31 მაისი 12:18 news.ge “სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე, ბოლო დროს, პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, უკანასკნელ დღეებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა ზეწოლა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების და მათ შორის „სახალხო პარტიის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე, ძალოვანი სტრუქტურების, ოცნების საპარლამენო დეპუტაციის და აქტივისტების მხრიდან, რათა მათ დაწერონ განცხადება და უარი თქვან არჩევნებში [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
ალეკო ყიფიანი ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით გამოდის
interpressnews.ge 13:28 30-05-2014 “სახალხო პარტიის” საბურთალოს (ვეძისის საარჩევნო ოლქი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალეკო ყიფიანის განცხადებით , ახალი მოწვევის საკრებულო თბილისში არსებული ეკლესია-მონასტრების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ინიციატივით უნდა გამოვიდეს.
“სახალხო პარტია” ხელისუფლებას სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით აკრიტიკებს
interpressnews.ge 15:03 29-05-2014 დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკის გაგრძელებაა, – ასე ეხმაურება “სახალხო პარტია” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს.
საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებოკუპირებული ქვეყანა ვართ
29 მაისი 13:41 NEWS.GE ”სახალხო პარტია” 26 მაისს საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებებს ეხმაურება. როგორც “სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში მთავრობის მხრიდან სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნა საკმაოდ ზერელე და ზედაპირულია. “სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფო დონის ღონისძიებების აღნიშვნაში აგრძელებს წინა ხელისუფლების სავალალო პრაქტიკას – საერთოდ არ იგრძნობა, რომ ტერიტორიებ-ოკუპირებული ქვეყანა ვართ;
პრეზიდენტს თუ გააბლატავებენ, პლასტელინია და გაბლატავებული ივლის, თუ დააჩმორებენ – დაჩმორებული
15 კითხვა 13:18 19.05.2014 NEWSPRESS.GE რუბრიკა ”15 კითხვის” სტუმარია ”სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე: – ბატონო მამუკა, რა გეგმები აქვს ”სახალხო პარტიას” თვითმმართველობის არჩევნებზე? – სამწუხაროდ, საქართველოში დღეს თვითმმართველობის ჩამოყალიბება არ მიმდინარეობს. პრაქტიკულად ამოვარდნილია ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი – სოფელი. რატომღაც მიაჩნიათ, რომ სოფელი არის ადგილი, სადაც შეიძლება მხოლოდ მეურნეობა განვითარდეს და მას როგორც ინსტიტუტს, საზოგადოებრივ [...]
აუცილებლად შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური ხედვების ხორცშესხმას
14:23 22-05-2014 ,,სახალხო პარტია” არც ამომრჩეველს მოატყუებს ფუჭი დაპირებით და არც საკუთარ თავს მისცემს უფლებას იმაზე მეტი დაპირება გასცეს , რისი ცხოვრებაში გატარებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, – ამის შესახებ “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გოგი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია
15:26 20-05-2014 თვითმმართველობის არჩევნებში “სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სახალხო პარტიიდან” აცნობეს, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სიის პირველი ნომერია გოგი ლორთქიფანიძე, შემდეგ მოდიან ზაზა ჩაჩუა – ბახტრიონი, დოლიძე (03.06 საბურთალო); ავთანდილ იმნაძე – დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი (03.04. საბურთალო); ალექსანდრე ყიფიანი – ვეძისი (03.05. საბურთალო); თეო პაიჭაძე – ვაკე (02.02. ვაკე); [...]
სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ თბილისის საკრებულოს უმთავრესი ამოცანა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შექმნაა
21-05-2014 “სახალხო პარტიაში” მიიჩნევენ, რომ თბილისის საკრებულოს უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თბილისის “კონსტიტუციის” , ანუ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შექმნა. ამის სესახებ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი. როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, პროგრამის თანახმად, დოკუმენტი უნდა იყოს კონსენსუსი თბილისის მოქალაქეებს შორის იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ქალაქი ურბანულად, არქიტექტურულად, როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების სქემა, რა [...]
სახელისუფლებო კლანების დასუსტდება ივანიშვილის ინტერესებშია
შორენა კოწოწაშვილი ”ახალი თაობა” 14.05.2014 ინტერვიუ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, რა აჩვენა `რუსთავი 2~-ის მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებამ და საერთოდ, რა პოლიტიკური ვითარებაა ამ დროისთვის ქვეყანაში? _ ისე, როგორც ყოველთვის, თითოეულ მოვლენაში ისახება სპექტრი საკითხებისა, რომელიც აქტუალურია ქვეყნის ამა თუ იმ პერიოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქაც თავს იჩენს ის ვითარება, რომლშიც [...]
„სახალხო პარტია“ ილჰამ ალიევს საინგილოში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვის თხოვნით მიმართავს
NEWS.GE 06 მაისი 2014 „სახალხო პარტია“ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს საინგილოში მცხოვრები ქართველების შევიწროებასთან დაკავშირებით მიმართავს. „მივესალმებით ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მეგობრულ ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მისი ეს ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას, მაგრამ, აქვე გვინდა დავაყენოთ ერთი მეტად საჭირბოროტო საკითხი და მივმართოთ მას განცხადებით: