხვა რეგიონის წესდება სხვადასხვა ძალაუფლებას აძლევს მას. Aმას მოგვიანებითაც ვნახავთ.
2.Aავტონომიური ერთეულის კომპეტენცია
ყველა ავტონომიურ ერთეულს თავისი საკანონმდებლო ხელისუფლება ჰყავს, კერძოდ, პარლამენტი, რომელსაც კანონებისმიღების უფლება აქვს. ამ კანონებს ისეთივე ძალა აქვს, როგორც ესპანეთის სახელმწიფო კანონებს და მათი გაუქმება არავის ძალუძს, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს უკანასკნელი ავტონომიურ კანონს აუქმებს, თუ იგი არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე პროცედურა ესპანეთის სახელმწიფო კანონსაც შეიძლება შეეხოს.
როგორც ვხედავთ, ესპანუს სისტემაში საკანონმდებლო სისტემას ორი განსხვავებული წყარო აქვს: ესპანეთის სახელმწიფო კანონები და რეგიონის კანონიბი. ამავე დროს კანონის კატეგორია ერთია, რადგან სახელმწიფო და რეგიონალური კანონებს ერთნაირი ძალა აქვს და ერთნაირად ექვემდებარება კონსტიტუციას. მაშასადამე, დამოკიდებულებას ესპანეთის სახელმწიფო კანონებსა და ავტონომიებს შორის იერარქიული ხასიათი კი არა აქვს, არამედ კომპეტენციის პრინციპზეა დაფუძნებული. კანონები ძალაშია იმდენად, რამდენადაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს.

