Archive for August, 2013

პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია

12.08.2013 “პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია” 17:00 pirweli.com   12.08.2013 “სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის შეფასებით, პრეზიდენტის და პრემიერის ქმედებები ამაზრზენია. ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს ამერიკულ სამხედრო ხომალდზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გასაუბრების კომენტირებისას განუცხადა.

ს ა ხ ა ლ ხ ო პ ა რ ტ ი ი ს წ ე ს დ ე ბ ა

ცვლილებებით რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 16.04 #115 ბრძანებით 1.ზოგადი დებულებანი 1.1 სახალხო პარტია (შემდგომში_პარტია) არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

გურამ ოდიშარიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

პრაიმ-ტაიმი   12.08.2013 გურამ ოდიშარიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – ამის შესახებ განცხადება “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  გიორგაძე კულტურის სამინისტროს მიერ საყდრისის ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ძეგლი საფრთხეშია. ამ საკითხზე კულტურის მინისტრის 5 ივლისის განკარგულებას 10 ივლისს პრეზიდენტიც დაეთანხმა და ძეგლს სტატუსი [...]

საქრთველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს

ღია წერილი ბატონებო და ქალბატონებო! დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორი- სა. ძირითადად საუბრობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალუ- რად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების [...]

ხელისუფლებამ ბრძოლის მეთოდი შემოგვთავაზა: თუ შეგიძლია, დამამხე!

“ახალი თაობა” 24. 03. 2007 ხელისუფლებამ ბრძოლის მეთოდი შემოგვთავაზა: თუ შეგიძლია, დამამხე! შორენა კოწოწაშვილი – ბატონო მამუკა, რა შეფასებას მისცემდით იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ ზერეკიძის მიმართ გამოტანილ განაჩენმა გამოიწვია? – დღეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობის ხარისხი ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებას არა მარტო აქვს უფლება, არამედ ვალდებულიც არის, გამოხატოს თავისი პროტესტი [...]

ორი „კოაბიტი“ მართავს ქვეყანას

მანანა ნოზაძე 2013-08-08 17:19:00 ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი აცხადებს, რომ „ოცნებისა“ და ნაციონალების ამ ცხრათვიანი თანამშრომლობის მანძილზე ერთ გუნდად ჩამოყალიბებული ახალი კოაბიტაციური ხელისუფლება მივიღეთ და ძველისა და ახლის გამოყოფა უკვე შეუძლებელია. For.ge მიხეილ ჯიბუტს ესაუბრა. ეკონომიკური სტაგნაცია აშკარაა. ექსპერტები უკვე ასახელებენ ცალკეულ მინისტრებს, რომლებმაც ახალ პოლიტიკაში არ გაამართლეს და პოსტი უნდა დატოვონ. თქვენი [...]

სახალხო პარტიის 2013 წლის 25 ივლისის კონფერენციის რეზოლუცია

სახალხო პარტიის 2013 წლის 25 ივლისის კონფერენციის რეზოლუცია 1.-საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გასვლის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური მდგომარეობა გაუსაძლისია; ქართველების ერთი ნაწილი დღეს, ახლა, ამ წუთებში, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებთ, იტანჯება დამპყრობლებისა და სეპარატისტული რეჟიმების უღელქვეშ;

mamuka

ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს

02.07.2013   მამუკა გიორგაძე: „frontnews”-ის ინფორმაცია სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ან ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადადგეს. მამუკა გიორგაძემ აღნიშნულის შესახებ „frontnews“-ის პრეს–კლუბში ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, კოაბიტირებული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, საზოგადოება პოლიტიკურად გაურკვეველ და ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში [...]

Powered by WordPress