ორიოდ დღის წინ, ლევან მურუსიძემ განაცხადა: გირგვლიანის მკვლელების სასამართლოზე, მე თუ გავიხდიდი მანტიას და უარს ვიტყოდი პროცესში მონაწილეობაზე, ვინმე სხვა მურუსიძე გამოჩნდებოდა ჩემ მაგიერ და ის მოაწერდა ხელსო. ამ არსებამ, რომელსაც დღეს წამყვანი როლი აქვს დაკისრებული მოსამართლეთა შერჩევაში, ამ ფრაზით, უნებლიედ კი არა, სრულიად შეგნებულად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სასამართლო სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროს ძირმომპალი [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
გაჭიანურებული ვიზალიბერალიზაცია
გერმანული გამოცემა „ველტის’’ ინფორმაციით გერმანიის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა დახურულ კარს მიღმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადადების მიზეზი საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის მაღალი დონეა. ამ დასკვნის გასაკეთებლად ევროპელ ჩინოსნებს დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდებოდათ. ჯერ კიდე ნაციონალთა მმართველობის დროიდან მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, შერბილებული თუ გამკაცრებული პირობებით. მკაცრი პირობები რაც არის მთელმა მოსახლეობამ იწვნია თავის [...]
წინასაარჩევნო სატყუარები საზოგადოებისთვის
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თავის მართლება ამომრჩეველთა წინაშე და სხვისკენ თითის გაშვერა ქვეყანაში დაკანონებული უსამართლობის გამო. წინასაარჩევნოდ ხომ თავი უნდა წარუდგინონ ამომრჩევლებს, როგორც „პოზიტიურმა წარმონაქმნებმა“. ორიოდე დღის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა, ქართულ საზოგადოებას განუცხადა: რესპუბლიკელები არასოდეს ვყოფილვართ კოჰაბიტაციის მომხრე და „ოცნება“ რატომღაც ჩვენ გვაბრალებსო.
გერმანული მოდელი საქართველოსთვის დამღუპველია
მანანა ნოზაძე სააკაშვილის დროინდელი სიებით არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პროცესისგან შორს არის. ინტერპარტიული ჯგუფი არჩევნების სამართლიანი ჩატარებით აპელირებს და საამისოდ შეხვედრებს შეხვედრებზე მართავს, თუმცა რეალურად, საარჩევნო სიების დახვეწა გაცილებით მარტივია. ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. არჩევნების ფალსიფიცირების მინიმუმამდე დაყვანა რა მეთოდის მოშველიებითშეიძლება? – ცალკეული პარტიები გაურკვეველ მოდელებს გვთავაზობენ, მაშინ როცა მარტივად შეიძლება არჩევნების ფალსიფიცირება მინიმუმამდე დავიყვანოთ. თავის დროზე საარჩევნო სიაში [...]
გასაკვირველი ამბავი – 1956 პარიზი რ. გაბაშვილი
ივერია #8 1956 პარიზი რ. გაბაშვილი შიდა რუსეთი, – ერთად-ერთი დიდი იმპერიაა, დარჩენილი მსოფლიოში, – მუდამ იყო შემორტყმული, ჯავშანივით, არა რუს, ძალით დაპყრობილ ერთა კოლონიებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ჯავშანი გაორკეცდა, და, თუ წინათ თეთრი ზღვიდან შავ ზღვამდე, შავი ზღვიდან იაპონიის ზღვამდე იყო გადაჭიმული, ეხლა შუაგულ ევროპამდე, ხმელთა-შუა ზღვამდე და ინდოეთის [...]
გავამარტივოთ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია
კომენტარები კანონპროექტზე „საქართველოს კანონი - მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კარგ ღონისძიებას ეყრება საფუძველი – მიწების რეგისტრაციის გაადვილებას; ანუ,სახელმწიფოს ძალისხმევისა და დახმარებით, შესაძლებელი გახდება რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება, რათა მაქსიმალურად მოხდეს დასარეგისტრირებელი ობიექტების დროულად დარეგისტრირება. მაგრამ, მოგახსენებთ შიშის გრძნობით,რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი პროექტის სახით კიდევ ერთი [...]
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის კორექტირება აუცილებელია
პაატა კოღუაშვილი საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი მეჩაიეობა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დასაქმებული იყო 180 ათასამდე კომლი. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი (68 ათასი ჰა) ინტენსიურად მცირდებოდა და საბოლოოდ დარგი სრული განადგურების საშიშროების წინაშე [...]
პურის ისტორიული მნიშვნელობა და საქართველოს როლი
პაატა კოღუაშვილი, სსმმა აკადემიკოსი დემურ ბახტაძე, პროფესორი პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება – ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყვნენ 10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოთ გადაშენებულია. ატლანტოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანის მიერ ამ კულტურების გამოყვანა უნდა მომხდარიყო წარღვნამდე დიდი ხნით ადრე მითიურ “ატლანტიდაზე”. [...]
ზაქარეიშვილის მორიგი სიცრუე და იდეოლოგიური დივერსია
თავს ვალდებულად ვთვლით გამოვხატოთ საკუთარი აზრი დღეს მოფუნქციე ერთ-ერთი მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის _ ანტისაელმწიფოებრივი გამოსვლის გამო „მაესტროს“ ეთერში. 1. მინისტრი ცრუობს, როცა აცხდებს, რომ ქართველ და აფსუა („აფხაზ“) ხალხს არასოდეს უცხოვრია ერთ საზოგადოებად, გარდა საბჭოთა წლებისა. ეს ერთობლივი ცხოვრება უფრო ინტენსიური იყო დამოუკიდებელი საქართველოს წლებშიც (1918-1921) და მანამდისაც მრავალი საუკუნის განმავლობაში. ქართველი ერი აფხაზეთის დღევანდელი ტერიტორიის [...]
პრიმაკოვისეული გეგმის გაცოცხლების მცდელობა
I. ფედერალური სახელმწიფო მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფილობა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები აქვთ, არის სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზაცია, რომლის ხარისხი პროპორციულია ხსენებულ ფედერალურ ერთეულთა უფლებამოსილებების მოცულობისა. ჯამური ეფექტი ასეთი დაყოფილობის შემთხვევაში შედგება ორი ელემენტისაგან. პირველი: ფედერალური ერთეულის დამოუკიდებელი ნება აფერხებს სახელმწიფოს, როგორც მთელის (`ცენტრის~), ნების ქმედითს [...]