III კომპეტენციისა და ძალაუფლების განაწილება

Gგამიჯვნიდან თანამშრომლობისკენ
ფედერალიზმის კლასიკური პრინციპია_ძალაუფლების სფეროების გამიჯვნა და განსაზღვრა. ესეთი სქემაა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ სისტემაში.მაგრამ რეალობის დაყოფა ძალიან რთულია, მაგალითად, შეუძლებელია სავაჭრო პოლიტიკის გამიჯვნა ფულადი პოლიტიკისაგან. ამიტომ ხდება, რომ ახალი ტენდენცია ძალაუფლების განაწილების პირობებში გამიჯვნას თანამშრომლობით ცვლის. ეს ტენდეცია აშკარად ჩანს გერმანულ ფედერალურ სუსტემაში და აგრეთვე ესპანურ ავტონომიურ სისტემაში. იგი საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, დააკმაყოფილოს დეცენტრალიზაციისკენ და თვითმართველობისკენ სწრაფვად და ამავე დროს შეინარჩუნოს საზოგადოება, რომელშიც ყველა სექტორი მჭიდროდაა გადაკავშირებული და გლობალურ მიდგომას მოითხოვს.
თანამშრომლობის პრინციპი გერმანულ თუ ესპანურ სისტემაში იმას განაპირობებს, რომ აქ აშშ-სგან განსხვავებით, ვერ ნახავთ იზოლირებულ ბლოკებს, აქ საკანონმდებლო ფუნქციები, მრავალ ორგანოს შორისაა განაწილებული, ისე, რომ თითოეულ მათგანს რამდენიმე სფეროში აქვს კომპეტენცია.
ესპანურ სისტემაში შეიძლება საუბარი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და მართვის მენეჯმენტის კომპეტენციებზე. ყველაზე კარგად თანამშრომლობის ტენდენცია საკანონმდებლო კომპეტენციის მაგალითზე ჩანს, რადგან კომპეტენცია რომელიმე სფეროში მთლიანად იშვიათად აქვს გადაცემული მხოლდ ერთი ორგანოს, ძირითადად თავს იჩენს მექანიზმი, რომელსაც “ ერთობლივი კანონმდებლობა” შეიძლება ვუწოდოთ.
ერთობლივი კანონმდებლობა გულისხმობს, რომ სახელმწიფო დონეზე ხდება კანონის ძირითადი პარამეტრების და პრინციპების შემუშავება, ხოლო ავტონომიების დონეზე _ კანონის დაკონკრეტება და საბოლოოდ ჩამოყალობება.
სისტემა ორი თეორიული სიით
ძალაუფლების განაწილება სახელმწიფოსა და ავტონომიებს შორის ესპანეთში ეფუძნება კონსტიტუციაში განსაზღვრული კომპეტენციების ორ ჩამონათვალს. ერთი ჩამონათვალი განსაზღვრავს სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციებს, რომლებიც შედის: ა) უპირველეს ყოვლისა, სფეროები, რომლებიც ჩვეულებრივ სახელმწიფო აპარატის გამგებლობაშია_თავდაცვა, საგარეო საქმეები,უშიშროება და ა.შ.: ბ ) სფეროები, რომელიც სახელმწიფო ეკონომიურ ერთიანობას განაპირობებს_ ფულადი პოლიტიკა, ეკონომიკის დაგეგმარება: 3) სფეროები, რომლებიც სახელმწიფო საკანონმდებლო ერთიანობას განაპირობებს_ ადამიანთა უფლებები, კრიმინალური და სამოქალაქო სამართალი; 4) სფეროები რომლების სახელმწიფოს საერთო კეთილდღეობას განაპირობებს _ ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვა. მაგრამ გარდა თავდაცვისა, ავტონომიების კომპეტენცია არცერთ ამ სფეროში არაა გამორიცხული. რეგიონებს აქვთ გარკვეული კომპეტენცია უშიშროებაში კი, მაგალითად, ბასკეთის პოლიცია ავტონომის განკარგულებაშია. Gგარდა ამისა, მართალია, საგარეო საქმეები სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციაა, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, რეგიონებს აქვთ უფლება უცხო ქვეყნებში გახსნან ოფისები თავიანთი ინტერესების დაცვის გარანტირების მიზნით. (ეს უფლება რეალიზებულია და ავტონომიებს მართლაც აქვთ ოფისები ბრუსელში).
მეორე თეორიულ სიაში შედის ის ეფეროები, რომლებშიც ავტონომიას შეიძლება ჰქონდეს კომპეტენცია. ასე საგანგებოდ ვამბობ, რადგან კონსტიტუცია თავისთავად არ უზრუნველყოფს ავტონომიების კომპეტენციებს, იგი მხოლოდ განსაზღვრავს, რა საკითხებში შეიძლება მათ ჰქონდეთ კომპეტენცია. კონკრეტულად რა კომპეტეციები გამოიყენება, უკვე წესდებით არის განპირობებული, ყოველ ავტონომიას ის ძალაუფლება აქვს, რაც მის წესდებაშია მითითებული.
თეორიულად, ავტონომიურ ერთეულებს კომპეტენციის სხვადასხვა მოცულობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, რადგანაც წესდებები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, პრაქტიკულად ეს ნაკლად ხდება. რეალური განსხვავებაა მხოლოდ “ისტორიულ” ავტონომიებსა და დანარჩენებს შორის, პირველებს მეტი და უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლება აქვთ. მაშასადამე, სისტემა ასიმეტრიულია, რადგან ავტონომიური ერთეულების უფლებამოსილება ერთგვარი არაა. ამით განირჩევა ავტონომიური სისტემა ფედერალურისაგან, სადაც შტატებს თანაბარი კომპეტენცია აქვთ მიცემული კონსტიტუციაშივე.

3 პროცესის დინამიკა
როგორც ვხედავთ, ჩემს მიერ მოკლედ აღწერილი სისტემა საკმაოდ რთულია, მაგრამ იგი ქვეყნისათვის პოზიტიური გამოდგა. ესპანეთში ტერიტორიული კონფლიქტი მეტად მნიშვნელოვანი იყო და, რადგან იგი გამოიხატებოდა ისეთი ემოციური ტერმინებით, როგორიცაა ,,სამშობლო”, ,,დროშა”, ,,ენა”, ხშირად იწვევდა ომს. დღევანდელი რთული სისტემა კონფლიქტს ემოციურ მუხტს აცლის და მის პოლიტიკურ დატვირთვას ამცირებს, რადგან სირთულე მოითხოვს ჩაღრმავებას, კვალიფიცირება და გამოცდილების დაგროვებას, ანუ ,,ტექნიფიკაციას”, ეს კი განაპირობებს დრამატიზმის შესუსტებას ურთიერთობებში.

მოცემულ სისტემას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, იგი მოქნილია და ცვალებადი. ასიმეტრიის პირობებში თითოეულ ავტონომიას ძალაუფლების თავისი ხარისხი აქვს და ეს ხარისხიც შეიძლება შეიცვალოს ამ გაფართოვდეს, თუ საჭიროება მოითხოვს. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ წესდება შეიძლება შიიცვალოს დამტკიცებიდან 5 წლის შემდეგ. ეს ,,რევიზიის უფლება”” კიდევ ერთი უპირატესობაა, რადგან იძლევა საშუალებას, გამოიცადოს სისტემა, სანამ ავტონომიებს მეტი უფლებები გადაეცემათ.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა

რადგან სისტემა რთულია და საკანონმდებლო თვალსაზრისით ძლიერ ტექნიფიცირებული, ხშირად წარმოიშობა სამართლებრივი კონფლიქტი და საკონსტიტუციო სასამართლოს გადამწყვეტი როლი ეკისრება. მას შეიძლება მიმართოს როგორც ავტონომიურმა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებამ, თუ მიიჩნებს რომ მისი კომპეტენცია ირღვევა მეორე მხარის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის მიღებისა და განხილვის სისწრაფე დამოკიდებულია საკამათო კანონის მნიშვნელობაზე.
5. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამფუძნებელი ხელისუფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს წამყვანი როლი კომპეტენციების გამიჯვნაში მხოლოდ დროსთან ერთად არ შეუძენია. ფაქტობრივად, მან დაუდო საფუძველი ცენტრალური და ავტონომიური ხელისუფლების უფლებამოსილებების განსაზღვრას და მოახდინა კონსტიტუციის საკამათო დებულებების ინტერპრეტაცია. მას შემდეგ, ამ როლის მნიშვნელობა აღარ მცირდება, მით უფრო, რომ მოქნილობისა და დინამიურობის გამო სისტემის შემადგენელი ელემენტები ხშირად იცვლება და ახალი ინტერპრეტაციებია საჭირო.
საკონსტიტუციო სასამართლოზე დაკისრებული ეს არბიტრის ფუნქცია აგრეთვე უწყობს ხელს კონფლიქტის შერბილებას, ამცირებს მის პოლიტიკურ მუხტს. ხალხმა შეიძლება იბრძოლოს დროშისა და ენისათვის, მაგრამ არავინ გაიქცევა ომში, ვთქვათ, კონსერვირებული საკვების დამზადების სტანდარტების გამო. გარდა ამისა, ყველას ადვილად შეუძლია პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ესპანეთში დღეს ძნელი საპოვნელია პოროვნება, იურისტიც კი, რომელიც კომპეტენციების განაწილების ყველა საკითხში იქნება გათვითცნობიერებული.
6. ფულის ხარჯვისა და შოვნის უფლება

ავტონომიურ რეგიონებს ავტონომია აქვთ ბიუჯეტის საკითხშიც. ყველა რეგიონს აქვს თავისი ბიუჯეტი, დამტკიცებული მისივე პარლამენტში, რომელიც ასახავს არჩეულ პოლიტიკურ კურსს. მაგრამ, რაც შეეხება ფინანსური რესურსების მოძიებას, იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება დღესაც.
ავტონომიურ ერთეულებს ფინანსური სახსრების მოძიების ოთხი ძირითადი წყარო აქვთ. 1) ე.წ. გადარიცხული გადასახადები, ანუ გარკვეული გადასახადები, რომელსაც სახელმწიფო აკრეფის შემდეგ ავტონომიებს ურიცხავს. 2) პირდაპირი გადარიცხვა, ე.ი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის მოსახლეობის რაოდენობით განპირობებული ფულის ოდენობის გადარიცხვა ავტონომიაში; 3) ავტონომიის ტერიტორიაზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც დღესდღეისობით 15%-ს უტოლდება, მაგრამ არსებული წინადადებების საფუძველზე შეიძლება 30%-მდე გაიზარდოს;
უნდა ავღნიშნოთ აგრეთვე, რომ ორ ავტონომიურ ერთეულს – ბასკეთსა და ნავარას – სპეციფიური ფინანსური სისტემა აქვთ. მას ეწოდება ,,შეთანხმება” და უფლებას აძლევს ავტონომიას, თავად შეაგროვოს გადასახადები თავის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ნაწილი მიაწოდოს ცენტრს სახელმწიფო მომსახურების, ანუ გზები მშენებლობის, თავდაცვის და ა.შ. კომპენსაციისთვის. თანხის ოდენობა, რომელსაც ავტონომია იძლევა, ასევე განსაზღვრულია ,,შეთანხმებით”.
IV. აწმყო ადა მომავალი

