თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, „სახალხო პარტიის“ სახელით გილოცავთ დაბადების 90 წლისთავს და აღსაყდრების 45 წლისთავს. ჯანმრთლელობას, გამძლეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებთ, თქვენო უწმიდესობავ, რათა კვლავ წაუძღვეთ ერს ღვთის სადიდებლად, სამშობლოს გასაძლიერებლად და ადამიანთა საკეთილდღეოდ!
Archive for December 28th, 2022
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, „სახალხო პარტიის“ სახელით გილოცავთ დაბადების 90 წლისთავს და აღსაყდრების 45 წლისთავს
მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ კავკასიის ერთადერთი ბუნებრივი გამაერთიანებელი არის ქართული სახელმწიფო
უკრაინის ომის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის იდეები ერთიანი კავკასიის შექმნის შესახებ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დევნილობაში მყოფი ახმედ ზაკაევი მიიჩნევს, რომ თავის დროზე მსოფლიოს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევისთვის რომ მოესმინა, დღეს არ დადგებოდნენ იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც უკრაინაშია. ჩეჩნეთიდან დევნილი დიასპორის წარმომადგენლები ევროპაში კონფერენციებს მართავენ და ჩეჩნეთის დეოკუპაციისთვის ბრძოლას აანონსებენ. ამ საქმეში თავიანთი წვლილის შეტანას აპირებენ უკრაინის დროშის ქვეშ [...]
„ახალი თაობა“ 16.12.2022 „სააკაშვილს ლიმონივით ბოლომდე რომ გამოწურავენ, მერე შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც“
მამუკა გიორგაძე: „ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა შეთანხმებულად აკეთებენანტიქართულ საქმეს“ „სააკაშვილი ავადა თუა, ახლა ნაცმოძრაობაში ერთმანეთს არ უნდა დაერიონ“ მარიამ მჭედლიშვილი რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისიდენტსა დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს _ თქვენი აზრით, რის მომასწავებელია გავრცელებული ვიდეოები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ასევე ხელისუფლების განცხადებები სააკაშვილის თემაზე? რა აქვს გადაწყვეტილი ხელისუფლებას?
“16 წლის ვიყავი, მერაბი რომ დაიჭირეს” – როგორ იკვრებოდა ეროვნული მოძრაობის ბირთვი ახალგაზრდებში
რთული და ტკივილიანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სავალი გზა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი მხრებით მოუტანეს სამშობლოს 90-იან წლებში თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმე იყო საბჭოთა გულაგებში, სუკის იზოლატორებსა და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში თავის გადარჩენა და ღირსებით ატანა ყველა იმ ტკივილისა თუ პროვოკაციის, რასაც საბჭოთა რეჟიმი დისიდენტებს უწყობდა. ამ პროცესში კი საქართველოს ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა მართლაც რომ [...]
როგორ ამზადებდა მოსკოვი სომხეთს 30 წლის განმავლობაში გასაყიდად და რა მიანიშნებს, რომ სოხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ დამთავრებულა
სულ ახლახან ერევანში „ოდეკაბეს“ სამიტი ჩატარდა, რომელსაც თვით ვლ. პუტინი დაესწრო, თუმცა სომხეთის პრემიერმა არათუ არც ერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი, არამედ არც დასკვნითს. მისი განმარტებით, სომხეთის ინტერესები არ გაითვალისწინეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანმა დაიკავა საკუთრივ სომხური ტერიტორიებიო. მეორე მხრივ, არცთუ დიდი ხნის წინათ სომხეთს დაკავებული ჰქონდა საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიები – 7 რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის [...]
გაიყოფა თუ არა უკრაინა?!
რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამის შესახებ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ვარაუდს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არასასურველი სცენარი, ხომ არ მოხდება უკრაინის გაყოფა ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში?! მეუფე იაკობი სწორედ ამ საშიშროებას ხედავს და ინტერესდება, „იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და, თუ ჩახვალთ ბერლინში, დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ [...]
„მერაბ კოსტავა 6-თვიანი შიმშილობის შემდეგ 48 კილო იყო, სააკაშვილთან მიმართებით კი ჩვენ ვხედავთ არა იმდენად საგანგაშო ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენადაც სპეკულაციას“
„ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებს ორივე მხარე. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლამის გვაიძულებენ, გამოვიდეთ და ვთქვათ, ციხეში მოვკლათ კაცი? ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ, ალბათ, ბევრი ადამიანი მზად არის, თქვას, გაუშვით, მოგვაცილეთ ეს კაცი. საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა თავად სააკაშვილი და ეს ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ ამოწურავს თავის თავს, სააკაშვილს გაუშვებენ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ [...]