ავტონომიების სისტემა ესპანეთში, შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებლად მუშაობს, ხოლო თუ ჩვენს კონფლიქტებით აღსავსე წარსულს შევადარებთ, საკმაოდ კარგადაც. დღესდღეისობით საზოგადოებრივი ხარჯების დაახლოებით 25% ავტონომიების ხელშია. თუ ამას დავუმატებთ 15%, რომელიც მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის, ვნახავთ, რომ სახელმწიფო დონეზე ესპანეთში დახარჯული ფულის 60%-ზე ნაკლები რჩება. ავტონომიების კომპეტენციის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი აქვთ საზოგადოებრივი სამსახურის სფეროში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, ურბანიზმი, ტერიტორიული დაგეგმვა და სხვა. ესპანეთის დეცენტრალიზაციის დონე ემსგავსება გერმანიისას, ერთი მნიშვნლოვანი სხვაობით: ავტონომიების პარლამენტებს საკანონმდებლო ძალაუფლება აქვთ, გერმანულ ,,მიწებს” (ანდერ) კი – არა.
რაც შეეხება სისტემის ელემენტებს შორის ურთიერთობას, აქაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან გერმანიაში ,,მიწებს” ერთნაირი უფლებები აქვთ მიცემული, ესპანეთში კი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ასიმეტრიული ავტონომიაა. ავტონომიებს, რომლებსაც ,,პირველი თაობის”, ,,ისტორიულს”” ან ,,პირველი ლიგისას”” უწოდებენ, რომელთაც ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტები ჰქონდათ ცენტრთან, დამატებითი პოლიტიკური ან სიმბოლური უფლებები აქვთ. ამის მაგალითი ბევრია, უკვე ვახსენეთ ბასკეთის და ნავარის ფინანსური ,,შეთანხმება”, აგრეთვე საკუთარი პოლიცია ბასკეთში. გარდა ამისა, მხოლოდ ოთხი ავტონომიის _ კატალონიის, ბასკეთის, გალიციის და ანდალუზიის _ პრეზიდენტებს აქვთ პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება …
მიუხედავად სისტემის დადებითი მხარეებისა, მომავალი გარკვეულ საფრთხეს გვიქადის. საფრთხე მდგომარეობს მუდმივად მეტი და მეტი ავტონომიის მოთხოვნაში. მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დიდი განსხვავება იყო ,,პირველი თაობისა” და ,,მეორე თაობის” ავტონომიებს შორის. მაგრამ თანდათან ამ უკანასკნელებმაც მოითხოვეს და მოიპოვეს კომპეტენციის ის დონე, რაც პირველებს აქვთ. ეხლა კი ,,პირველი თაობის”” ავტონომიები ითხოვენ კომპეტენციის გაფართოებას, რათა განსხვავება შეინარჩუნონ.
ამან შეიძლება წარმოშოს პროცესი, რომელიც თამაშის თეორიაში ,,წიწილების თამაშის”” სახელითაა ცნობილი. აქ ყოველი მოთამაშე ცდილობს მუდმივად წინ წაიწიოს, ხოლო, თუ ამას ვერ მოახერხებს, წაგებულად ითვლება. ესპანეთში ეს თამაში განსაკუთრებით სარისკოა, რადგან კატალონიასა და ბასკეთში საკმაოდ მძლავრი ნაციონალისტური პარტიებია და მათი ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნაა ავტონომიის გაფართოება. ამ პარტიებმა რომ მიღწეულით კმაყოფილება გამოხატონ, არსებობის პოლიტიკურ საფუძველს დაკარგავენ და სხვა პარტიებით შეიძლება იქნენ შენაცვლებული.
უნდა ითქვას, რომ გარკვეული საფრთხის მიუხედავად, სიტუაცა დღესდღეისობით დამაკმაყოფიებელია. როგორც ჩანს, მაინც ვიპოვეთ სისტემა რომელიც ერთმანეთთან ათავსებს ესპანეთის ერთიანობას და რეგიონების სწრაფვას თვითმართველობისკენ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress